საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნებიდან „იოელი“ და „ამოსი“
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ოქტომბერი
    • მეფე უზიას დღეებში იუდეველ ამოსს, მწყემსსა და „სიკომოროს ლეღვის მომყვანს“, დაევალა, ეწინასწარმეტყველა (ამოსი 7:14). იოელისგან განსხვავებით, რომელიც იუდაში წინასწარმეტყველებს, ამოსი ისრაელის ათტომიან ჩრდილოეთ სამეფოში გაიგზავნა. წიგნი „ამოსი“, რომლის წერაც წინასწარმეტყველმა ამოსმა იუდაში დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით ძვ. წ. 804 წელს დაასრულა, უბრალო, მაგრამ ცოცხალი ენით არის დაწერილი.

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნებიდან „იოელი“ და „ამოსი“
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ოქტომბერი
    • რა შეიძლება ითქვას ისრაელის ათტომიან სამეფოზე? მისი ხარბი ძეები ავიწროებენ ღარიბებს, უზნეობას სჩადიან და უპატივცემულოდ ეპყრობიან ღვთის წინასწარმეტყველებს. ამოსი ხალხს აფრთხილებს, რომ იეჰოვა ‘ბეთელის სამსხვერპლოებსაც მოსთხოვს ანგარიშს და დააქცევს ზამთრის სახლს საზაფხულო სახლთან ერთად’ (ამოსი 3:14, 15).

      თავს დატეხილი არაერთი სასჯელის მიუხედავად, კერპთაყვანისმცემელი ისრაელი კვლავ ჯიუტობს. ამოსი ამ ხალხს ეუბნება: „გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად“ (ამოსი 4:12). ისრაელებისთვის იეჰოვას დღე „დამასკოს იქით“, ასურეთში, გადასახლებას ნიშნავს (ამოსი 5:27). ამოსს ბეთელის მღვდლები წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ წინასწარმეტყველი არ უშინდება მათ. იეჰოვა ამოსს ეუბნება: „მოაწია ჩემი ხალხის, ისრაელის აღსასრულმა, მეტად აღარ ვაპატიებ“ (ამოსი 8:2). ვერც სამარე და ვერც მაღალი მთები ვერ დაიცავს მათ იეჰოვას განაჩენისგან (ამოსი 9:2, 3). მაგრამ ღმერთი ისრაელს დაკარგულის აღდგენას ჰპირდება. იეჰოვა ამბობს: „შევკრებ ჩემი ხალხიდან, ისრაელიდან დატყვევებულებს; ისინი ააშენებენ გაპარტახებულ ქალაქებს და დასახლდებიან იქ, გააშენებენ ვენახებს და მათ ღვინოს დალევენ, გააშენებენ ბაღებს და მათ ნაყოფს შეჭამენ“ (ამოსი 9:14).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება