საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bm ნაწილი 13 გვ. 16
  • კარგი და ცუდი მეფეები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კარგი და ცუდი მეფეები
  • რას გვამცნობს ბიბლია?
  • მსგავსი მასალა
  • მან საკუთარ შეცდომებზე ისწავლა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • მან საკუთარ შეცდომებზე ისწავლა
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • ბიბლიის წიგნი 32 — იონა
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • გულმოწყალების მაგალითი
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
იხილეთ მეტი
რას გვამცნობს ბიბლია?
bm ნაწილი 13 გვ. 16
ისრაელის ახალგაზრდა მეფე

ნაწილი 13

კარგი და ცუდი მეფეები

ისრაელი ორ ნაწილად იყოფა. ისრაელის მეფეების უმეტესობა არ არის ღვთის ერთგული. იერუსალიმს ბაბილონელები ანადგურებენ.

იეჰოვას სიტყვისამებრ, ისრაელის სამეფო ორად გაიყო, რადგან სოლომონი განუდგა წმინდა თაყვანისმცემლობას. მისი მემკვიდრე რობოამი მკაცრი მმართველი იყო. ამიტომ ისრაელის ათი ტომი მეფეს აუჯანყდა და შედეგად ისრაელის ჩრდილოეთი სამეფო ჩამოყალიბდა. დავითის მემკვიდრეებს, რომლებიც იერუსალიმში მეფობდნენ, მხოლოდ ორი ტომიღა დარჩათ. ასე ჩამოყალიბდა იუდას სამხრეთი სამეფო.

სტაბილური სიტუაცია არც ერთ სამეფოში არ ყოფილა. ამის მიზეზი ძირითადად მეფეთა ორგულობა და ურწმუნოება იყო. ისრაელში უფრო უარესი მდგომარეობა იყო, ვიდრე იუდაში, რადგან ისრაელის მეფეები თავიდანვე კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. წინასწარმეტყველი ელია და ელისე მრავალ სასწაულს ახდენდნენ, მათ მკვდრებიც კი გააცოცხლეს, მაგრამ ისრაელმა მაინც არ მოიშალა ბოროტი საქმეების კეთება. საბოლოოდ, ღმერთმა ისრაელის ჩრდილოეთი სამეფო ასურეთს ჩაუგდო ხელში.

იუდას სამეფომ ისრაელთან შედარებით ას წელზე ცოტა მეტხანს იარსება, მაგრამ ღვთის სასჯელს ვერც ის გადაურჩა. იუდას მხოლოდ რამდენიმე მეფე ითვალისწინებდა წინასწარმეტყველთა გაფრთხილებებს და ცდილობდა, ერი იეჰოვასთან დაებრუნებინა. მაგალითად, მეფე იოშიამ იუდა კერპებისგან განწმინდა და იეჰოვას ტაძარი აღადგინა. როდესაც ტაძარში მოსეს ხელით გადმოცემული ღვთის კანონის წიგნი იპოვეს, იოშია შეძრა წაკითხულმა და მას მერე უფრო გააძლიერა კერპთაყვანისმცემლობასთან ბრძოლა.

სამწუხაროდ, იოშიას შემდგომი მეფეები არ მიჰყვებოდნენ მის კარგ მაგალითს. ამიტომ იეჰოვამ იუდას სამეფო ბაბილონელებს ჩაუგდო ხელში, რომლებმაც იერუსალიმი და ტაძარი გაანადგურეს, სიკვდილს გადარჩენილები კი ტყვედ წაასხეს ბაბილონში. ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ ისინი 70 წელი იქნებოდნენ ტყვეობაში. მთელი ამ წლების მანძილზე იუდა გაპარტახებული იყო. ბოლოს, იეჰოვას სიტყვისამებრ, ისრაელები თავიანთ მიწა-წყალს დაუბრუნდნენ.

ისრაელს მეფე აღარ ეყოლებოდა იმ დრომდე, ვიდრე აღთქმული მხსნელი, ნაწინასწარმეტყველები მესია არ გამოჩნდებოდა. დავითის შთამომავალთა უმეტესობამ, რომლებიც იერუსალიმში მეფობდნენ, დაამტკიცა, რომ არასრულყოფილ ადამიანს არ შესწევს ქვეყნის მართვის უნარი. ამას საუკეთესოდ მხოლოდ მესია შეძლებს. ამიტომ უთხრა იეჰოვამ ბოლო მეფეს: „მოიცილე გვირგვინი!.. არავისი არ იქნება ის, სანამ არ მოვა კანონით უფლებამოსილი, — მას გადავცემ“ (ეზეკიელი 21:26, 27).

—1 მეფეები; 2 მეფეები; 2 მატიანე, თავები 10—36; იერემია 25:8—11

  • რატომ გაიყო ისრაელი ორ ნაწილად და რა მდგომარეობა იყო ამ სამეფოებში?

  • რა დაემართა დავითის სამეფო ხაზს და რატომ?

  • რას ვსწავლობთ იონას შემთხვევიდან იეჰოვას შესახებ? (იხილეთ ჩარჩო)

იონა

ისრაელის ორტომიანი სამეფოს არსებობის პერიოდში ღმერთმა წინასწარმეტყველ იონას უთხრა, წასულიყო შორეულ ქალაქ ნინევეში და ღვთის სასჯელის შესახებ გაეფრთხილებინა ამ ქალაქის მოძალადე ხალხი. ნინევეში წასვლის ნაცვლად, იონა ავიდა გემზე, რომელიც ნინევეს საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა. მაგრამ ღმერთმა სასწაული მოახდინა და იონა დიდ თევზს ჩააყლაპვინა. თევზის მუცელში იონამ ლოცვით მიმართა იეჰოვას და ღვთის ნებით თევზმა ის ხმელეთზე ამოანთხია. ამის შემდეგ იონა ნინევეში წავიდა.

ღმერთმა იონას მორჩილება ასწავლა, მაგრამ მას კიდევ რაღაც ჰქონდა სასწავლი. იონამ უქადაგა ნინეველებს, მათაც მოინანიეს დანაშაული. ამის გამო ღმერთმა შეიწყალა ისინი და აღარ დასაჯა, რაც იონას ძალიან არ ესიამოვნა. თუ წაიკითხავთ ამ საინტერესო წიგნს, დაინახავთ, კიდევ რა სასწაული მოახდინა ღმერთმა, რომ იონასთვის გულმოწყალება ესწავლებინა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება