-
რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
-
-
ღვარძლიანი გამოწვევა
8. რომელი განკარგულების მორჩილება მოეთხოვებოდათ ადამსა და ევას, მაგრამ რა მოხდა?
8 ღმერთის კეთილგანწყობილება რომ შეენარჩუნებინათ, ადამსა და ევას თავი უნდა შეეკავებინათ ‘კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის’ შეჭმისგან (დაბადება 2:16, 17). თუ ისინი დაემორჩილებოდნენ ღმერთის კანონს, ტანჯვა-წამება არ გააუფერულებდა ადამიანთა ცხოვრებას. ღმერთის განკარგულების მორჩილებით ისინი სიყვარულსა და ერთგულებას გამოამჟღავნებდნენ მისადმი (1 იოანე 5:3). მაგრამ როგორც მე-6 თავიდან გავიგეთ, საქმე ასე არ დამთავრებულა. სატანის მიერ აღძრულმა ევამ შეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი. მოგვიანებით, ადამმაც იგემა ის.
-
-
რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
-
-
10. რაში დასწამა ცილი სატანამ ადამიანებს?
10 სატანა ეშმაკმა, აგრეთვე, ეჭვი ჩათესა, რომ ადამიანები იეჰოვას მხოლოდ მანამდე დაემორჩილებოდნენ, სანამ მისგან სარგებლობა ექნებოდათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანთა უმწიკვლოება ეჭვქვეშ იყო დაყენებული. სატანა ცილს სწამებდა ადამიანებს, რომ ნებაყოფლობით არცერთი მათგანი არ დარჩებოდა ღმერთის ერთგული. სატანის მიერ წამოყენებული ეს ღვარძლიანი მტკიცება ნათლად ჩანს იეჰოვას ერთგული მსახურის, იობის შესახებ, ბიბლიურ ცნობაში, რომელმაც უდიდესი განსაცდელი გადაიტანა ძველი წელთაღრიცხვით 1 600 წლამდე ცოტა ადრე. ბიბლიის წიგნის, „იობის“, პირველი ორი თავის წაკითხვით, შეგიძლია გაიგო ადამიანთა ტანჯვა-წამების მიზეზი და რატომ უშვებს ღმერთი მას.
11. როგორი ადამიანი იყო იობი და რაში დასდო ბრალი სატანამ?
11 იობს, ‘ალალსა და წრფელ კაცს’, თავს დაესხა სატანა. უპირველესად, სატანამ ცუდი განზრახვები მიაწერა იობს შემდეგი საკითხების წამოჭრით: „ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში?“ შემდეგ ეშმაკმა მზაკვრულად დასწამა ცილი ღმერთსაც და იობსაც იმ ბრალდების წამოყენებით, რომ იეჰოვამ იობის ერთგულება მოისყიდა მისი დაცვითა და კურთხევით. „აბა, — გამომწვევად უთხრა სატანამ იეჰოვას, — გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ (იობი 1:8–11).
12. ა) რომელ კითხვებზე უნდა გაცემულიყო პასუხი, თუ იეჰოვა ნებას დართავდა სატანას, გამოეცადა იობი? ბ) როგორი დასასრული ჰქონდა იობის გამოცდას?
12 ემსახურებოდა თუ არა იობი იეჰოვას მხოლოდ იმ სიკეთის გამო, რასაც ღმერთისგან ღებულობდა? შეინარჩუნებდა თუ არა იობი უმწიკვლოებას განსაცდელის დროს? რაც შეეხება იეჰოვას, საკმაოდ ენდობოდა თუ არა თავის მსახურს, რომ დაეშვა მისი გამოცდა? ამ კითხვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაეცემოდა პასუხი, თუ იეჰოვა ნებას დართავდა სატანას, უკიდურეს განსაცდელში ჩაეგდო იობი. როგორც ეს მოთხრობილია წიგნში „იობი“, ღმერთის მიერ დაშვებული მძიმე განსაცდელის დროს, იობის ერთგულების შენარჩუნებით, სრულიად გამართლდა იეჰოვას სამართლიანობა და ადამიანების უმწიკვლოება (იობი 42:1, 2, 12).
13. როგორ გვეხება ჩვენ ის, რაც მოხდა ედემის ბაღში და რაც შეემთხვა იობს?
13 მაგრამ რაც მოხდა ედემის ბაღში და რაც შეემთხვა იობს, დიდი მნიშვნელობა აქვს. სატანის მიერ წამოჭრილი საკამათო საკითხები ეხება მთელ კაცობრიობას, ჩვენი ჩათვლით. შეურაცხყოფილი იყო ღმერთის სახელი და მისი უზენაესი ხელისუფლება ეჭვქვეშ დაყენებული. ეჭვქვეშ იყო დაყენებული ღმერთის ქმნილების, ადამიანის, უმწიკვლოებაც. ეს საკამათო საკითხები უნდა გადაწყვეტილიყო.
როგორ გადაწყდა საკამათო საკითხები
14. რისი გაკეთება შეუძლია ბრალდებულ პიროვნებას, როდესაც ღვარძლიანი გამოწვევის წინაშე დგება?
14 ილუსტრაციისთვის, მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ შენ ხარ მოსიყვარულე მშობელი და გაქვს ბედნიერი ოჯახი. დავუშვათ, ერთ-ერთი მეზობელი ჭორებს ავრცელებს და ბრალს გდებს, რომ არ ხარ კარგი მშობელი. რას იზამდი, თუ მეზობელი ამბობს, რომ შენს შვილებს არ უყვარხარ და შენთან მხოლოდ იმიტომ რჩებიან, რომ არ იციან უკეთესი მდგომარეობის არსებობის შესახებ და ისინი მიგატოვებდნენ, თუ ვინმე უჩვენებდა ამ შესაძლებლობას. ალბათ იტყვი: „უაზრობაა!“ მაგრამ როგორ დაამტკიცებდი ამას? შესაძლოა ზოგიერთი მშობელი განრისხებულიყო. მრავალი პრობლემის შექმნის გარდა, ასეთი განრისხებული რეაქცია მხარს დაუჭერდა სიცრუეს. ამ პრობლემის დამაკმაყოფილებლად მოგვარების საშუალება იქნებოდა ბრალმდებლისთვის შესაძლებლობის მიცემა თავისი განაცხადის დასამტკიცებლად და შენი შვილებისთვის კი — იმის გამოსამჟღავნებლად, რომ წრფელად უყვარხარ.
15. როგორ გადაწყვიტა იეჰოვამ, გამკლავებოდა სატანის გამოწვევას?
15 იეჰოვა მოსიყვარულე მშობელს ჰგავს. ადამი და ევა შეიძლება შევადაროთ შვილებს, სატანა კი შესაბამისად მატყუარა მეზობლის როლში გამოდის. კეთილგონივრულობის გამო, ღმერთმა უცებ არ გაანადგურა სატანა, ადამი და ევა, არამედ ნება დართო ამ ბოროტმოქმედებს, რამდენიმე ხნით გაეგრძელებინათ სიცოცხლე. ამან ჩვენს პირველ მშობლებს საშუალება მისცა შეექმნათ ოჯახები, ხოლო ეშმაკს საშუალება მიეცა დაემტკიცებინა, იყო თუ არა მისი განაცხადი სწორი; ასე რომ, შეიძლებოდა საკამათო საკითხების მოგვარება. მაგრამ ღმერთმა დასაწყისშივე იცოდა, რომ ზოგიერთი ადამიანი მისი ერთგული დარჩებოდა და ამით დამტკიცდებოდა, რომ სატანა არის ცრუ. როგორი მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც აკურთხებს და ეხმარება თავის მოყვარულებს! (მეორე ნეშტთა 16:9; იგავნი 15:3).
რა დამტკიცდა?
16. როგორ მოექცა წუთისოფელი სატანის ძალაუფლებაში?
16 კაცობრიობის, თითქმის, მთელი ისტორიის განმავლობაში სატანას სრული თავისუფლება ჰქონდა, შეედგინა ადამიანებზე ბატონობის გეგმები. სხვა საქმეებთან ერთად, მას დიდი გავლენა ჰქონდა პოლიტიკურ ძალებსა და რელიგიებზე, რომ მათ დახელოვნებულად წარემართათ თაყვანისცემა მისკენ და არა იეჰოვასკენ. ასეთი სახით ეშმაკი გახდა ‘წუთისოფლის ღმერთი’ და ეწოდება „ამ წუთისოფლის მთავარი“ (2 კორინთელთა 4:4; იოანე 12:31). ნამდვილად, „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში წევს“ (1 იოანე 5:19). ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეშმაკმა დაამტკიცა თავისი განაცხადი, რომ მთელს კაცობრიობას ჩამოაცილებდა იეჰოვა ღმერთს? რასაკვირველია, არა! იმ დროს, როდესაც სატანას მიეცა არსებობის უფლება, იეჰოვა ღმერთმა გააგრძელა თავისი განზრახვის განხორციელება.
-
-
რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
-
-
19. რა მტკიცება არსებობს, რომ სატანას არ შეუძლია ყველა ადამიანის ჩამოშორება ღმერთისგან?
19 იმით, რომ ღმერთმა უბედურება და ტანჯვა-წამება დაუშვა, ისიც დამტკიცდა, რომ სატანამ ვერ შეძლო ყველა ადამიანის ჩამოშორება იეჰოვა ღმერთისგან. ისტორია გვიჩვენებს, რომ ყოველთვის არსებობდნენ პიროვნებები, რომლებიც ღმერთის ერთგულები რჩებოდნენ, მიუხედავად იმისა, როგორ განსაცდელში ან გაჭირვებაშიც არ უნდა ჩავარდნილიყვნენ. საუკუნეების განმავლობაში, იეჰოვას ძალა ვლინდებოდა მისი მსახურების სასარგებლოდ და მისი სახელი ცნობილი გახდა მთელ დედამიწაზე (გამოსვლა 9:16; პირველი მეფეთა 12:22). ებრაელთა მეთერთმეტე თავი მოგვითხრობს მრავალ ერთგულ პიროვნებაზე აბელის, ენოქის, ნოეს, აბრაამისა და მოსეს ჩათვლით. ებრაელთა 12:1-ში მათ „მოწმეთა ღრუბელი“ ეწოდებათ. ისინი იყვნენ იეჰოვასადმი მტკიცე რწმენის მაგალითები. დღესაც, მრავალმა გაწირა სიცოცხლე, რათა შეენარჩუნებინა ღმერთისადმი უმწიკვლოება. თავიანთი რწმენითა და სიყვარულით, ასეთი პიროვნებები, საბოლოოდ, ამტკიცებენ, რომ სატანას არ შეუძლია ღმერთისგან ყველა ადამიანის ჩამოშორება.
-
-
რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
-
-
რას გააკეთებ?
22. ა) რომელი საკითხების პირისპირ უნდა დადგე? ბ) რაში უნდა იყვნენ დარწმუნებული ღმერთის ერთგული ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ სატანა თავის რისხვას ანთხევს მათზე?
22 რადგან იცი, თუ რა შედის ამ საკამათო საკითხებში, ვის მხარეს დაიკავებ? დაამტკიცებ შენი მოქმედებებით, რომ იეჰოვას ერთგული მომხრე ხარ? რადგან სატანამ იცის, რომ ცოტა დრო აქვს, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა თავისი რისხვა გადმოანთხიოს მათზე, ვისაც სურს ღმერთის წინაშე უმწიკვლოების შენარჩუნება (გამოცხადება 12:12). მაგრამ შენ შეგიძლია გქონდეს იეჰოვას იმედი, რადგან „იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი“ (2 პეტრე 2:9). ის არ დაუშვებს, რომ გამოიცადო შენს შესაძლებლობაზე მეტად და გამოსავალსაც მოგცემს, რათა შეძლო, მრავალი განსაცდელის გადატანა (1 კორინთელთა 10:13).
-