-
იობი პატივს მიაგებდა ღვთის სახელსსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
იობის განსაცდელი
3. რა არის ცნობილი იობის შესახებ და რატომ გახდა ის სატანის სამიზნე?
3 იობი მდიდარი და გავლენიანი კაცი იყო. ის თავის ოჯახსაც კარგად უძღვებოდა და, როგორც ჩანს, ხალხი მის აზრს დიდად აფასებდა. ის გაჭირვებულთა ქომაგიც იყო. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, იობს ღვთისმოშიშ კაცად იცნობდნენ. მას „უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში და ბოროტებისგან შორს მდგარი კაცის“ სახელი ჰქონდა. იობი სწორედ ღვთის ერთგულების გამო გახდა სატანა ეშმაკის სამიზნე და არა სიმდიდრის ან ავტორიტეტის გამო (იობ. 1:1; 29:7—16; 31:1).
4. რა არის უმწიკვლობა?
4 წიგნის შესავალში აღწერილია, როგორ შეიკრიბნენ ზეცაში ანგელოზები იეჰოვას წინაშე. მათ შორის იყო სატანაც, რომელმაც ბრალდებები წაუყენა იობს (წაიკითხეთ იობის 1:6—11 ). სატანამ თავის ბრალდებაში იობის ქონებაც მოიხსენია, მაგრამ ყურადღება მის უმწიკვლობაზე გაამახვილა. უმწიკვლობაში იგულისხმება პატიოსნება, სიმართლე და უბიწობა. ბიბლიაში სიტყვა „უმწიკვლობა“ მთელი გულით იეჰოვას ერთგულებას ნიშნავს.
5. რაში დასდო ბრალი სატანამ იობს?
5 სატანა ირწმუნებოდა, რომ იობი მხოლოდ გამორჩენის მიზნით ემსახურებოდა ღმერთს და მისი ერთგული მანამდე იქნებოდა, ვიდრე ღვთის კურთხევა და მფარველობა არ მოაკლდებოდა. ამ ბრალდების საპასუხოდ იეჰოვამ ნება დართო სატანას, გამოეცადა იობი. ერთ დღესაც იობს აცნობეს, რომ მისი საქონლის ნაწილი მტრებმა წაასხეს, ნაწილი კი გაწყდა, მისი მსახურები დახოცეს, შვილები კი უბედური შემთხვევის დროს დაიღუპნენ (იობ. 1:13—19). დათმო იობმა თავისი ერთგულება? ბიბლიაში ვკითხულობთ, რა რეაქცია ჰქონდა იობს ამდენი საშინელი ამბის მოსმენის შემდეგ: „იეჰოვამ მომცა და იეჰოვამ წაიღო. კვლავაც კურთხეული იყოს იეჰოვას სახელი“ (იობ. 1:21).
6. ა) რა მოხდა ზეცაში ერთ-ერთი მორიგი შეკრების დროს? ბ) იობის გარდა კიდევ ვისი უმწიკვლობა დააყენა ეჭვქვეშ სატანამ?
6 მოგვიანებით, როცა ზეცაში კვლავ შეიკრიბნენ სულიერი ქმნილებები, სატანამ იეჰოვას წინაშე სხვა ბრალდებაც წაუყენა იობს: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი. აბა, გაიწოდე ხელი, შეახე მის ძვალსა და ხორცს, და ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“. ამჯერად სატანამ მხოლოდ იობს არ დასდო ბრალი. მან, ფაქტობრივად, იეჰოვას ყველა თაყვანისმცემლის უმწიკვლობა დააყენა ეჭვქვეშ, როცა თქვა: „სიცოცხლის სანაცვლოდ ყველაფერს გაიღებს კაცი“. ამის შემდეგ ღმერთმა სატანას ნება დართო, იობისთვის საშინელი სენი შეეყარა (იობ. 2:1—8). მაგრამ იობის განსაცდელი ამით არ დამთავრებულა.
გაკვეთილი ჩვენთვის
7. როგორ ცდილობდნენ გავლენის მოხდენას იობზე მისი ცოლი და სამი ვაი-მანუგეშებელი?
7 ეს განსაცდელები მხოლოდ იობს არ შეხებია. შვილების სიკვდილი და ქონების დაკარგვა მის ცოლსაც დასცემდა თავზარს. მას, ალბათ, გული უკვდებოდა, როცა საშინელი სნეულებით გატანჯულ ქმარს ხედავდა. ამიტომაც ეუბნებოდა მას: „ისევ შენს უმწიკვლობას ეჭიდები? დასწყევლე ღმერთი და მოკვდი!“. იობი რომ ენუგეშებინათ, მასთან ელიფაზი, ბილდადი და ცოფარი მივიდნენ. მაგრამ, სინამდვილეში, თავიანთი მცდარი მსჯელობით ისინი ვაი-მანუგეშებლები გამოდგნენ. მაგალითად, ბილდადის აზრით, იობის შვილები მათი ბოროტების გამო დაიღუპნენ. ელიფაზმა იობის ტანჯვა მის წარსულ ცოდვებს დააბრალა. მან ისიც კი თქვა, რომ ღმერთი არ აფასებს თავის ერთგულ მსახურებს (იობ. 2:9, 11; 4:8; 8:4; 16:2; 22:2, 3). ასეთი ზეგავლენის მიუხედავად, იობი უმწიკვლო დარჩა. მართალია, ცდებოდა, როცა „საკუთარ სულს ღმერთზე მართლად აცხადებდა“, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ის მაინც ბოლომდე ღვთის ერთგული იყო (იობ. 32:2).
-
-
იობი პატივს მიაგებდა ღვთის სახელსსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
ეშმაკი ამტკიცებდა, რომ იობის ერთგულება ღვთისგან ბოძებულ სიმდიდრეზე იყო დამოკიდებული. მაგრამ ქონების დაკარგვის მიუხედავად, ის ერთგული დარჩა. შემდეგ სატანა იმის მტკიცებას მოჰყვა, რომ ფიზიკური ტანჯვის დროს, ნებისმიერი ადამიანი ზურგს აქცევდა ღმერთს. იობმა ტანჯვასაც გაუძლო. ამგვარად, არასრულყოფილი, მაგრამ ერთგული იობის შემთხვევაში დამტკიცდა, რომ სატანა მატყუარა იყო.
-
-
იობი პატივს მიაგებდა ღვთის სახელსსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
პირველი შეკრების შემდეგ, ვიდრე ანგელოზები კვლავ შეიკრიბებოდნენ ზეცაში, იობი საშინელ განსაცდელს იტანდა (იობ. 1:6; 2:1). მისმა ერთგულებამ იეჰოვას სატანისთვის ასეთი სიტყვები ათქმევინა: „ის კვლავაც უმწიკვლოა, შენ კი მაქეზებ, რომ უმიზეზოდ დავღუპო იგი“. მაგრამ სატანამ არ აღიარა, რომ მისი ბრალდებები უსაფუძვლო იყო. არათუ აღიარა, იობის უფრო მკაცრად გამოცდა ითხოვა. ამგვარად, იობი გამოიცადა არა მარტო მაშინ, როცა დიდ სიმდიდრეს ფლობდა, არამედ მაშინაც, როცა აღარაფერი ებადა. ფაქტია, რომ სატანისთვის უცხოა გაჭირვებულთა სიბრალული. მას სძულს ღვთის ერთგული ადამიანები (იობ. 2:3—5). მაგრამ თავისი ერთგულებით იობმა დაამტკიცა, რომ სატანა მატყუარაა.
-
-
იობი პატივს მიაგებდა ღვთის სახელსსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
იობი პატივს მიაგებდა ღვთის სახელს
16. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იობს იეჰოვას მიმართ?
16 იობი სახელით მოუხმობდა ღმერთს და განადიდებდა მას. შვილების სიკვდილით თავზარდაცემულსაც კი ცუდი არაფერი დაუბრალებია ღვთისთვის. მართალია, იობმა შეცდომით დაასკვნა, რომ ღვთის გამო დაემართა ეს უბედურება, მაგრამ ის მაინც პატივს მიაგებდა იეჰოვას სახელს. ერთ-ერთ იგავში იობმა თქვა: „იეჰოვას შიში — აი, ეს არის სიბრძნე, გაგების უნარი კი ის არის, რომ ზურგი აქციო ბოროტებას“ (იობ. 28:28).
17. რა დაეხმარა იობს, რომ ბოლომდე უმწიკვლო დარჩენილიყო?
17 რა დაეხმარა იობს, რომ ბოლომდე უმწიკვლო დარჩენილიყო? მას ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა, ვიდრე თავს უბედურება დაატყდებოდა. ჩვენთვის უცნობია, იცოდა თუ არა მან რამე სატანის ბრალდებების შესახებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია — ის მთელი გულით ცდილობდა, რომ ერთგული დარჩენილიყო. ამიტომაც თქვა: „სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“ (იობ. 27:5). როგორ დაუახლოვდა იობი ღმერთს? მან კარგად იცოდა, როგორ ეპყრობოდა ღმერთი მის შორეულ ნათესავებს — აბრაამს, ისაკსა და იაკობს. გარდა ამისა, ღვთის შემოქმედებაზე დაკვირვებით იობი ბევრ რამეს გაიგებდა იეჰოვას თვისებების შესახებ (წაიკითხეთ იობის 12:7—9, 13, 16).
18. ა) როგორ დაამტკიცა იობმა თავისი ერთგულება? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იობს?
18 იობს ღვთის მსახურების სურვილი გაუღვიძა იმან, რაც მან იეჰოვას შესახებ გაიგო. ის რეგულარულად სწირავდა ღმერთს მსხვერპლს ოჯახის წევრებისთვის, რადგან ფიქრობდა, ვაითუ რამე დააშავეს ან ‘დაგმეს ღმერთი თავიანთ გულშიო’ (იობ. 1:5). უმძიმესი განსაცდელის დროსაც, იობი დადებითად საუბრობდა იეჰოვას შესახებ (იობ. 10:12). იობისგან მრავალი რამის სწავლა შეგვიძლია. ჩვენც რეგულარულად უნდა გავიღრმავოთ ცოდნა იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ. პირადი შესწავლა, კრების შეხვედრებზე დასწრება, ლოცვა და სასიხარულო ცნობის რეგულარული ქადაგება კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობას იეჰოვასთან. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ყველასთვის ცნობილი გახდეს იეჰოვას სახელი. როგორც იობის შემთხვევაში, ჩვენი უმწიკვლობაც გულს უხარებს იეჰოვას.
-