-
იობი პატივს მიაგებდა ღვთის სახელსსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
6. ა) რა მოხდა ზეცაში ერთ-ერთი მორიგი შეკრების დროს? ბ) იობის გარდა კიდევ ვისი უმწიკვლობა დააყენა ეჭვქვეშ სატანამ?
6 მოგვიანებით, როცა ზეცაში კვლავ შეიკრიბნენ სულიერი ქმნილებები, სატანამ იეჰოვას წინაშე სხვა ბრალდებაც წაუყენა იობს: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი. აბა, გაიწოდე ხელი, შეახე მის ძვალსა და ხორცს, და ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“. ამჯერად სატანამ მხოლოდ იობს არ დასდო ბრალი. მან, ფაქტობრივად, იეჰოვას ყველა თაყვანისმცემლის უმწიკვლობა დააყენა ეჭვქვეშ, როცა თქვა: „სიცოცხლის სანაცვლოდ ყველაფერს გაიღებს კაცი“. ამის შემდეგ ღმერთმა სატანას ნება დართო, იობისთვის საშინელი სენი შეეყარა (იობ. 2:1—8).
-
-
იობი პატივს მიაგებდა ღვთის სახელსსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
რამდენად ძლიერ გვიყვარს იეჰოვა?
10. რატომ არ დახუჭა თვალი იეჰოვამ სატანის ბრალდებაზე ან რატომ არ გაანადგურა ის?
10 იეჰოვა სამყაროს უზენაესი შემოქმედია. რატომ არ დახუჭა თვალი მან ეშმაკის ბრალდებაზე? ღმერთმა იცოდა, რომ თვალის დახუჭვით ან ეშმაკის განადგურებით ვერ მოაგვარებდა წამოჭრილ საკამათო საკითხს. ეშმაკი ამტკიცებდა, რომ იობის ერთგულება ღვთისგან ბოძებულ სიმდიდრეზე იყო დამოკიდებული. მაგრამ ქონების დაკარგვის მიუხედავად, ის ერთგული დარჩა. შემდეგ სატანა იმის მტკიცებას მოჰყვა, რომ ფიზიკური ტანჯვის დროს, ნებისმიერი ადამიანი ზურგს აქცევდა ღმერთს. იობმა ტანჯვასაც გაუძლო. ამგვარად, არასრულყოფილი, მაგრამ ერთგული იობის შემთხვევაში დამტკიცდა, რომ სატანა მატყუარა იყო. როგორ ეხება ეს საკითხი იეჰოვას თითოეულ მსახურს?
11. როგორ დაამტკიცა იესომ, რომ სატანა ცრუა?
11 ღვთის თითოეულ მსახურს შეუძლია დაამტკიცოს დაუძინებელი მტრის, სატანის სიცრუე, თუკი მისგან დატეხილი ნებისმიერი განსაცდელის მიუხედავად, ერთგულებას შეინარჩუნებს. დედამიწაზე ყოფნისას იესომ ბოლომდე გამოააშკარავა სატანის სიცრუე. იესო, ჩვენი წინაპრის, ადამის მსგავსად, სრულყოფილი იყო. ის სიკვდილამდე ერთგული დარჩა, რითაც საბოლოოდ დაამტკიცა, რომ სატანა მატყუარაა და მისი ბრალდებები ცრუა (გამოცხ. 12:10).
12. რა ვალდებულება აკისრია იეჰოვას თითოეულ მსახურს?
12 სატანა დღემდე სცდის იეჰოვას თაყვანისმცემლებს. თითოეულს არა მარტო შეგვიძლია, არამედ ვალდებულნიც ვართ, ჩვენი ერთგულებით დავამტკიცოთ, რომ იეჰოვას სიყვარულით ვემსახურებით და არა პირადი გამორჩენის მიზნით. ჩვენ მთელი სერიოზულობით ვეკიდებით ამ ვალდებულებას. თანაც ვიცით, რომ როგორც იობის შემთხვევაში, იეჰოვა არც ჩვენს შემთხვევაში დაუშვებს ისეთ განსაცდელს, რომლის ატანასაც ვერ შევძლებთ, და ყოველთვის მოგვცემს ძალებს (1 კორ. 10:13).
თავხედი მოწინააღმდეგე და განდგომილი
13. რა დამატებით ინფორმაციას გვაწვდის წიგნი „იობი“ სატანის შესახებ?
13 ებრაული წერილებიდან ვიგებთ, რა ურცხვად დაუპირისპირდა სატანა იეჰოვას და როგორ აურია გზა-კვალი ადამიანებს. ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან უფრო მეტს ვიგებთ ამ დაპირისპირების შესახებ. მაგალითად, „გამოცხადება“ ნათელს ჰფენს, როგორ დამტკიცდება იეჰოვას უზენაესობა და როგორ განადგურდება სატანა. წიგნ „იობში“ ნათლად ჩანს, რამდენად ურჩია სატანა. მას იეჰოვას განდიდება არ ჰქონია გულში, როცა ზეცაში სხვა ანგელოზებთან ერთად მის წინაშე წარსდგა. ის გაბოროტებული იყო და არასწორი ზრახვები ამოძრავებდა. მან ბრალი დასდო იობს და როცა მისი გამოცდის ნებართვა მიიღო, „წავიდა სატანა იეჰოვასგან“ (იობ. 1:12; 2:7).
14. რას გრძნობდა სატანა იობის მიმართ?
14 წიგნ „იობიდან“ კარგად ჩანს, რომ სატანა კაცობრიობის დაუძინებელი მტერია. პირველი შეკრების შემდეგ, ვიდრე ანგელოზები კვლავ შეიკრიბებოდნენ ზეცაში, იობი საშინელ განსაცდელს იტანდა (იობ. 1:6; 2:1). მისმა ერთგულებამ იეჰოვას სატანისთვის ასეთი სიტყვები ათქმევინა: „ის კვლავაც უმწიკვლოა, შენ კი მაქეზებ, რომ უმიზეზოდ დავღუპო იგი“. მაგრამ სატანამ არ აღიარა, რომ მისი ბრალდებები უსაფუძვლო იყო. არათუ აღიარა, იობის უფრო მკაცრად გამოცდა ითხოვა. ამგვარად, იობი გამოიცადა არა მარტო მაშინ, როცა დიდ სიმდიდრეს ფლობდა, არამედ მაშინაც, როცა აღარაფერი ებადა. ფაქტია, რომ სატანისთვის უცხოა გაჭირვებულთა სიბრალული. მას სძულს ღვთის ერთგული ადამიანები (იობ. 2:3—5). მაგრამ თავისი ერთგულებით იობმა დაამტკიცა, რომ სატანა მატყუარაა.
-
-
შენი ერთგულება გულს უხარებს იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
შენი ერთგულება გულს უხარებს იეჰოვას
„შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (იგავ. 27:11).
1, 2. ა) როგორც წიგნ „იობიდან“ ვიგებთ, რა ბრალდებები წამოაყენა სატანამ? ბ) საიდან ჩანს, რომ სატანა იობის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს იეჰოვას „დაცინვას“?
იეჰოვამ ნება დართო სატანას, ღვთისმოსავი იობის უმწიკვლობა გამოეცადა. შედეგად იობმა დაკარგა საქონელი, შვილები და ჯანმრთელობა. სატანას მხოლოდ იობის ერთგულება არ დაუყენებია ეჭვქვეშ, რაც კარგად გამოჩნდა მისი სიტყვებიდან: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი“. სატანის მიერ წამოჭრილი საკითხი მხოლოდ იობს არ ეხებოდა და მისი სიკვდილიდან მრავალი წლის შემდეგ კვლავაც ძალაში რჩება (იობ. 2:4).
2 იობის განსაცდელებიდან დაახლოებით 600 წლის შემდეგ სოლომონმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (იგავ. 27:11). აშკარაა, რომ სატანა მაშინაც უპირისპირდებოდა იეჰოვას. მოციქულმა იოანემ იხილა 1914 წელს ღვთის სამეფოს დამყარების შემდეგ ზეციდან გადმოგდებული სატანა, რომელიც ბრალს სდებდა ღვთის მსახურებს. დღესაც, ამ ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებში, სატანა კვლავ ეჭვქვეშ აყენებს ღვთის მსახურების უმწიკვლობას (გამოცხ. 12:10).
-