საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
    • 17. რა უნდა გვახსოვდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ბოროტებისა და ტანჯვა-წამების მიზეზი?

      17 ბოროტება და ტანჯვა-წამება არ არის ღმერთის მიერ გამოწვეული. მას შემდეგ, რაც სატანა ამ წუთისოფლის მმართველია და ამ ბოროტი სისტემის ღმერთი, ის და ყველა, ვინც მის მხარეზეა, პასუხისმგებლები არიან ადამიანთა საზოგადოებაში არსებულ დღევანდელ მდგომარეობაზე — ყველა უბედურებაზე — რაც ტანჯავს კაცობრიობას. არავის შეუძლია სამართლიანად განაცხადოს, რომ ღმერთმა გამოიწვია არსებული სიძნელეები (რომაელთა 9:14).

      18. რა დამტკიცდა იეჰოვას მიერ ბოროტებისა და ტანჯვა-წამების დაშვებით მისგან დამოუკიდებლად არსებობის აზრთან დაკავშირებით?

      18 იმით, რომ იეჰოვამ დაუშვა ბოროტება და ტანჯვა-წამება, დამტკიცდა, რომ ღმერთისგან დამოუკიდებლობამ არ მოიტანა უკეთესი ქვეყნიერება. უეჭველია, ისტორია ხასიათდება ერთიმეორეზე მიყოლებული უბედურებებით. ამის მიზეზია ის, რომ კაცობრიობამ ამოირჩია საკუთარი, დამოუკიდებელი გზით სიარული და არ აფასებს ღმერთის სიტყვასა და ნებას. როდესაც იეჰოვას ძველი ხალხი და მათი ბელადები ვერაგულად ‘თავის სარბიელზე გარბოდნენ’ და უარყოფდნენ მის სიტყვას, შედეგები კატასტროფული იყო. თავისი წინასწარმეტყველის, იერემიას მეშვეობით ღმერთმა უთხრა მათ: „თავი შეირცხვინეს ბრძენკაცებმა, დაიბნენ და გაიხლართნენ, აჰა, უარყვეს უფლის სიტყვები და რაღა სიბრძნე აქვთ?“ (იერემია 8:5, 6, 9). რადგან კაცობრიობა არ მიჰყვება იეჰოვას ნორმებს ის, დაემსგავსა ხომალდს საჭის გარეშე, რომელიც აღელვებულ ზღვაში აქეთ-იქით ეხეთქება.

  • რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
    • 20. რა მტკიცდება ღმერთისა და ადამიანების შესახებ იმით, რომ ღმერთმა დაუშვა ტანჯვა-წამება და ბოროტება?

      20 და ბოლოს, იმით, რომ იეჰოვამ დაუშვა ბოროტება და ტანჯვა-წამება, მტკიცდება, რომ მხოლოდ იეჰოვა ღმერთს, შემოქმედს, აქვს უნარი და უფლება, მართოს მთელი კაცობრიობა მისთვის მარადიული კურთხევებისა და ბედნიერების მოტანით. საუკუნეების მანძილზე ადამიანებმა მოსინჯეს მმართველობის მრავალი ფორმა. მაგრამ რა იყო შედეგი? რთული პრობლემები და კრიზისები, რომლის წინაშეც დღეს პირისპირ დგანან ერები, იმის საკმარისი მტკიცებაა, რომ ჭეშმარიტებაა ის, რაზეც ბიბლია მიუთითებს: „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). მხოლოდ იეჰოვას შეუძლია გვიხსნას და შეასრულოს თავისი თავდაპირველი განზრახვა. როგორ გააკეთებს ის ამას და როდის?

      21. რა დაემართება სატანას და ვინ იქნება გამოყენებული ამის შესასრულებლად?

      21 რაც ადამი და ევა სატანის ხრიკების მსხვერპლი გახდნენ, ღმერთმა მაშინვე გამოაცხადა თავისი განზრახვა ხსნის საშუალებებთან დაკავშირებით. აი, რა განუცხადა იეჰოვამ სატანას: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (დაბადება 3:15). ეს განცხადება გარანტიას იძლეოდა, რომ ეშმაკს არ მიეცემოდა ნება, მარადიულად ჩაედინა ბოროტება. როგორც მესიანური სამეფოს მეფე, აღთქმული თესლი, იესო ქრისტე, ‘თავს გაუჭეჭყავს სატანას’. დიახ, „მალე“, იესო შემუსრავს მოჯანყე სატანას! (რომაელთა 16:20).

  • რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
    • როგორ გადაწყდა საკამათო საკითხები

      14. რისი გაკეთება შეუძლია ბრალდებულ პიროვნებას, როდესაც ღვარძლიანი გამოწვევის წინაშე დგება?

      14 ილუსტრაციისთვის, მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ შენ ხარ მოსიყვარულე მშობელი და გაქვს ბედნიერი ოჯახი. დავუშვათ, ერთ-ერთი მეზობელი ჭორებს ავრცელებს და ბრალს გდებს, რომ არ ხარ კარგი მშობელი. რას იზამდი, თუ მეზობელი ამბობს, რომ შენს შვილებს არ უყვარხარ და შენთან მხოლოდ იმიტომ რჩებიან, რომ არ იციან უკეთესი მდგომარეობის არსებობის შესახებ და ისინი მიგატოვებდნენ, თუ ვინმე უჩვენებდა ამ შესაძლებლობას. ალბათ იტყვი: „უაზრობაა!“ მაგრამ როგორ დაამტკიცებდი ამას? შესაძლოა ზოგიერთი მშობელი განრისხებულიყო. მრავალი პრობლემის შექმნის გარდა, ასეთი განრისხებული რეაქცია მხარს დაუჭერდა სიცრუეს. ამ პრობლემის დამაკმაყოფილებლად მოგვარების საშუალება იქნებოდა ბრალმდებლისთვის შესაძლებლობის მიცემა თავისი განაცხადის დასამტკიცებლად და შენი შვილებისთვის კი — იმის გამოსამჟღავნებლად, რომ წრფელად უყვარხარ.

      15. როგორ გადაწყვიტა იეჰოვამ, გამკლავებოდა სატანის გამოწვევას?

      15 იეჰოვა მოსიყვარულე მშობელს ჰგავს. ადამი და ევა შეიძლება შევადაროთ შვილებს, სატანა კი შესაბამისად მატყუარა მეზობლის როლში გამოდის. კეთილგონივრულობის გამო, ღმერთმა უცებ არ გაანადგურა სატანა, ადამი და ევა, არამედ ნება დართო ამ ბოროტმოქმედებს, რამდენიმე ხნით გაეგრძელებინათ სიცოცხლე. ამან ჩვენს პირველ მშობლებს საშუალება მისცა შეექმნათ ოჯახები, ხოლო ეშმაკს საშუალება მიეცა დაემტკიცებინა, იყო თუ არა მისი განაცხადი სწორი; ასე რომ, შეიძლებოდა საკამათო საკითხების მოგვარება. მაგრამ ღმერთმა დასაწყისშივე იცოდა, რომ ზოგიერთი ადამიანი მისი ერთგული დარჩებოდა და ამით დამტკიცდებოდა, რომ სატანა არის ცრუ. როგორი მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც აკურთხებს და ეხმარება თავის მოყვარულებს! (მეორე ნეშტთა 16:9; იგავნი 15:3).

      რა დამტკიცდა?

      16. როგორ მოექცა წუთისოფელი სატანის ძალაუფლებაში?

      16 კაცობრიობის, თითქმის, მთელი ისტორიის განმავლობაში სატანას სრული თავისუფლება ჰქონდა, შეედგინა ადამიანებზე ბატონობის გეგმები. სხვა საქმეებთან ერთად, მას დიდი გავლენა ჰქონდა პოლიტიკურ ძალებსა და რელიგიებზე, რომ მათ დახელოვნებულად წარემართათ თაყვანისცემა მისკენ და არა იეჰოვასკენ. ასეთი სახით ეშმაკი გახდა ‘წუთისოფლის ღმერთი’ და ეწოდება „ამ წუთისოფლის მთავარი“ (2 კორინთელთა 4:4; იოანე 12:31). ნამდვილად, „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში წევს“ (1 იოანე 5:19).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება