-
იყავით იეჰოვას სახლის მოშურნეები!საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივნისი
-
-
იეჰოშაფატის ლოცვის შემდეგ, „იეჰოვას სული გადმოვიდა შუაგულ კრებულში“ ლევიან იახაზიელზე. მისმა ნათქვამმა ხალხს იმედი ჩაუსახა (წაიკითხეთ 2 მატიანეს 20:14—17 ).
10. ა) ვისი მეშვეობით მიიღეს მითითებები იეჰოშაფატმა და მთელმა იუდამ? ბ) რით ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იეჰოვას ხელმძღვანელობას?
10 იეჰოშაფატმა და მთელმა იუდამ იახაზიელის მეშვეობით იეჰოვასგან მიიღეს ხელმძღვანელობა. დღეს ჩვენ მითითებებსა და ნუგეშს ერთგული და გონიერი მონის მეშვეობით ვიღებთ. ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, ვითანამშრომლოთ კრებაში დანიშნულ უხუცესებთან და დავაფასოთ ისინი, რადგან ერთგული და გონიერი მონის მითითებებით გვხელმძღვანელობენ და ზრუნავენ ჩვენზე (მათ. 24:45; 1 თეს. 5:12, 13).
-
-
იყავით იეჰოვას სახლის მოშურნეები!საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივნისი
-
-
12 იეჰოშაფატი და მისი ხალხი მიჰყვა იმ მითითებებს, რომელიც ღმერთმა მათ იახაზიელის მეშვეობით გადასცა. შედეგად მათ გაიმარჯვეს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და „სიხარულით დაბრუნდნენ . . . ქნარებით, სხვა სიმებიანი საკრავებითა და საყვირებით მივიდნენ ისინი იერუსალიმში, იეჰოვას სახლში“ (2 მატ. 20:27, 28). ჩვენც ვაფასებთ იეჰოვას ხელმძღვანელობას, რომელსაც ის „გონიერი მონის“ მეშვეობით გვაძლევს და ვადიდებთ ღმერთს.
-