„ისინი საოცრად გამამხნევებელნი იყვნენ!“
ახლახან, იაპონიის ერთ-ერთი საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე სასტუმროს მთავარი მენეჯერი იეჰოვას მოწმეების ფილიალს ესტუმრა ებინაში. ის უჩვეულოდ აღფრთოვანებული ჩანდა. რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი?
ავსტრალიაში, აფრიკაში, კორეასა და ჩრდილოეთ ამერიკაში საერთაშორისო კონგრესებზე გამგზავრებისას და უკან დაბრუნებისას 200-ზე მეტი იეჰოვას მოწმე გაჩერდა ამ სასტუმროში. როდესაც სასტუმროს მომსახურე პერსონალი განვლილი წლის მოღვაწეობის განსახილველად შეიკრიბა, მათ აღნიშნეს, რომ იმ 30 000 სტუმრიდან, რომელთაც ისინი ყოველწლიურად მასპინძლობდნენ, ყველაზე მეტად ამ კონგრესის დელეგატებით იყვნენ მოხიბლული.
სწორედ ამიტომ სასტუმროს მეპატრონე ებინაში გაემგზავრა მადლიერების გამოსახატავად. „ეს სტუმრები, — თქვა მან — ძალიან თავაზიანები იყვნენ, ოთახები კი სუფთა და მოწესრიგებული დატოვეს. ისინი ხშირად ავლენდნენ მადლიერებას. გარდა ამისა ბიბლიაზე დაფუძნებული მათი საუბრები მეტად გვამხნევებდა. ისინი საოცრად გამამხნევებელნი იყვნენ!“
მენეჯერმა დასძინა: „ვატყობთ, რომ ბევრი ჩვენი სტუმარი რაღაცით არის გულდამძიმებული. ამიტომ, გვინდა რაიმე სასარგებლო ლიტერატურა შევთავაზოთ მათ. გვსურს, ბიბლიური მოძღვრებით დავეხმაროთ, ვინაიდან ბიბლია სასიკეთო ზეგავლენას ახდენს ადამიანთა ცხოვრებაზე“.
ბოლოს მენეჯერმა იეჰოვას მოწმეების სხვადასხვა პუბლიკაციის 80 ეგზემპლარი ითხოვა სასტუმროს ოთახებში დასალაგებლად. იმ პუბლიკაციებს შორის, რომელთა მიღების სურვილიც მენეჯერმა გამოთქვა, იყო 192-გვერდიანი წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. თუ გსურთ, მიიღოთ ამ წიგნის ეგზემპლარი, შეავსეთ ამ ჟურნალის თანმხლები ტალონი და გააგზავნეთ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.