საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ჩვენ შევძელით თავის დანებება — თქვენც შეძლებთ!“
    გამოიღვიძეთ! — 1998 | დეკემბერი 8
    • გადმოცემების თანახმად, XVI საუკუნის ბოლოს იაპონიის ნავსადგურში შემოსულ გემებს ევროპიდან მწეველი სტუმრები ჩამოჰყავდა, რომლებსაც თითქოს „მუცელში ცეცხლი ენთოთ“. იაპონელთა გაოცება მალე ცნობისმოყვარეობით შეიცვალა და XIX საუკუნის 80-იანი წლებისთვის თამბაქოს მწეველები იაპონელთა შორისაც მომრავლდნენ. ვინ იფიქრებდა, რომ იმ გაოცებული იაპონელების შთამომავლებს შორის დღეს უმრავლესობა მწეველი იქნებოდა?!

  • „ჩვენ შევძელით თავის დანებება — თქვენც შეძლებთ!“
    გამოიღვიძეთ! — 1998 | დეკემბერი 8
    • თამბაქო დღეს

      იაპონელი მამაკაცების დაახლოებით 56% მწეველია, მაშინ როდესაც ამერიკაში მხოლოდ 28% ეწევა. 34 000 000 იაპონელი მწეველიდან დაახლოებით 22% ქალია, რომელთაგან მრავალი ახალგაზრდაა. უფროსების მაგალითისა და მოხერხებულად მომზადებული რეკლამების ზეგავლენით სწრაფად იზრდება ახალგაზრდა მწეველთა რიცხვი. ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით სიგარეტის რეკლამირება, რაც შეერთებულ შტატებში ოც წელზე მეტი ხნის წინ აიკრძალა, დღეს იაპონიაშიც აკრძალულია.

      იაპონიაში მწეველებს თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეუძლიათ სიგარეტის ყიდვა, რის შემდეგ არც კი აქცევენ ყურადღებას კოლოფის წარწერას, რომელიც ყოველგვარი დამაჯერებლობის გარეშე სხვათა შორის ნათქვამ სიტყვებს ჰგავს. წარწერა სულ უბრალოდ იკითხება: „ნუ მოსწევთ ბევრს; შეიძლება გავნოთ“. გარდა იმისა, რომ მრავალმა არ იცის, თუ რამდენად მავნებელია სიგარეტი, გამოჩენილი ადამიანების მაგალითებიც მცდარ წარმოდგენას უქმნის იაპონელებს, რომ ამაში სახიფათო არაფერია, და მოწევისკენ უბიძგებს.

      გასაკვირი არაა სიგარეტის მოწინააღმდეგეების უკმაყოფილება, რომ იაპონიაში არაფერი კეთდება, რაც მწეველებს თამბაქოს მიტოვებაში დაეხმარებოდა. თუმცა პედაგოგები უკვე ხედავენ აუცილებლობას, ხალხმა დაინახოს, რომ მოწევით ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ. დიახ, იაპონელ მწეველებშიც არაა იშვიათი გულისრევა, ქოშინი, ქრონიკული ხველა, კუჭის ტკივილი, უმადობა, ხშირი გაციება, ბოლოს კი ფილტვის კიბოთი, გულისა და სხვა დაავადებებით უდროო სიკვდილი.

      1985 წლის 1 აპრილს, როდესაც იაპონიის თამბაქოს მრეწველობა პრივატიზებულ იქნა, სახელმწიფოს მონოპოლიური უფლებები ჩამოერთვა. მიუხედავად ამისა, თამბაქოს მრეწველობა სახელმწიფო სისტემებთან მჭიდრო კავშირშია, რის გამოც ხელი ეშლება თამბაქოს საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. ამიტომაც თვლიან თამბაქოს მოწინააღმდეგეები იაპონიას მწეველთა თავშესაფრად. გაზეთ „დეილი იომიურის“ (The Daily Yomiuri) თანახმად, ექიმები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ იაპონია „ადამიანს მოწევისკენ უბიძგებს“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება