-
ამომავალი მზის ქვეყანას ჭეშმარიტების შუქი ეფინებასაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
-
-
საჯარო მოხსენებაზე დასასწრები მოსაწვევები ვრცელდებოდა როგორც ტოკიოში, ისე ოსაკაში. ოსაკაში მოსაწვევებს თვითმფრინავებიდან ყრიდნენ
1926 წლის 6 სექტემბერს წარმოშობით იაპონელი პილიგრიმი (მიმომსვლელი ზედამხედველი) ამერიკიდან იაპონიაში ბრუნდება მისიონერული მსახურების შესასრულებლად. მას იქ სიხარულით ელოდა ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ერთადერთი გამომწერი, რომელიც კობეში ბიბლიის შემსწავლელთა პატარა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამ ქალაქში ბიბლიის მკვლევრებმა პირველი კონგრესი 1927 წლის 2 იანვარს ჩაატარეს. კონგრესს 36 ადამიანი დაესწრო, მათგან 8 მოინათლა.
-
-
ამომავალი მზის ქვეყანას ჭეშმარიტების შუქი ეფინებასაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
-
-
1927 წლის მაისში გაბედულმა ბიბლიის მკვლევრებმა წამოიწყეს სამქადაგებლო კამპანია, რომლითაც ხალხს ბიბლიური მოხსენებების მოსასმენად იწვევდნენ. პირველი მოხსენების მოსასმენად, რომელიც ოსაკაში უნდა გამართულიყო, ძმებმა მთელ ქალაქში ტროტუარებზე სტენდები დადგეს, დიდი სარეკლამო დაფები გააკეთეს და 3 000 მოსაწვევი გამოჩენილ ადამიანებს გაუგზავნეს. გარდა ამისა, მათ 150 000 მოსაწვევი დაარიგეს და ოსაკას წამყვან გაზეთში და მატარებლის 400 000 ბილეთზე რეკლამა განათავსეს. მოხსენების დღეს ორმა თვითმფრინავმა გადაუფრინა მთელ ქალაქს და 100 000 მოსაწვევი გადმოყარა. ბიბლიური მოხსენების „მოახლოვდა ღვთის სამეფო“ მოსასმენად, ოსაკა ასაჰის დარბაზი ხალხით გადაიჭედა. იმის გამო, რომ იქ 2 300-ზე მეტი ადამიანი ვერ მოთავსდა, ათასამდე კაცს უკან გაბრუნება მოუწია. მოხსენების შემდეგ 600-ზე მეტი დამსწრე დარბაზში დარჩა პროგრამის შემდეგი ნაწილის — ბიბლიური საკითხების კითხვა-პასუხებით განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მომდევნო თვეებში ბიბლიური მოხსენებები წარმოითქვა კიოტოში და დასავლეთ იაპონიის სხვა ქალაქებში.
1927 წლის ოქტომბერში ბიბლიის მკვლევრებმა ორგანიზება გაუწიეს იმას, რომ ტოკიოში ბიბლიური მოხსენებები წარმოთქმულიყო. მოსაწვევები ამჯერადაც გაუგზავნეს გავლენიან პირებს, მათ შორის: პრემიერ მინისტრს, პარლამენტის წევრებსა და რელიგიურ თუ სამხედრო ლიდერებს. აფიშების, გაზეთებში განთავსებული რეკლამებისა და 710 000 მოსაწვევის გავრცელების შედეგად იაპონიის დედაქალაქში წარმოთქმულ სამ მოხსენებას მთლიანობაში 4 800 ადამიანი დაესწრო.
-