საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნუ დაბრუნდებით საშიშ ზონაში!
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 თებერვალი
    • ფუგენის მთაზე მომხდარი ამოფრქვევის მაგალითი გვიჩვენებს, რომ საჭიროა მოქმედება. გაიხსენე, სულ მცირე 15 რეპორტიორი და ფოტოგრაფი, რომლებიც სენსაციური ცნობების მოპოვებას ცდილობდნენ, დაიღუპა იმ დღეს. ერთი ფოტოგრაფი ისე დაიღუპა, რომ თავისი ფოტოაპარატის ღილაკზე ჰქონდა თითი მიჭერილი. ვულკანოლოგს, რომელიც ამბობდა, თუ მოვკვდები, მინდა, ვულკანმა მომკლასო, მართლად ეს დაემართა. ყოველი მათგანი თავიანთი საქმისა და მიზნების ერთგული იყო. მიუხედავად ამისა, მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ გაფრთხილების უგულებელყოფა.

  • ნუ დაბრუნდებით საშიშ ზონაში!
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 თებერვალი
    • ფუგენის მთაზე უამრავი პოლიციელი და მოხალისე მეხანძრე ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც გავარვარებულმა ვულკანურმა ნაკადმა ამოხეთქა. ისინი ცდილობდნენ, დახმარებოდნენ და დაეცვათ საფრთხეში მყოფი ხალხი. ისინი, ასე ვთქვათ, იმ კეთილმოსურნე მამაკაცებისა და ქალების მსგავსად მოქმედებდნენ, რომლებიც ჩაფლული არიან ამ წუთისოფლის გაუმჯობესების მცდელობაში. მიუხედავად მათი კეთილშობილური მიზნებისა, ‘გამრუდებული ვეღარ გაიმართება, ხოლო ნაკლული ვეღარაფრით შეივსება’ (ეკლესიასტე 1:15). შეუძლებელია ამ გამრუდებული წუთისოფლის გამართვა. გონივრული იქნებოდა თუ არა „წუთისოფლის მეგობრობა“ და ამ ქვეყნიერების გადარჩენის მცდელობა, როცა ღმერთმა მისი განადგურება განიზრახა?

  • ნუ დაბრუნდებით საშიშ ზონაში!
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 თებერვალი
    • ნუ დავივიწყებთ იმ ფერმერებს, რომლებიც ევაკუირების შემდეგ უკან დაბრუნდნენ ფუგენის მთასთან მდებარე თავიანთი მინდვრების შესამოწმებლად. ალბათ, მათ სურდათ, დაბრუნებოდნენ თავიანთ ყოფილ „ჩვეულ“ ცხოვრებას. მაგრამ გესმის, რომ იქ დაბრუნება, მათი მხრივ, არაგონივრული ნაბიჯი იყო. შესაძლებელია, იმ დღეს ისინი პირველად არ შესულან საშიშ ზონაში. პირველად, ალბათ, ცოტა ხნით შევიდნენ და იმ დროს არაფერი მოხდა. მეორედ, შესაძლოა, უფრო დიდ ხანს დარჩნენ და მაშინაც არაფერი მოხდა. როგორც ჩანს, მალე ისინი მიეჩვივნენ უსაფრთხო ხაზის გადაკვეთას და უფრო თამამად რჩებოდნენ მათთვის საშიშ ტერიტორიაზე.

  • ნუ დაბრუნდებით საშიშ ზონაში!
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 თებერვალი
    • გაიხსენეთ ის სამი ტაქსის მძღოლიც, რომლებიც რეპორტიორებსა და ფოტოგრაფებს ელოდებოდნენ, როდესაც ლავა ფერდობზე დაეშვა. ზოგმა შეიძლება იმათ მიბაძონ, რომელთაც გაბედეს ქვეყნიერებაში დაბრუნება. როგორც უნდა იყოს, ნათელია, რომ არ ღირს რისკზე წასვლა და იმის დაშვება, რომ ვინმემ საშიშ ზონაში დაბრუნებაზე დაგიყოლიოთ.

      ფუგენის მთაზე მომხდარი ამოფრქვევის თითოეულმა მსხვერპლმა უსაფრთხოების ხაზი გადაკვეთა და საშიშ ზონაში შევიდა. მათ იცოდნენ, რომ ვულკანი ამოხეთქავდა, მაგრამ არც ერთი არ ფიქრობდა, რომ ეს იმ დღეს მოხდებოდა. როდესაც ამ სისტემის აღსასრულის ნიშანს აკვირდებიან, ბევრი ელის, რომ იეჰოვას დღე ერთხელაც იქნება და დადგება, მაგრამ, ჰგონიათ, ეს მალე არ მოხდება. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ის დღე არასოდეს მოვა „დღეს“. ასეთი თვალსაზრისი, რა თქმა უნდა, სახიფათოა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება