საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ამომავალი მზის ქვეყანას ჭეშმარიტების შუქი ეფინება
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
    • დიდი და პატარა „იეჰუები“

      დიდი „იეჰუ“

      დიდი „იეჰუ“ ექვს პიონერს იტევდა

      იმ დროს ავტომობილები ძალიან ძვირი ღირდა და გზებიც ცუდი იყო. ამიტომ კაზუმი მინოურა და სხვა ახალგაზრდა წიგნების დამტარებლები გადასაადგილებლად ფურგონებს იყენებდნენ, რომელთაც ძრავა არ ჰქონდა. ამ ფურგონებს „იეჰუ“ შეარქვეს ისრაელის მსაჯულ იეჰუს სახელიდან გამომდინარე, რომელიც „გიჟივით აჭენებდა“ ეტლს; იგი მოგვიანებით ისრაელის მეფე გახდა (2 მეფ. 10:15, 16). მათ ჰყავდათ სამი დიდი „იეჰუ“. თითოეულის სიგრძე 2,2 მეტრი იყო, სიგანე და სიმაღლე კი — 1,9 მეტრი. ერთი ასეთი ფურგონი ექვს პიონერს იტევდა. გარდა ამისა, იაპონიის ფილიალმა ძმებს ველოსიპედზე მისაბმელი 11 ორკაციანი, პატარა „იეჰუ“ აუწყო. კიიჩი ივასაკი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ფურგონების გაკეთებაში, იხსენებს: «თითოეულ „იეჰუს“ კარავი და მანქანის აკუმულატორი მოჰყვებოდა, რომ ძმებს სინათლე ჰქონოდათ». წიგნების დამტარებლებმა ამ ფურგონებით მთა-ბარი გადაიარეს. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მთელ იაპონიას, კუნძულ ჰოკაიდოდან მოყოლებული კიუსიუმდე, ჭეშმარიტების სინათლე მოეფინა.

      პატარა „იეჰუ“[სურათი 32 გვერდზე]

      პატარა „იეჰუ“ ორკაციანი იყო

      იკუმაცუ ოტა იხსენებს: „როცა ქალაქში ჩავდიოდით, მდინარის პირას ან მინდორში დავბანაკდებოდით ხოლმე. თავდაპირველად, ქალაქის გავლენიან პირებს ვხვდებოდით, მაგალითად მერს, შემდეგ კი კარდაკარ მივდიოდით და ხალხს ბიბლიურ ლიტერატურას ვთავაზობდით. ერთ ქალაქს რომ შემოვივლიდით, მეორეში გადავდიოდით“.

  • ამომავალი მზის ქვეყანას ჭეშმარიტების შუქი ეფინება
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება