-
‘მისი საქმეები თან მიჰყვება მას’საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ნოემბერი
-
-
‘მისი საქმეები თან მიჰყვება მას’
იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრი თეოდორ იარაჩი 2010 წლის 9 ივნისს, ოთხშაბათ დილით, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დარჩა მეუღლე მელიტა, რომელთანაც 53 წლიანი თანაცხოვრების გზა განვლო. იარაჩს აგრეთვე დარჩა ერთი და, რომელსაც ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავს.
-
-
‘მისი საქმეები თან მიჰყვება მას’საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ნოემბერი
-
-
ასეთი თავდაუზოგავი და მოსიყვარულე ბეთელის ოჯახის წევრის სიკვდილი მთელი მსოფლიოს საძმოსთვის დიდი დანაკლისია. მაგრამ გვახარებს ის, რომ ძმა იარაჩი ათეულობით წლები ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. დარწმუნებული ვართ, რომ ის ‘სიკვდილამდე ერთგული დარჩა და მიიღო სიცოცხლის გვირგვინი’ (გამოცხ. 2:10). ეჭვი არ გვეპარება, რომ ‘მისი საქმეები თან მიჰყვება მას’ (გამოცხ. 14:13).
-