-
იეჰოვა — საიდუმლოთა გამცხადებელი ღმერთისაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 ივნისი
-
-
1, 2. ა) რით განსხვავდება იეჰოვა თავისი მთავარი მოწინააღმდეგისგან? ბ) როგორ ირეკლავენ ადამიანები ამ განსხვავებას?
იეჰოვა, სამყაროს უზენაესი და მოსიყვარულე ღმერთი, ერთადერთი შემოქმედი, სიბრძნისა და სამართლის ღმერთია. მას არ სჭირდება თავისი ვინაობის, საქმეებისა თუ განზრახვების დამალვა. ის თავის დანიშნულ დროზე და თავისი ნება-სურვილით ავლენს თავს. ამით ის განსხვავდება თავისი მოწინააღმდეგისგან, სატანა ეშმაკისგან, რომელიც თავისი ნამდვილი ვინაობისა და განზრახვების დამალვას ცდილობს.
-
-
იეჰოვა — საიდუმლოთა გამცხადებელი ღმერთისაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 ივნისი
-
-
5. საიდან ვიცით, რომ იეჰოვასა და იესოს უყვართ ადამიანები და როგორ გამოავლინეს მათ თავიანთი სიყვარული?
5 იეჰოვა სიყვარულის ღმერთია. ის ზრუნავს ადამიანებზე (1 იოანე 4:7–11). მაღალი მდგომარეობის მიუხედავად, მას სიამოვნებს ადამიანებთან დამეგობრება. ძველ დროს მცხოვრებ მის ერთ-ერთ მსახურზე ვკითხულობთ: « „ერწმუნა აბრაამი ღმერთს.“ ეს მას სიმართლეში ჩაეთვალა და ღვთის მეგობარი ეწოდა» (იაკობი 2:23; მეორე ნეშტთა 20:7; ესაია 41:8). ადამიანი მეგობრების მსგავსად, იეჰოვაც უზიარებს თავის მეგობრებს კონფიდენციალურ საკითხებს თუ საიდუმლოებს. ამ მხრივ იესო თავის მამას ბაძავდა, რადგან ის დაუმეგობრდა თავის მოწაფეებს და საიდუმლოები გაუზიარა. „მე აღარ გიწოდებთ მონებს, — უთხრა მათ, — ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია“ (იოანე 15:15). იეჰოვას, მისი ძისა და მათი მეგობრების მიერ ერთმანეთთან გაზიარებული კონფიდენციალური ინფორმაცია, ანუ „საიდუმლოები“, მათ სიყვარულისა და ერთგულების ურყევ კავშირში აერთიანებს (კოლასელთა 3:14).
6. რატომ არ სჭირდება იეჰოვას თავისი განზრახვების დამალვა?
6 იეჰოვას სახელის მნიშვნელობა „აქცევინებს“ მიუთითებს მის უნარზე, გახდეს ის, რაც თავისი განზრახვის შესასრულებლად სჭირდება. ადამიანებისგან განსხვავებით, იეჰოვას არ სჭირდება თავისი განზრახვების დამალვა იმის შიშით, რომ სხვებმა შეიძლება ხელი შეუშალონ მათ შესრულებას. ის, უბრალოდ, არ მარცხდება, ამიტომ თავის სიტყვაში, ბიბლიაში, დაუფარავად აცხადებს უამრავ განზრახვას, რომელთა შესრულებასაც აპირებს. ის გვპირდება: „ჩემი სიტყვა. . . ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე“ (ესაია 55:11).
-