საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თქვენც ივლით ღმერთთან ერთად?
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ნოემბერი
    • როგორ შეგვიძლია ღმერთთან ერთად სიარული?

      9. რატომ ემალებოდა იეჰოვა დროდადრო თავის ხალხს, თუმცა, ესაიას 30:20-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, რაში არწმუნებდა მათ?

      9 ჩვენი მხრიდან ძალიან დიდ ყურადღებას იმსახურებს მესამე კითხვა: როგორ შეგვიძლია ღმერთთან ერთად სიარული? პასუხი მოცემულია ესაიას 30:20, 21-ში: «შენი მოძღვარი აღარ დაიმალება და იხილავენ შენი თვალები შენს მოძღვარს. და შენი ყურები მოისმენენ სიტყვას, ნათქვამს შენს უკან: „აი გზა, მას გაჰყევით“, როცა მარჯვნივ წახვალთ ან მარცხნივ».

  • თქვენც ივლით ღმერთთან ერთად?
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ნოემბერი
    • 10. რა გაგებით შეიძლება ‘მოესმას თქვენს ყურებს დიდებული მოძღვრისგან თქვენ უკან ნათქვამი სიტყვა’?

      10 სრულიად განსხვავებული სურათია აღწერილი 21-ე მუხლში. იეჰოვა ისეა წარმოდგენილი, თითქოს თავისი ხალხის უკან მიდის და ხელმძღვანელობს მათ სწორ გზაზე სასიარულოდ. ბიბლიის მკვლევარები ამბობენ, რომ ეს გამონათქვამი შეიძლება დაფუძნებული იყოს მწყემსის მოქმედებაზე, როცა ის ხანდახან უკან მისდევს თავის ცხვარს, შეძახილებით აძლევს მიმართულებას და იცავს მათ სახიფათო გზაზე სიარულისგან. ჩვენ როგორ გვეხება ეს? როდესაც ღვთის სიტყვას მივმართავთ ხელმძღვანელობისთვის, ათასობით წლის წინათ ჩაწერილ სიტყვებს ვკითხულობთ. მათ ჩვენამდე უძველესი დროიდან მოაღწიეს. მიუხედავად ამისა, ისინი ისევე აქტუალურია დღეს, როგორც მათი დაწერისას იყო. ბიბლიურ რჩევას შეუძლია გვიხელმძღვანელოს ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების დროს და დაგვეხმაროს, რომ ჩვენი ცხოვრება სამომავლოდაც დავგეგმოთ (ფსალმუნები 118:105). იეჰოვა ჩვენი ხელმძღვანელი მაშინ ხდება, როცა გულმოდგინედ ვეძებთ ასეთ რჩევებს და ცხოვრებაში ვიყენებთ მათ. ჩვენ ღმერთთან ერთად დავდივართ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება