-
ღვთის სახელი და ალფონსო დე სამორას ზუსტი თარგმანისაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 დეკემბერი
-
-
ღვთის სახელის ტრანსლიტერაცია
საგულისხმოა ის ფაქტი, თუ როგორ გადმოიტანა ებრაული წარმოშობის განათლებულმა მამაკაცმა ალფონსო დე სამორამ ღვთის სახელი. როგორც თანდართული სურათიდან ჩანს, მის ებრაულ-ლათინურ სტრიქონობრივ თარგმანში, კერძოდ წიგნ „დაბადების“ მარგინალურ მუხლში ღვთის სახელი „იეჰოვაა“ მოხსენიებული.
როგორც ჩანს, სამორამ ღვთის სახელი ლათინურ თარგმანშიც გადაიტანა. მე-16 საუკუნეში, როდესაც ბიბლიის თარგმნა ევროპულ ენებზე დაიწყო, ბიბლიის ბევრმა მთარგმნელმა, მათ შორის უილიამ ტინდალმა (ინგლისური, 1530), სებასტიან მიუნსტერმა (ლათინური, 1534), პიერ რობერტ ოლივეტანმა (ფრანგული, 1535) და კასიოდორო დე რეინამ (ესპანური, 1569), ღვთის სახელი იმავე ან მსგავსი ტრანსლიტერაციით გადმოიტანეს თავიანთ თარგმანებში.
ამგვარად, სამორა იყო მე-16 საუკუნის ერთ-ერთი პირველი ბიბლიის მკვლევარი, რომელმაც ღვთის სახელი ხალხისთვის ცნობილი გახადა.
-
-
ღვთის სახელი და ალფონსო დე სამორას ზუსტი თარგმანისაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 დეკემბერი
-
-
[სურათი]
ღვთის სახელის ებრაული ტეტრაგრამატონი, რომელიც სამორამ გადმოიტანა, როგორც იეჰოვა
-