-
ბიბლიის მთავარი თემაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
7. საიდან ჩანს, რომ დაბადების 3:15-ში მოხსენიებული ქალი სულიერ სამყაროს ეკუთვნოდა?
7 დაბადების 3:15 „ქალსაც“ მოიხსენიებს. ევაა ეს ქალი? შესაძლოა ევა ასეც ფიქრობდა, მაგრამ სატანასა და ევას შორის მტრობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, რადგან ევა 5 000 წელზე მეტი ხნის წინათ მოკვდა (შეადარეთ დაბადების 4:1). გარდა ამისა, გველი, რომელსაც იეჰოვამ მიმართა, უხილავი სულიერი ქმნილება იყო. ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქალიც სულიერ სამყაროს ეკუთვნოდა. ამას გამოცხადების 12:1, 2-იც ადასტურებს, საიდანაც ჩანს, რომ ქალი განასახიერებს იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციას, რომელიც სულიერი ქმნილებებისგან შედგება (იხილეთ ესაიას 54:1, 5, 13).
-
-
ბიბლიის მთავარი თემაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
11. საუკუნეების განმავლობაში როგორ ამჟღავნებდა ღმერთი ქალის შთამომავლობის ვინაობას?
11 დაბადების 3:15 ბოლოს ქალის შთამომავლობას იხსენიებს. იმ დროს, როცა სატანა თავის შთამომავლობას ამრავლებდა, იეჰოვაც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ „ქალს“ ანუ ცოლისმაგვარ ზეციერ ორგანიზაციასაც ჰყოლოდა თავისი შთამომავლობა.
-
-
ბიბლიის მთავარი თემაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
14 ბიბლიაში ცხებულ ქრისტიანებს იესოს ძმები ეწოდებათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ერთი და იგივე მამა და დედა ჰყავთ (ებრაელები 2:11). მამა იეჰოვა ღმერთია, დედა კი, როგორც ჩანს, „ქალი“ ანუ ღვთის ზეციერი ორგანიზაციაა.
-