-
ბიბლიის მთავარი თემაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
7. საიდან ჩანს, რომ დაბადების 3:15-ში მოხსენიებული ქალი სულიერ სამყაროს ეკუთვნოდა?
7 დაბადების 3:15 „ქალსაც“ მოიხსენიებს. ევაა ეს ქალი? შესაძლოა ევა ასეც ფიქრობდა, მაგრამ სატანასა და ევას შორის მტრობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, რადგან ევა 5 000 წელზე მეტი ხნის წინათ მოკვდა (შეადარეთ დაბადების 4:1). გარდა ამისა, გველი, რომელსაც იეჰოვამ მიმართა, უხილავი სულიერი ქმნილება იყო. ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქალიც სულიერ სამყაროს ეკუთვნოდა. ამას გამოცხადების 12:1, 2-იც ადასტურებს, საიდანაც ჩანს, რომ ქალი განასახიერებს იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციას, რომელიც სულიერი ქმნილებებისგან შედგება (იხილეთ ესაიას 54:1, 5, 13).
-
-
ბიბლიის მთავარი თემაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
11. საუკუნეების განმავლობაში როგორ ამჟღავნებდა ღმერთი ქალის შთამომავლობის ვინაობას?
11 დაბადების 3:15 ბოლოს ქალის შთამომავლობას იხსენიებს. იმ დროს, როცა სატანა თავის შთამომავლობას ამრავლებდა, იეჰოვაც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ „ქალს“ ანუ ცოლისმაგვარ ზეციერ ორგანიზაციასაც ჰყოლოდა თავისი შთამომავლობა. დაახლოებით 4 000 წლის განმავლობაში იეჰოვა ნელ-ნელა უმჟღავნებდა თავის მოშიშსა და მორჩილ ხალხს შთამომავლობის ვინაობასთან დაკავშირებულ დეტალებს (ესაია 46:9, 10). აბრაამს, ისაკს, იაკობსა და სხვებს მტკიცე საფუძველი ჰქონდათ, ერწმუნათ ღვთის დანაპირები, რომ აღთქმული შთამომავლობა მათ საგვარეულო ხაზში მოვიდოდა (დაბადება 22:15—18; 26:4; 28:14). სატანა და მისი დამქაშები ხშირად დევნიდნენ იეჰოვას მსახურებს, რომლებიც ურყევი რწმენით გამოირჩეოდნენ (ებრაელები 11:1, 2, 32—38).
12. ა) როდის გამოჩნდა ქალის შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელი და რამ დაადასტურა მისი ვინაობა? ბ) რა მიზნისთვის ცხო ღმერთმა იესო?
12 ბოლოს ახ. წ. 29 წელს სრულყოფილმა იესომ თავი წარუდგინა ღმერთს და მდინარე იორდანეში მოინათლა. იეჰოვამ წმინდა სულით ცხო იესო და განაცხადა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათე 3:17). მაშინ გაცხადდა, რომ ღმერთმა იესო თავისი ზეციერი, სულიერი ორგანიზაციიდან გამოგზავნა. იესო ზეციერ სამეფოს ტახტზეც ავიდა. ეს სამეფო იეჰოვას სახელით აღადგენდა მმართველობას დედამიწაზე და ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრიდა ღვთის უზენაესობის საკითხს (გამოცხადება 11:15). ეს იმას ნიშნავს, რომ ქალის შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელი სწორედ იესო ანუ მესიაა (შეადარეთ გალატელების 3:16; დანიელის 9:25).
13, 14. ა) რატომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ქალის შთამომავლობა მხოლოდ ერთი გამოჩენილი პიროვნებით არ შემოიფარგლება? ბ) რამდენი ადამიანი ამოარჩია ღმერთმა აღთქმული შთამომავლობის შესავსებად და რა ორგანიზაციას ქმნიან ისინი? გ) კიდევ ვინ მსახურობს შთამომავლობის მხარდამხარ?
13 მხოლოდ ერთი გამოჩენილი პიროვნება წარმოადგენდა ქალის შთამომავლობას? გავიხსენოთ, ვინ შედის სატანის შთამომავლობაში. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, სატანის შთამომავლობა აერთიანებს უამრავ ბოროტ ანგელოზსა და ღვთის შეურაცხმყოფელ ადამიანს. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ღმერთმაც ამოარჩია 144 000 ერთგული ადამიანი, რათა იესო ქრისტესთან, მესიასთან და აღთქმული შთამომავლობის მთავარ წევრთან ერთად ემმართველათ და მღვდლებად ემსახურათ. სწორედ ეს იგულისხმება „გამოცხადებაში“, სადაც ნათქვამია, რომ ეშმაკი ქალით წარმოდგენილ ღვთის ორგანიზაციას მტრობს და ამიტომ ‘მისი შთამომავლებიდან დანარჩენებსაც ებრძვის’ (გამოცხადება 12:17; 14:1—4).
14 ბიბლიაში ცხებულ ქრისტიანებს იესოს ძმები ეწოდებათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ერთი და იგივე მამა და დედა ჰყავთ (ებრაელები 2:11). მამა იეჰოვა ღმერთია, დედა კი, როგორც ჩანს, „ქალი“ ანუ ღვთის ზეციერი ორგანიზაციაა. ცხებული ქრისტიანები აღთქმული შთამომავლობის წარმომადგენლები არიან, იესო ქრისტე კი ამ შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელია. სულითცხებული ქრისტიანების კრება დედამიწაზე წარმოადგენს ღვთის ხილულ ორგანიზაციას, რომელსაც ქალით წარმოდგენილი ღვთის ზეციერი ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. აღდგომის შემდეგ ისინი ზეცაში ავლენ და იესო ქრისტესთან ერთად იმეფებენ (რომაელები 8:14—17; გალატელები 3:16, 29).
-