საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას ორგანიზაციასთან ერთად ურყევი ერთგულებით მსახურება
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 აგვისტო
    • ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილებას ურყევი ერთგულების დარღვევა შეუძლია

      4. ა) რატომაა ადვილი, უარყოფითი შეხედულება გქონდეს პასუხისმგებელ პიროვნებაზე? ბ) როგორ აღმოჩნდა კორახი იეჰოვას ორგანიზაციისადმი ორგული?

      4 როცა ძმას საპასუხისმგებლო მდგომარეობა უკავია, შეცდომები შეიძლება უფრო აშკარა გახდეს. რა ადვილია, ვეძებოთ ‘ბეწვი ჩვენი ძმის თვალში, მაშინ როცა საკუთარ თვალში დირესაც კი არ ვამჩნევთ’! (მათე 7:1–5). მაგრამ შეცდომებზე ყურადღების შეჩერებას ორგულობის გამოწვევა შეუძლია. მაგალითად, ყურადღება მიაქციე სხვაობას კორახსა და დავითს შორის. კორახს ბევრი პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული და, შესაძლებელია, მრავალი წელი ურყევად ერთგული იყო, მაგრამ პატივმოყვარე გახდა. მას აღიზიანებდა მოსესა და აარონის, თავისი ბიძაშვილების, უფლებამოსილება. თუმცა მოსე უთვინიერესი კაცი იყო, კორახმა, როგორც ჩანს, კრიტიკული თვალით დაუწყო ყურება. შესაძლებელია, ის მოსეს შეცდომებს ხედავდა. მაგრამ ეს შეცდომები არ ამართლებდა იეჰოვას ორგანიზაციისადმი კორახის ორგულობას. ის მოსპობილ იქნა კრებულიდან (რიცხვნი 12:3; 16:11, 31–33).

      5. რატომ შეიძლებოდა დავითს სურვილი ჰქონოდა, რომ საულის წინააღმდეგ წასულიყო?

      5 მეორე მხრივ, დავითი მსახურობდა მეფე საულის ქვეშევრდომობით. საული, ერთ დროს კარგი მეფე, ახლა ბოროტი გახდა. დავითს რწმენა, მოთმინება და გარკვეული სიმარჯვეც კი ესაჭიროებოდა, რომ შურიანი საულის თავდასხმები გადაეტანა. მაგრამ, როცა დავითს შურისძიების შესაძლებლობა მიეცა, თქვა, „უფალმა დამიფაროს“, რომ იეჰოვას ცხებულს ვუღალატოო (პირველი მეფეთა 26:11).

      6. რა არ უნდა გავაკეთოთ არასოდეს, თუნდაც უხუცესების სუსტი მხარეები და შეცდომები შევნიშნოთ?

      6 როცა შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვინმეს, ვინც ჩვენს შორის ხელმძღვანელობას იღებს, არასწორი გადაწყვეტილება გამოაქვს, უკმეხად ლაპარაკობს ან, ვფიქრობთ, რომ მიკერძოებას ავლენს, დავიწყებთ მათზე უკმაყოფილების გამოხატვას, რითაც, შესაძლებელია, ხელი შევუწყოთ კრიტიკულ სულს კრებაში? შევწყვეტთ პროტესტის ნიშნად ქრისტიანულ შეხვედრებზე სიარულს? უეჭველია, არა! მსგავსად დავითისა, სხვის შეცდომებს არასოდეს მივცემთ უფლებას, გვიბიძგოს, რომ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ ორგულები ვიყოთ! (ფსალმუნი 118:165).

      7. რომელი ზოგი სახეობის თაღლითობას ჰქონდა ადგილი იერუსალიმის ტაძარში და რას გრძნობდა იესო ამაზე?

      7 ურყევი ერთგულების ყველაზე დიდებული მაგალითი ადამიანებიდან იყო იესო ქრისტე, რომელიც წინასწარმეტყველურად აღიწერა როგორც „ურყევად ერთგული“ (ფსალმუნი 15:10, აქ). იერუსალიმის ტაძრის ბოროტად გამოყენების დროს ურყევი ერთგულების შენარჩუნება დიდ სირთულეს წარმოადგენდა. იესომ იცოდა, რომ მღვდელმთავრის საქმიანობა და შესაწირავები თავისი მსახურებისა და სიცოცხლის შეწირვის წინასახეობა იყო და იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ხალხისთვის აქედან გაკვეთილის მიღება. ამგვარად, ის აღივსო სამართლიანი აღშფოთებით, როცა დაინახა, რომ ტაძარი „ავაზაკთა ბუნაგად“ იყო ქცეული. ღვთისგან ბოძებული ძალაუფლებით მან ორჯერ გადადგა ნაბიჯი — განეწმინდა იგი (მათე 21:12, 13; იოანე 2:15–17).

      8. ა) როგორ გამოავლინა იესომ ურყევი ერთგულება ტაძრის დადგენილების მიმართ? ბ) როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ იეჰოვას თაყვანისცემას მის წმინდა ორგანიზაციასთან ერთად?

      8 მიუხედავად ამისა, იესო ურყევი ერთგულებით უჭერდა მხარს ტაძრის დადგენილებას. ის ბავშვობიდან ესწრებოდა ტაძარში დღესასწაულებს და ხშირად ასწავლიდა იქ. ის ტაძრის გადასახადსაც კი იხდიდა — თუმცა, სინამდვილეში, არ იყო ვალდებული (მათე 17:24–27). იესომ შეაქო ღარიბი ქვრივი ტაძრის საგანძურში ‘მთელი მისი სარჩო-საბადებლის’ ჩადებისთვის. ცოტა ხნის შემდეგ იეჰოვამ სამუდამოდ მიატოვა ის ტაძარი. მაგრამ, ვიდრე ეს მოხდებოდა, იესო ტაძრის მიმართ ურყევად ერთგული იყო (მარკოზი 12:41–44; მათე 23:38). დღეს ღვთის მიწიერი ორგანიზაცია ბევრად აღემატება იუდეველთა სისტემას მის ტაძართან ერთად. რასაკვირველია, ის არ არის სრულყოფილი; ამიტომ დროდადრო შესწორებები ხდება. მაგრამ ის არც კორუფციით არის გაჟღენთილი, არც იეჰოვა აპირებს მის შეცვლას. არანაირ ნაკლოვანებას, რასაც მასში ვამჩნევთ, არასოდეს უნდა მივცეთ უფლება, მოგვწამლოს ან გვაიძულოს, რომ კრიტიკული, უარყოფითი სული განვავითაროთ. პირიქით, იესო ქრისტეს ურყევ ერთგულებას მივბაძოთ (1 პეტრე 2:21).

  • იეჰოვას ორგანიზაციასთან ერთად ურყევი ერთგულებით მსახურება
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 აგვისტო
    • 15. როგორ გამოავლინა ზოგმა პირველ საუკუნეში უადგილო ურყევი ერთგულება?

      15 ორგულობის მეორე შეუმჩნეველი ფორმა უადგილო ურყევი ერთგულებაა. ბიბლიური თვალსაზრისით ნამდვილი ურყევი ერთგულება უფლებას არ იძლევა, რომ რამე ერთგულება იეჰოვა ღმერთისადმი ურყევ ერთგულებაზე წინ დავაყენოთ. პირველ საუკუნეში მრავალი იუდეველი ჯიუტად ეჭიდებოდა მოსეს რჯულსა და იუდეველთა სისტემას. მაგრამ დადგა იეჰოვას დრო, კურთხევა ამ მეამბოხე ერიდან სულიერ ისრაელ ერზე გადაეტანა. მხოლოდ შედარებით მცირე იყო იეჰოვას მიმართ ურყევად ერთგული, რომლებიც შეეგუენ ამ მნიშვნელოვან ცვლილებას. ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორისაც კი ზოგი იუდეველი ქრისტიანი დაჟინებით მოითხოვდა მოსეს რჯულის ‘უძლურ და ღატაკ საწყისებზე’ დაბრუნებას — რჯულისა, რომელიც იესო ქრისტეში შესრულდა (გალატელთა 4:9; 5:6–12; ფილიპელთა 3:2, 3).

      16. როგორ ეხმაურებიან იეჰოვას ურყევად ერთგული მსახურები შესწორებებს?

      16 ამის საპირისპიროდ, ამჟამად იეჰოვას ხალხი აჩვენებს, რომ ცვლილების დროს ურყევად ერთგულია. იმ დროს, როცა გაცხადებული ჭეშმარიტების სინათლე უფრო და უფრო ნათდება, შესწორებები ხდება (იგავნი 4:18). ახლახან „ერთგული და გონიერი მონა“ დაგვეხმარა, დაგვეხვეწა გაგება მათეს 24:34-ში გამოყენებულ ტერმინ ‘მოდგმაზე’ და მათეს 25:31–46-ში მოხსენიებულ ‘ცხვრებისა’ და ‘თხების’ სამსჯავროს დროზე, ასევე ჩვენს თვალსაზრისზე გარკვეულ სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებით (მათე 24:45). უეჭველია, ზოგი განდგომილი აღტაცებული იქნებოდა, თუკი მრავალი იეჰოვას მოწმე მაგრად ჩაეჭიდებოდა ასეთ საკითხებთან დაკავშირებულ ადრინდელ გაგებას და უარს იტყოდა წინსვლაზე. მსგავსი არაფერი მომხდარა. რატომ? იეჰოვას ხალხი ურყევად ერთგულია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება