საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვინ არიან სინამდვილეში ანგელოზები?
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 5
    • მთავარანგელოზი და ათასობით ათასი ანგელოზი

      მთავარი თემა | სიმართლე ანგელოზების შესახებ

      ვინ არიან სინამდვილეში ანგელოზები?

      ალბათ, გაინტერესებთ, ვინ არიან ანგელოზები, როგორ გაჩნდნენ ისინი და რას აკეთებენ. ამ კითხვებზე სხვაგან ვერსად ვიპოვით სარწმუნო პასუხებს, თუ არა ღვთივშთაგონებულ სიტყვაში, ბიბლიაში (2 ტიმოთე 3:16).

      • ღვთის მსგავსად, ანგელოზებიც უხილავი სულები არიან, რომელთაც ფიზიკური სხეული არ გააჩნიათ. ერთგული ანგელოზები ღვთის ზეციერ სამყოფელში მკვიდრობენ და უშუალოდ ღმერთთან აქვთ ურთიერთობა (ლუკა 24:39; მათე 18:10; იოანე 4:24).

      • ანგელოზები ზოგჯერ ხორცს ისხამდნენ და დედამიწაზე ღვთის დავალების შესასრულებლად ჩამოდიოდნენ, თავიანთი მისიის შესრულების შემდეგ კი ისევ სულიერ სამყაროს უბრუნდებოდნენ (მსაჯულები 6:11—23; 13:15—20).

      • ბიბლიაში ანგელოზები მამაკაცებად არიან წარმოდგენილნი. თუმცა მათ სქესი არა აქვთ, ისინი ხალხს ყოველთვის მამაკაცებად ევლინებოდნენ. ანგელოზები არც ქორწინდებიან და არც შთამომავლობას წარმოშობენ. ზოგს სჯერა, რომ სანამ ისინი ანგელოზები გახდებოდნენ, ჯერ ადამიანები იყვნენ, მაგრამ მათ არ ჰქონიათ ადამიანური საწყისი. სინამდვილეში ანგელოზები იეჰოვამ შექმნა. ამიტომ ბიბლია მათ „ჭეშმარიტი ღვთის შვილებს“ უწოდებს (იობი 1:6; ფსალმუნი 148:2, 5).

      • ბიბლიაში მოხსენიებულია „ადამიანთა და ანგელოზთა ენები“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სულიერ ქმნილებებს აქვთ თავიანთი ენა, რომელსაც ერთმანეთთან ურთიერთობისთვის იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ანგელოზების მეშვეობით გადასცემდა ადამიანებს სხვადასხვა ცნობას, ის არ აძლევს მათ უფლებას, ანგელოზებს თაყვანი სცენ ან ლოცვით მიმართონ (1 კორინთელები 13:1; გამოცხადება 22:8, 9).

      • ბიბლიის თანახმად, ათასობით ათასი ანგელოზი არსებობს, რაც მიანიშნებს, რომ მათი რიცხვი შესაძლოა რამდენიმე მილიარდს აღწევდეს (დანიელი 7:10; გამოცხადება 5:11).

      • ანგელოზები „ძალით ძლიერნი“ არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებთან შედარებით გაცილებით დიდ ძალას ფლობენ. ისინი ზეადამიანური ინტელექტითაც გამოირჩევიან. გარდა ამისა, ანგელოზებს წარმოუდგენელი სიჩქარით შეუძლიათ გადაადგილება, რასაც მატერიალურ სამყაროში ანალოგი არ მოეპოვება (ფსალმუნი 103:20; დანიელი 9:20—23).

      • მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან შედარებით ანგელოზები ბევრად ძლიერები და გონიერები არიან, შეზღუდვებიც აქვთ. მაგალითად, არის ისეთი საკითხები, რომლებიც მათთვის უცნობია (მათე 24:36; 1 პეტრე 1:12).

      • ანგელოზები ინდივიდუალური პიროვნებები არიან, რომლებიც ღვთის თვისებებს ირეკლავენ და ნების თავისუფლებით სარგებლობენ. ამიტომ, ადამიანების მსგავსად, მათაც შეუძლით კარგსა და ცუდს შორის არჩევანის გაკეთება. სამწუხაროდ, ზოგმა ანგელოზმა არჩია, ღვთისთვის ზურგი ექცია (იუდა 6).

      როგორ არიან ანგელოზები ორგანიზებულნი?

      მთავარანგელოზი მიქაელი სხვა ანგელოზებისგან ძალითა და ძალაუფლებით გამოირჩევა. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იესო ქრისტე იგივე მიქაელია (1 თესალონიკელები 4:16; იუდა 9).

      სერაფიმები, თუ გავითვალისწინებთ მათ მდგომარეობასა და პასუხისმგებლობებს, უმაღლესი რანგის ანგელოზები არიან. ისინი ღვთის ტახტთან მსახურობენ (ესაია 6:1—3).

      ქერუბიმებსაც მაღალი მდგომარეობა უკავიათ. ისინი ყოვლისშემძლე და დიდებული ღვთის ამალაში არიან და განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აკისრიათ. ბიბლიის არაერთი მონაკვეთიდან ჩანს, რომ ქერუბიმები ღმერთს ემსახურებიან (დაბადება 3:24; ეზეკიელი 9:3; 11:22).

      დანარჩენი ანგელოზები, რომელთა რიცხვიც აურაცხელია, უზენაესი ღვთის შუამავლები და მისი ნების შემსრულებლები არიანa (ებრაელები 1:7, 14).

      a ანგელოზებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-10 თავი და დანართი „ვინ არის მთავარანგელოზი მიქაელი?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr2711.com.

  • გყავთ მფარველი ანგელოზი?
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 5
    • ნიშნავს ეს იმას, რომ ანგელოზები საერთოდ არ ეხმარებიან ადამიანებს? რასაკვირველია, არა (ფსალმუნი 91:11). ბევრი დარწმუნებულია, რომ ღმერთმა ანგელოზების მეშვეობით უხელმძღვანელა მათ და დაიცვა. სწორედ ასე ფიქრობს შესავალ სტატიაში მოხსენიებული კენეთიც. მართალია, დოგმატურები ვერ ვიქნებით, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ კენეთის ნათქვამი სიმართლეს შეესაბამებოდეს. იეჰოვას მოწმეები არაერთხელ დარწმუნებულან, რომ ქადაგების დროს ანგელოზები ხელმძღვანელობდნენ. ვინაიდან ანგელოზები უხილავი ქმნილებები არიან, ზუსტად არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ რა და რა სახით ეხმარება ღმერთი ადამიანებს მათი მეშვეობით. როგორც უნდა იყოს, ნამდვილად არ შევცდებით, თუ ყოვლისშემძლე ღმერთს მადლობას გადავუხდით გაწეული მხარდაჭერისთვის (კოლოსელები 3:15; იაკობი 1:17, 18).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება