საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „იმხიარულონ კუნძულებმა“
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 აგვისტო
    • ნება მიბოძეთ, დავუბრუნდე იმ ისტორიას, რომლითაც ჩემი ბიოგრაფიის თხრობა დავიწყე. 2000 წლისთვის ხელმძღვანელმა საბჭომ დაინახა იმის საჭიროება, რომ დახმარებოდა მთარგმნელობით ჯგუფებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. იმ დროისათვის შეიძლება ითქვას, რომ მთარგმნელები მოუმზადებლები იყვნენ. მას შემდეგ, რაც საკუთარი წინადადება სამწერლო კომიტეტში მომსახურე ძმებს გავაცანით, ხელმძღვანელმა საბჭომ ის მოიწონა. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ შეგვემუშავებინა მთარგმნელთა მოსამზადებელი პროგრამა, რაც მათ ინგლისური ენის გაგებაში, მთარგმნელობითი უნარ-ჩვევების შეძენასა და გუნდური მუშაობის პრინციპის დანახვაში დაეხმარებოდა.

      რა შედეგი მოჰყვა იმას, რომ ამხელა ყურადღება დაეთმო მთარგმნელთა მომზადებას? უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ გაუმჯობესდა თარგმანის ხარისხი. ამასთანავე, საოცრად გაიზარდა იმ ენათა რიცხვი, რომლებზეც ბიბლიური ლიტერატურა გამოიცემა. მაგალითად, როცა მისიონერული მსახურება დავიწყეთ 1979 წელს, „საგუშაგო კოშკი“ მხოლოდ 82 ენაზე გამოიცემოდა. გარდა ამისა, ბევრ ენაზე ჟურნალები ინგლისური ნომრების გამოცემიდან რამდენიმე თვეში იბეჭდებოდა. დღეს კი „საგუშაგო კოშკი“ 240-ზე მეტ ენაზე ითარგმნება და მათი უმრავლესობა ინგლისურის თანადროულად გამოიცემა. დღესდღეობით, სულიერი საზრდო, ამა თუ იმ სახით, 700-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი, რაზეც წლების წინ ვერც კი ვიოცნებებდით.

      2004 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ კიდევ ერთი სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო, რათა დაჩქარებულიყო ბიბლიის თარგმნა. მართლაც, სულ რაღაც, რამდენიმე თვეში ბიბლიის თარგმნა მთარგმნელთა ერთ-ერთ პროექტად იქცა; შედეგად, შესაძლებელი გახდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ უფრო მეტ ენაზე გამოცემა. 2014 წლისთვის ბიბლია, მთლიანად ან ნაწილობრივ, 128 ენაზე გამოიცა, მათ შორის იმ ენებზე, რომლებზეც სამხრეთ წყნარ ოკეანეთში საუბრობენ.

  • „იმხიარულონ კუნძულებმა“
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 აგვისტო
    • როცა იეჰოვას მსახურებაში გატარებულ წლებს თვალს ვავლებ, ვმხნევდები, თუ რაოდენ დიდი სიყვარულით ზრუნავს ჩვენი ზეციერი მამა ნებისმიერ ადამიანზე, იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ენაზე საუბრობს ის (ფსალმ. 49:1—3). როდესაც ადამიანები მშობლიურ ენაზე გამოცემულ ლიტერატურას პირველად ხედავენ და შემოქმედს თავიანთი გულის ენაზე უმღერიან, მთელი არსებით შეიგრძნობენ იეჰოვას სიყვარულს და ეს სიყვარული მათ სახეებზეც ირეკლება (საქ. 2:8, 11). დღემდე ყურში ჩამესმის ერთი ხანში შესული ტუვალუელი ძმის, საულო ტეასის, სიტყვები. ეს მან მაშინ მითხრა, როდესაც სამეფოს ერთ-ერთი სიმღერა მშობლიურ ენაზე პირველად იმღერა: „მინდა, ხელმძღვანელ საბჭოს გადასცე, რომ სამეფოს სიმღერები ტუვალუ ენაზე უკეთესად ჟღერს, ვიდრე — ინგლისურზე“.

      ღმერთმა განუზომელი პატივი მარგუნა — 2005 წლის სექტემბრიდან ვმსახურობ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრად. მართალია, დღეს მთარგმნელი აღარ ვარ, მაგრამ ვემადლიერები იეჰოვას, რომ შესაძლებლობას მაძლევს, მხარი დავუჭირო მთარგმნელობით საქმიანობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება