საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა იცით იეჰოვას მოწმეების შესახებ?
    გამოიღვიძეთ! — 2010 | აგვისტო
    • რა იცით იეჰოვას მოწმეების შესახებ?

      „ინტერნეტში ბევრი რამ წამიკითხავს იეჰოვას მოწმეების შესახებ, არაერთი ჭორი გამიგია მათზე და ბევრის წინასწარ შექმნილი არასწორი აზრიც მომისმენია, — დაწერა დანიელმა რეპორტიორმა სესილია ფეილინგმა. — ამის გამო იეჰოვას მოწმეების მიმართ უარყოფითად განვეწყვე“.

      ამ რეპორტიორმა მოგვიანებით ინტერვიუ აიღო იეჰოვას მოწმეების ერთი ოჯახისგან. იგი წერს: „მათ სახლში შევდგი თუ არა ფეხი, აზრი შემეცვალა! როგორც ჩანს, ხალხი კარგად არ იცნობს იეჰოვას მოწმეებს ან ნაჩქარევად გამოაქვთ დასკვნები. მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ახლა კი ვხვდები, რომ ვცდებოდი“ (Jydske Vestkysten).

      ევროპის ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის კადრების განყოფილების კონსულტანტი, რომელსაც იეჰოვას მოწმეებთან საქმიანი ურთიერთობა აქვს, ამბობს, რომ ისინი პატიოსანი ხალხია. სწორედ ამიტომ აჰყავს მას იეჰოვას მოწმეები სამუშაოზე.

      იეჰოვას მოწმეები, ძირითადად, სამქადაგებლო საქმიანობით არიან ცნობილი. ზოგი არ უსმენს მათ, ზოგი კი სიამოვნებით მსჯელობს მათთან ერთად ბიბლიაზე. მოწმეები თითქმის ყველა ქვეყანაში შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს რეგულარულად უტარებენ ბიბლიის შესწავლას; ზოგი შემსწავლელი მოგვიანებით თავად ხდება ბიბლიის მასწავლებელი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნული საეკლესიო საბჭო იუწყება, რომ მსოფლიოს ოცდახუთი წამყვანი რელიგიიდან რიცხობრივად მხოლოდ ოთხი იზრდება და აქედან ერთ-ერთი იეჰოვას მოწმეების რელიგიაა.

      რატომ სწავლობს მილიონობით ადამიანი ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან? როგორ ტარდება ასეთი შესწავლა? მოეთხოვებათ ბიბლიის შემსწავლელებს, რომ თავადაც იეჰოვას მოწმეები გახდნენ? მაშინაც კი, თუ არ გინდათ, გახდეთ იეჰოვას მოწმე, თქვენ შეგიძლიათ, უბრალოდ, ზუსტი პასუხები მიიღოთ ამ კითხვებზე. ასე რომ, გაეცანით ფაქტებს და ყურს ნუ დაუგდებთ ჭორებს. ბიბლიაში, კერძოდ იგავების 14:15-ში ვკითხულობთ: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“.

      ვიმედოვნებთ, რომ „გამოიღვიძეთ“!-ის ეს ნომერი დაგეხმარებათ იეჰოვას მოწმეების უკეთ გაცნობაში და მათ შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაციის მიღებაში. ის ფაქტი, რომ კითხულობთ ამ ჟურნალს, იმაზე მეტყველებს, რომ არ ექცევით სხვისი აზრის გავლენაში და ობიექტურად შეგიძლიათ ყველაფრის შეფასება. როდესაც მომდევნო ოთხ სტატიას და თანდართულ ჩარჩოებს გაეცნობით, თქვენს ბიბლიაში მოძებნეთ სტატიაში მოყვანილი მუხლები.a ეს გონივრულია, და, როგორც ბიბლია ამბობს, კეთილშობილურიც (საქმეები 17:11).

      [სქოლიო]

      a თუ არა გაქვთ ბიბლია, მისი წაკითხვა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე www.watchtower.org, სადაც ნახავთ ჩარჩოს „იკითხეთ ბიბლია ინტერნეტში“. გარდა ამისა, ამ ვებ-გვერდზე ბიბლიური ლიტერატურა 380-ზე მეტ ენაზეა განთავსებული.

  • რას ამბობენ სხვები?
    გამოიღვიძეთ! — 2010 | აგვისტო
    • რას ამბობენ სხვები?

      საფრანგეთი. „იეჰოვას მოწმეები კანონმორჩილი მოქალაქეები არიან . . . ისინი საფრთხეს არ უქმნიან საზოგადოებას. მოწმეები მუშაობენ, გადასახადებს იხდიან, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში იღებენ მონაწილეობას და ქველმოქმედებას ეწევიან. ერთობ სასიამოვნო სანახავია, როცა ერთად შეკრებილ სხვადასხვა რასისა და წარმოშობის ადამიანებს მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან . . . ყველა რომ იეჰოვას მოწმე ყოფილიყო, ჩვენ, პოლიციელები საჭირო აღარ ვიქნებოდით“, — თქვა საფრანგეთის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

      უკრაინა. „იეჰოვას მოწმეები თავიანთ შვილებს მაღალზნეობრივ პრინციპებს უნერგავენ. ისინი ასწავლიან მათ, მოერიდონ ისეთ საქციელსა თუ თვალსაზრისს, რაც დღევანდელი ქვეყნიერებისთვისაა მისაღები. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნებათ როგორც თავად ბავშვებს, ისე სხვებს. მოწმეები შვილებს აფრთხილებენ იმ საშიშროების შესახებ, რაც თან ახლავს ნარკოტიკებისა თუ ალკოჰოლის გამოყენებას და სიგარეტის მოწევას. მათ კარგად იციან პატიოსნებისა და შრომის ფასი . . . იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან შვილებს, განივითარონ კარგი თვისებები, პატივი სცენ მთავრობის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, არ ხელყონ სხვისი საკუთრება და იყვნენ კანონმორჩილი მოქალაქეები“, — აღნიშნულია პროფესორ პეტრო იაროცკის მიერ გამოცემულ წიგნში „უკრაინის რელიგიის ისტორია“.

      იტალია. „ოლიმპიურ სტადიონზე გუშინ ასეთი სურათი ვნახე — იქ შეკრებილი ოცდაათი ათასი კაცი სულგანაბული უსმენდა პროგრამას . . . არსად არაფერი ეყარა, არ იყო ხმაური და ყვირილი . . . არავინ ლაპარაკობდა ხელების ქნევით, არსად ეყარა სიგარეტის ნამწვი და ალკოჰოლური სასმელების ქილები. დამსწრეებს ბიბლიები ჰქონდათ გადაშლილი და ჩანაწერებს აკეთებდნენ. ბავშვებიც წყნარად ისხდნენ“, — აღნიშნა, ლუნიტამ, რომელმაც რეპორტაჟი გააკეთა რომში გამართული იეჰოვას მოწმეების კონგრესის შესახებ.

      დიდი ბრიტანეთი. „ქალაქ ჩელტნემის არქიდიაკვანმა თქვა, რომ [ანგლიკანურ ეკლესიას] ისეთივე ერთგული ხალხი სჭირდება მთელ მსოფლიოში, როგორებიც იეჰოვას მოწმეები არიან“, — ეწერა გლოსტერის ეპარქიის მიერ გამოცემულ გაზეთში (The Gazette).

      ნიდერლანდები. ქალაქ ლეუვარდენში სამეფო დარბაზის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხმა იეჰოვას მოწმეებს ასეთი შინაარსის წერილი მისწერა: „გვინდა შეგაქოთ იმის გამო, რომ ასე უფრთხილდებით ჩვენი ქალაქის იერსახეს. თქვენი რელიგიის წევრებს ყოველთვის სუფთად და ლამაზად აცვიათ და კარგი მანერებითაც გამოირჩევიან. ბავშვები სამაგალითოდ იქცევიან. არავინ აყენებს მანქანას კანონით აკრძალულ ადგილებში და არავინ ყრის ნაგავს ქუჩაში; სამეფო დარბაზის ტერიტორია ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებულია. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ დიდხანს იქნებით ჩვენი მეზობლები. გვიხარია, რომ ასეთი კარგები ხართ!“

      მექსიკა. ერთ გაზეთში ალიო მასფერერმა, ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული სკოლის პროფესორმა, აღნიშნა, რომ მოწმეები ისეთ ხალხს ეხმარებიან, ვისაც ოჯახში დაძაბულობა აქვს, ვინც გაუპატიურებისა თუ სხვაგვარი შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდება და ვინც ბოროტად იყენებს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს“. იგი ამბობს, რომ მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის შედეგად, „ბევრმა, ვისაც ღირსების გრძნობა ჰქონდა შელახული, საკუთარი თავის პატივისცემა ისწავლა. ისინი ასრულებენ ღვთის ნებას, რის წყალობითაც უამრავ პრობლემას ირიდებენ თავიდან“ (Excélsior).

      ბრაზილია. ერთ გაზეთში ნათქვამი იყო: „იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ყველასგან გამორჩეულია. მათი თაყვანისცემის ადგილები ყოველთვის სუფთაა. ყველაფერი შესანიშნავადაა ორგანიზებული . . . ადგილები, სადაც განსაკუთრებული ღონისძიებები იმართება, პროგრამის დასრულების შემდეგ გაცილებით სუფთაა, ვიდრე მანამდე იყო. მოხსენებების დროს ისეთი სიწყნარეა, რომ ჩამიჩუმი არ ისმის. არავინ ეჯახება ერთმანეთს. მოწმეები კარგი მანერებით გამოირჩევიან . . . ეს მართლაც ორგანიზებული რელიგიაა. მათ იციან, როგორ სცენ ღმერთს თაყვანი“ (Comércio da Franca).

      იეჰოვას მოწმეები დარწმუნებულები არიან, რომ შემოქმედმა ყველაზე კარგად იცის, რა პრინციპებით უნდა იცხოვრონ ადამიანებმა (ესაია 48:17, 18). ამიტომ, ისინი თავიანთი კარგი საქციელით სხვების შექებას იმსახურებენ და ამგვარად ღმერთს განადიდებენ. იესომ თქვა: „თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“ (მათე 5:16).

      [Blurb on page 4]

      „იეჰოვას მოწმეები თავიანთ შვილებს მაღალზნეობრივ პრინციპებს უნერგავენ . . . და ასწავლიან, იყვნენ კანონმორჩილი მოქალაქეები“

      [Blurb on page 5]

      „ . . . ერთად შეკრებილ სხვადასხვა რასისა და წარმოშობის ადამიანებს მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან“

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება