-
მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხსღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
9. რა დასკვნამდე მივიდნენ შობასთან დაკავშირებით ბიბლიის მკვლევრები?
9 ბიბლიის მკვლევრებმა საფუძვლიანად გამოიკვლიეს შობის დღესასწაული და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შობის საწყისები და ტრადიციები ღმერთს შეურაცხყოფს. 1927 წლის 14 დეკემბრის „ოქროს ხანაში“ დაიბეჭდა სტატია „შობის წარმოშობა“, რომელშიც აღინიშნა, რომ შობა დროსტარებაზე გათვლილი და კერპთაყვანისმცემლობაზე აგებული წარმართული დღესასწაული იყო. მასში გასაგებად ეწერა, რომ ქრისტეს თავისი მიმდევრებისთვის შობის აღნიშვნა არ დაუბარებია. სტატია მწვავე შენიშვნით მთავრდებოდა: „ის ფაქტი, რომ ქვეყნიერების, ხორცისა და თვით ეშმაკის სურვილი ამ დღესასწაულის აღნიშვნა და მისი უკვდავყოფაა . . . საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ იეჰოვას მიძღვნილმა მსახურებმა ის აღარ აღნიშნონ“. გასაკვირი არ არის, რომ იმ წლის დეკემბრიდან ბეთელის ოჯახს შობა აღარ უზეიმია.
10. ა) რა დამატებითი მამხილებელი ფაქტები გახდა ცნობილი ბიბლიის მკვლევრებისთვის 1928 წლის დეკემბერში? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „შობა, მისი დასაბამი და მიზანი“). ბ) რა გაიგო ღვთის ხალხმა სხვა მიუღებელი დღესასწაულების შესახებ? (იხ. ჩარჩო „მხილებულია სხვა დღესასწაულები“).
10 მომდევნო წელს ბიბლიის მკვლევრებისთვის შობის სხვა მამხილებელი ფაქტებიც გახდა ცნობილი. 1928 წლის 12 დეკემბერს რადიოთი გადაიცა მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომლის, რიჩარდ ბარბერის მოხსენება შობის დღესასწაულის წარმართულ დასაბამზე. როგორ გამოეხმაურა ღვთის ხალხი მთავარი სამმართველოდან მიღებულ ამ მკაფიო მითითებას? ჩარლზ ბრანდლინი, რომელმაც შობის აღნიშვნა ოჯახთან ერთად შეწყვიტა, იხსენებდა: „წარმართული ტრადიციების მიტოვება საერთოდ არ გაგვჭირვებია . . . ეს ისე იყო, თითქოს ჭუჭყიანი ტანსაცმელი გაგვეძროს და გადაგვეგდოს“. მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა ჰენრი კანტუელს, რომელიც მოგვიანებით მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა. ის იხსენებდა: „გვიხაროდა, რომ ჩვენი სიყვარული იეჰოვას რაღაცის დათმობის ხარჯზე დავუმტკიცეთ“. ქრისტეს ერთგული მიმდევრები მზად იყვნენ, შეეცვალათ შეხედულებები და უარი ეთქვათ იმ დღესასწაულზე, რომელიც სათავეს უწმინდური თაყვანისმცემლობიდან იღებსd (იოან. 15:19; 17:14).
-