საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ ხდება სამეფოს საქმიანობის დაფინანსება
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • რას ხმარდება შემოსული თანხა?

      17—19. ახსენით, როგორ ხმარდება შესაწირავები ა) მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას, ბ) მთელ მსოფლიოში სამეფო დარბაზების მშენებლობას და გ) კრების საჭიროებებს.

      17 მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა. შესაწირავებით იფარება მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ხარჯები. ამაში შედის მსოფლიო მასშტაბით ლიტერატურის გამოცემა და ტრანსპორტირება, ფილიალების მშენებლობა და მოვლა-პატრონობა და სხვადასხვა თეოკრატიული სკოლის ჩატარება. გარდა ამისა, შესაწირავები ხმარდება მისიონერების, მიმომსვლელი ზედამხედველებისა და სპეციალური პიონერების ხარჯების დაფარვასა და სტიქიური თუ სხვა უბედურების დროს დაზარალებული და-ძმების დახმარებას.d

      18 მთელ მსოფლიოში სამეფო დარბაზების მშენებლობა. კრებებს შესაძლებლობა აქვთ, შეწირული თანხა გამოიყენონ სამეფო დარბაზის ასაშენებლად და გასარემონტებლად. შესაწირავებით შესაძლებელი ხდება სხვა სამეფო დარბაზების აშენება.e

      19 კრების საჭიროებები. შეწირული თანხები ხმარდება სამეფო დარბაზის მოვლა-პატრონობას. უხუცესებმა შეიძლება კრებას შემოსული შესაწირავის ნაწილის ფილიალში გაგზავნა შესთავაზონ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად. ამ დროს უხუცესები კრებას რეზოლუციის მიღებას სთავაზობენ. თანხმობის მიღების შემდეგ ისინი თანხას ფილიალში აგზავნიან. ყოველ თვე ფინანსებზე პასუხისმგებელი ძმა ამზადებს საფინანსო ანგარიშს, რომელიც კრების წინაშე იკითხება.

  • როგორ ხდება სამეფოს საქმიანობის დაფინანსება
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • რას ხმარდება ჩვენი შესაწირავები?

      შესაწირავები ხმარდება მხოლოდ სამეფოს ინტერესებს

      1. ლიტერატურა სხვადასხვა ფორმატით

        გამომცემლობა

        ლიტერატურის დაბეჭდილი თუ ელექტრონული ფორმატით გამოცემა და ტრანსპორტირება

      2. დასუფთავებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო აღჭურვილობა

        ადგილობრივი კრების საჭიროებები

        სამეფო დარბაზების კომუნალური გადასახადები, ტექნიკური მომსახურება და კრების რეზოლუციებიf

      3. მოხალისეები მშენებარე სამეფო დარბაზის წინ

        სამეფო დარბაზების მშენებლობა

        1999—2013 წლებში 24 500-ზე მეტი სამეფო დარბაზი აშენდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში

      4. სტიქიური უბედურების ადგილას ჰუმანიტარული დახმარების მიტანა

        დაზარალებულთა დახმარება

        (იხ. ჩარჩო „უბედურების დროს“ მე-20 თავში)

      5. ორი და ქადაგებს

        სპეციალური სრული დროით მსახურები

        ძირითადი ხარჯების დაფარვა — დაბინავება, საკვები და ჯანდაცვა

        • მიმომსვლელი ზედამხედველები

        • სპეციალური პიონერები

        • მისიონერები

        • საერთაშორისო მშენებლები და სამეფო დარბაზების მშენებლები

        • ბეთელელები

      6. ექსკავატორი მუშაობს სამშენებლო ობიექტზე

        ფილიალები და მთარგმნელობითი ოფისები

      7. უზარმაზარი სტადიონი

        კონგრესები

      8. მოსწავლეები თეოკრატიულ სკოლაში

        თეოკრატიული სკოლები

      f იეჰოვას მოწმეების მიერ შესაწირავების გაღება ადგილობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სხვადასხვანაირად ხდება

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება