ცრუ ბრალდებისთვის წინააღმდეგობის გაწევა საფრანგეთში
სულ ახლახან საფრანგეთში იეჰოვას მოწმეებზე ცრუ ბრალდებების ნაკადი გადმოინთხა. ევროპასა და იაპონიაში რელიგიურ სექტებთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევების სარგებლობით საინფორმაციო წყაროები დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებდნენ იეჰოვას მოწმეებზე. მათ უმართებულოდ აღწერდნენ, როგორც ერთ-ერთ დიდ და ყველაზე საშინელ სექტას.
საქმის გამოსწორების მცდელობით იეჰოვას მოწმეებმა გამოაქვეყნეს ტრაქტატი, რომელიც პასუხობდა ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: ვინ არიან იეჰოვას მოწმეები? ქრისტიანები არიან? იყენებენ თუ არა სამედიცინო მკურნალობას? რატომ დადიან კარდაკარ? როგორ ფინანსდება მათი საქმიანობა? რა სარგებლობა მოაქვთ იეჰოვას მოწმეებს საზოგადოებისთვის?
ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებული საინფორმაციო ტრაქტატის სათაური იყო „იეჰოვას მოწმეები — რა უნდა იცოდეთ“. რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ტრაქტატის მისაცემად ორგანიზებული იყო კამპანია. 1996 წლის 13 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით გავრცელებულ იქნა ცხრა მილიონზე მეტი ტრაქტატი.
ამ ტრაქტატმა მრავალზე, მათ შორის ოფიციალურ პირებზეც მოახდინა შთაბეჭდილება. „მაშფოთებს, როცა იეჰოვას მოწმეებს აკრიტიკებენ, — წერდა რეგიონალური საბჭოს წევრი ტრაქტატის წაკითხვის შემდეგ. — არაერთხელ დამიფასებია თქვენი საქმიანობის ქველმოქმედი და უანგარო ხასიათი“. ტრაქტატზე გამოხმაურების შედეგად ევროპის პარლამენტის წევრმა დაწერა: „ადამიანთა უმეტესმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის და ხედავს განსხვავებას სექტებსა და ქრისტიანთა იმ ჯგუფს შორის, რომლის ნაწილსაც თქვენ წარმოადგენთ“.
ბრეტანში ერთმა იეჰოვას მოწმემ ტრაქტატი მღვდელს შესთავაზა, რომელმაც დაუყოვნებლივ აიღო. „ვაქებ თქვენს საქმეებს, — თქვა მღვდელმა. შემდეგ დაამატა: — მრევლსაც ვამხნევებ სახლში თქვენი მიღებისა და ერთი ჭიქა ყავის შესათავაზებლად. მსახურებაში შემხვედრებისთვის იმის თქმაც შეგიძლიათ, რომ ჩემს სახლში იყავით. მსურს შეგატყობინოთ, რომ თქვენი პუბლიკაციების წაკითხვაც ძალიან მომწონს“.
ტრაქტატის მიღების შემდეგ ელზასელმა პროტესტანტმა მამაკაცმა მისწერა საგუშაგო კოშკის საზოგადოებას და ბიბლიის შესწავლა სთხოვა. ის წერდა: „ეკლესიისადმი ნდობადაკარგული მე ახალ სულიერ გზაზე დადგომას შევყურებ“. საფრანგეთში — სინამდვილეში, დედამიწის ყველა კუთხეში — იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ დროდადრო მიმართული ცრუ ბრალდებების მიუხედავად, გააგრძელე ადამიანთათვის დახმარების აღმოჩენა, რათა მიიღონ ღვთის განზრახვებთან დაკავშირებული ზუსტი შემეცნება, რომელიც ბიბლიაშია მოცემული (2 ტიმოთე 3:16, 17).