საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საბჭოთა კავშირის თავდასხმის მთავარი სამიზნე
    გამოიღვიძეთ! — 2001 | მაისი 8
    • ზრდის საწინააღმდეგო მცდელობები

      დროთა განმავლობაში, იეჰოვას მოწმეების მოღვაწეობის შესაჩერებლად საბჭოთა მთავრობამ სხვა მეთოდებს მიმართა. ვინაიდან და რადგანაც სასტიკმა დევნა-შევიწროებამ სასურველი შედეგები არ გამოიღო, ცრუ პროპაგანდის კარგად შემუშავებული პროგრამა აამოქმედეს. გამოუშვეს წიგნები, ფილმები, რადიოპროგრამები, სუკ-ის გაწვრთნილი აგენტებიც შეაპარეს კრებებში — ყველა ხერხს მიმართეს.

      მოწმეების შესახებ ფართოდ გავრცელებული არასწორი წარმოდგენის გამო ბევრი შიშითა და უნდობლობით უყურებდა მათ, როგორც 1982 წლის აგვისტოს „რიდერზ დაიჯესტში“ (კანადური გამოცემა) გამოქვეყნებული ერთი სტატიიდანაც ჩანს. სტატიის ავტორი, რუსი მამაკაცი, ვლადიმერ ბუკოვსკი, რომელსაც 1976 წელს ინგლისში იმიგრირების უფლება მისცეს, წერდა: „ერთ საღამოს ლონდონში ერთ-ერთ შენობაზე შევამჩნიე აბრა წარწერით: იეჰოვას მოწმეები . . . მეტი ვეღარაფერი წავიკითხე, გავშტერდი, თითქმის პანიკაში ჩავვარდი“.

      ვლადიმერმა ახსნა, თუ რატომ იყო ის ასე შეშინებული: „ისინი სექტანტები არიან, რომლებითაც ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში ბავშვებს აშინებს . . . ნამდვილ მოწმეებს სსრკ-ში მხოლოდ ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში შეხვდებით. და აი ახლა მე ამ აბრის პირისპირ ვიდექი. შევიდოდა კი ვინმე შიგნით და მიესალმებოდა მათ მეგობრულად?“ — იკითხა მან. თავისი შეშფოთების მიზეზის ხაზგასასმელად ვლადიმერმა დასძინა: „ჩვენს ქვეყანაში მოწმეებს ისეთივე გააფთრებით დასდევენ, როგორც მაფიას, და ისინი საიდუმლოების იმავე ბურუსით არიან მოცული, როგორითაც — მაფიოზები“.

      სასტიკი დევნისა და ცრუ პროპაგანდის მიუხედავად, მოწმეები გულმოდგინედ განაგრძობდნენ საქმიანობას და რიცხობრივად იზრდებოდნენ. საბჭოთა პერიოდში გამოცემულ ისეთ წიგნებში, როგორიცაა, მაგალითად, 1978 წელს გამოქვეყნებული წიგნი «იეჰოვას მოწმეთა „ჭეშმარიტებანი“», რომლის ტირაჟიც რუსულ ენაზე 100 000 ეგზემპლარს ითვლიდა, მოწმეების წინააღმდეგ მიმართული გაძლიერებული პროპაგანდის წამოწყება იყო შემოთავაზებული. ავტორი ვ. კონიკი, რომელმაც აღწერა, თუ როგორ ქადაგებდნენ მოწმეები მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, რჩევას იძლეოდა: „საბჭოთა რელიგიათმცოდნეებმა იეჰოვას მოწმეთა სწავლებების უარსაყოფად უფრო ეფექტური მეთოდები უნდა გამოძებნონ“.

  • საბჭოთა კავშირის თავდასხმის მთავარი სამიზნე
    გამოიღვიძეთ! — 2001 | მაისი 8
    • [ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

      „არმაგედონი“ საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმი

      იეჰოვას მოწმეებისადმი უნდობლობის გაჩენის მიზნით საბჭოთა კავშირში გამოუშვეს ფილმი, სახელწოდებით „არმაგედონი“. მასში საბჭოთა ჯარში მომსახურე ბიჭისა და მოწმეებში შეტყუებული გოგონას მოგონილი სასიყვარულო ისტორია იყო აღწერილი. ფილმის დასასრულს გოგონას უმცროსი და იღუპება უბედური შემთხვევით, რომელშიც მოწმე უხუცესს მიუძღვის ბრალი. უხუცესი ფილმში ამერიკის ჯაშუშად არის წარმოდგენილი.

      მაყურებლებში აღელვებისა და აღშფოთების გამომწვევი ფილმის კომენტირებისას უკრაინული გაზეთის, „წითელი ალმის“, 1963 წლის 14 მაისის გამოცემაში ნათქვამი იყო: „ამგვარად წარმოდგენილი ათეისტური პროპაგანდა ეფექტური და დამაჯერებელია, და ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვეყნის სხვადასხვა სოფელში, სადაც მსგავს ფილმებს უჩვენებენ“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება