-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ქადაგება სამოურ ყაიდაზე
„იმ წლებში ქადაგება განსაკუთრებით დიდ სიხარულს გვანიჭებდა, — იხსენებს კაროლაინი, კანადელი პიონერი, რომელიც 1960 წელს უალეს პედროს გაჰყვა ცოლად. — თითქმის ყველა სახლში მოიძებნებოდა ისეთი ადამიანი, ვისაც ბიბლია აინტერესებდა. ბიბლიის შესწავლის დაწყება ძალიან ადვილი იყო, ხშირად შესწავლას მთელი ოჯახი ესწრებოდა.
განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა მოშორებულ სოფლებში ქადაგება. სოფლის ბავშვები ერთი კარიდან მეორემდე მოგვყვებოდნენ და ჩვენს შეთავაზებებს ყურადღებით ისმენდნენ. შემდეგ წინ გარბოდნენ და მობინადრეს ჩვენი მისვლის ამბავსა და ჩვენი საუბრის თემას ატყობინებდნენ, ისინი იმასაც კი ეუბნებოდნენ, რომელ მუხლს წავუკითხავდით. ამიტომ რამდენიმე შეთავაზება გვქონდა ხოლმე მზად“.
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
კაროლაინ პედრო ამბობს: „ერთმანეთს კარგად ვეცნობოდით, რაც იმაში გვეხმარებოდა, რომ უკეთ დაგვეკმაყოფილებინა მათი სულიერი მოთხოვნილებები“.
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
იქაურები კარგად ერკვეოდნენ ბიბლიაში, ამიტომ ამ თემაზე ხანგრძლივი საუბრები ჩვეულებრივი რამ იყო. „ასეთი განხილვების წყალობით ბევრ ბიბლიურ საკითხს უფრო ღრმად ჩავწვდი, — ამბობს კაროლაინი.
-