-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
სარაიონო ზედამხედველი, ლეონარდ (ლენი) ჰელბერგი, რომელიც იმ წელს ჩავიდა პაგო-პაგოში, ყვება:
„მისიონერთა დიდი ბინა ძველი მაღაზიის თავზე იყო; მის ერთ მხარეს პატარა ნაკადული მოჩუხჩუხებდა. იქვე ბარი იყო, სადაც საღამოობით მეზღვაურები ერთობოდნენ. როცა ბარიდან ჩხუბის ხმა გამოვიდოდა, პოლიციის უფროსი უმალ იქ ჩნდებოდა ხოლმე. ტანდაბალი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი კაცი, ბრბოში შევარდებოდა და პირში სიგარაგაჩრილი მუშტებს აქეთ-იქით იქნევდა; აი ასე აშოშმინებდა ის აყალმაყალის ამტეხთ. მისიონერთა სახლის ეზოს უკან, ეკლესიიდან ისმოდა მღვდლის ქადაგება, როგორ აშინებდა ხალხს ჯოჯოხეთის ცეცხლით. სახლის წინა აივნიდან კარგად მოჩანდა ბანკი, სადაც თვეში ერთხელ ხელფასის ასაღებად მოსული ხალხი ჩოჩქოლებდა ხოლმე. ხალხში ირეოდნენ ეკლესიის მსახურები, რომლებიც იმის შიშით, რომ მრევლს აღებული ფული არ დაეხარჯა, დიდი მონდომებით აგროვებდნენ მეათედს“.
სულაც არ არის გასაკვირი, რატომ ავლენდა ხალხი ბიბლიისადმი ინტერესს. ლენი განაგრძობს: „ერთი მისიონერი მისიონერთა სახლის წინ საპარიკმახეროში დილის ექვს საათზე ატარებდა ბიბლიის შესწავლას პარიკმახერთან სამუშაოს დაწყებამდე. შემდეგ კი, როცა პურის საყიდლად მიდიოდა, პურის მცხობელთან ატარებდა შესწავლას. მოგვიანებით ეს ძმა ქალაქის მოედანზე პატიმრებს ასწავლიდა ბიბლიას“.
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ძმა ლენი ამერიკის სამოაში 4 კვირა დარჩა. ამ დროის განმავლობაში მან 15-ჯერ აჩვენა ეს ფილმი სულ 3 227 კაცს. ფილმს დღეში საშუალოდ 215 ადამიანი ნახულობდა.
«ფილმის ჩვენებამდე სოფელ-სოფელ დავდიოდით, ყველა გამვლელს სარეკლამო ფურცელს ვთავაზობდით და ვიძახდით: „ამ საღამოს ფილმია — უფასოდ“, თან იმ სოფლის სახელს ვამბობდით, სადაც ფილმი უნდა გვეჩვენებინა».
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ლენი ამბობს: „მათი გულმოდგინე მსახურებისა და მოსახლეობის გულწრფელი ინტერესის შედეგად, 60-იანი წლების მეორე ნახევრისთვის ფაგატოგოში თითქმის ყველა ოჯახში ტარდებოდა ბიბლიის შესწავლა. გარდა ამისა, თვეში ერთხელ მოწმეები ყველა სახლში ხელახლა მიდიოდნენ“.
შეუპოვრად ქადაგებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ბიბლიამ მოსახლეობაზე დიდი გავლენა მოახდინა. „ყველამ იცოდა, რომ დედამიწაზე იქნებოდა მარადიული სიცოცხლე, რომ ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი არ არსებობდა, და რომ მკვდრები ვერაფერს გრძნობდნენ. ეს ყველაფერი ხალხმა ეკლესიაში კი არ ისწავლა, იეჰოვას მოწმეებისგან გაიგო; და ეს იმის შედეგად, რომ თითოეულს პირადად ვესაუბრებოდით, მათი ბიბლიები გვქონდა გადაშლილი და ერთად ვმსჯელობდით“, — აღნიშნა ლენმა.
-