-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
„გალაადის“ კურსდამთავრებულები
1955 წლის 4 თებერვალს ამერიკის სამოაში შეერთებული შტატებიდან ორი წყვილი ჩავიდა, პოლ და ფრანსის ევანსები და გორდონ და პატრიცია სკოტები. ისინი ფაგატოგოს მისიონერთა სახლში, მხიარული მეზობლების გვერდით დასახლდნენ. სარაიონო ზედამხედველი, ლეონარდ (ლენი) ჰელბერგი, რომელიც იმ წელს ჩავიდა პაგო-პაგოში, ყვება:
„მისიონერთა დიდი ბინა ძველი მაღაზიის თავზე იყო; მის ერთ მხარეს პატარა ნაკადული მოჩუხჩუხებდა. იქვე ბარი იყო, სადაც საღამოობით მეზღვაურები ერთობოდნენ. როცა ბარიდან ჩხუბის ხმა გამოვიდოდა, პოლიციის უფროსი უმალ იქ ჩნდებოდა ხოლმე. ტანდაბალი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი კაცი, ბრბოში შევარდებოდა და პირში სიგარაგაჩრილი მუშტებს აქეთ-იქით იქნევდა; აი ასე აშოშმინებდა ის აყალმაყალის ამტეხთ. მისიონერთა სახლის ეზოს უკან, ეკლესიიდან ისმოდა მღვდლის ქადაგება, როგორ აშინებდა ხალხს ჯოჯოხეთის ცეცხლით. სახლის წინა აივნიდან კარგად მოჩანდა ბანკი, სადაც თვეში ერთხელ ხელფასის ასაღებად მოსული ხალხი ჩოჩქოლებდა ხოლმე. ხალხში ირეოდნენ ეკლესიის მსახურები, რომლებიც იმის შიშით, რომ მრევლს აღებული ფული არ დაეხარჯა, დიდი მონდომებით აგროვებდნენ მეათედს“.
სულაც არ არის გასაკვირი, რატომ ავლენდა ხალხი ბიბლიისადმი ინტერესს. ლენი განაგრძობს: „ერთი მისიონერი მისიონერთა სახლის წინ საპარიკმახეროში დილის ექვს საათზე ატარებდა ბიბლიის შესწავლას პარიკმახერთან სამუშაოს დაწყებამდე. შემდეგ კი, როცა პურის საყიდლად მიდიოდა, პურის მცხობელთან ატარებდა შესწავლას. მოგვიანებით ეს ძმა ქალაქის მოედანზე პატიმრებს ასწავლიდა ბიბლიას“. წლის ბოლოს მისიონერებს დაახლოებით 60 ბიბლიის შესწავლა ჰქონდათ 200-ზე მეტ ადამიანთან.
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ბევრი ისე დაინტერესდა, რომ სანამ მოწმეები მიაკითხავდნენ, თავად მიდიოდნენ მისიონერთა სახლში. მისიონერები სხვადასხვა ოთახში ერთდროულად რამდენიმე შესწავლას ატარებდნენ. როგორც კი ერთი ჯგუფი დაამთავრებდა შესწავლას, მეორე ჯგუფი მოდიოდა. „ფილმის ტყვეობაში მყოფი ხალხი იეჰოვას მოწმეებთან წლების შემდეგაც განაგრძობდა ურთიერთობას“, — იხსენებს რონ სელარსი.
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
მეორე დღეს, სკოლის ბიბლიოთეკაში მოულოდნელად ძმა პოლ ევანსი შემოვიდა. მიხვდა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და მითხრა: „წამოდი მისიონერთა სახლში და იქ ვილაპარაკოთ“. მისიონერებმა თბილად მიმიღეს და საცხოვრებელიც შემომთავაზეს. წლის ბოლოს მოვინათლე.
სკოლის დამთავრების შემდეგ მისიონერებთან ერთად პიონერად ვმსახურობდი.
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
მადლიერი ვარ მისიონერების მათი კარგი მაგალითისთვის. მათ იეჰოვა შემაყვარეს! ამ სიყვარულს დღემდე გულით ვატარებ!
-