საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სამოა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • წინსვლა ამერიკის სამოაში

      სანამ 1954 წელს რონისა და დოლის ვიზებს ვადა გაუვიდოდა, რონმა გადაწყვიტა, ავსტრალიაში დაბრუნების ნაცვლად ამერიკის სამოაში ცხოვრების უფლება მიეღო. «„როცა ამერიკის სამოას იუსტიციის მინისტრს შევხვდი, მითხრა, რომ იცოდა, რატომაც არ გაგვიგრძელეს ვიზა სამოაში. მან დამამშვიდა, „ბატონო სელარს, ამერიკის სამოაში რელიგიის თავისუფლებაა, ამიტომ გარწმუნებთ, ვიზას მიიღებთო“».

      რონი და დოლი 1954 წლის 5 იანვარს ჩავიდნენ პაგო-პაგოში (ამერიკის სამოა). იუსტიციის მინისტრმა რონის სთხოვა, დროდადრო მისულიყო მასთან, რათა იეჰოვას მოწმეებს უკეთ გასცნობოდა. რამდენჯერმე მათ შორის ბიბლიურ თემებზე კარგი საუბარი გაიმართა.

      იანვრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა რონი და დოლი სახლში სადილზე მიიპატიჟა. სადილზე მიწვეულები იყვნენ ადგილობრივი კათოლიკე მღვდელიც და ლონდონის მისიონერული საზოგადოების პასტორიც, ამიტომ მათ შორის საინტერესო მსჯელობა გაიმართა. რონი იხსენებს: «წამოსვლისას მინისტრმა ყველას მადლობა გადაგვიხადა და გვითხრა: „ვფიქრობ, დღევანდელ საუბარში მისტერ და მისის სელარსებმა იმარჯვეს“. ამის შემდეგ, მალე იქ დამკვიდრების უფლება მივიღეთ. მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა მაცნობა, რომ მთავრობა სიამოვნებით მიიღებდა სხვა იეჰოვას მოწმე მისიონერებსაც, რის შესახებაც დაუყოვნებლივ შევატყობინე ავსტრალიის ფილიალს».

      ამერიკის სამოაში პირველი, ვინც იეჰოვას თავი მიუძღვნა, 19 წლის ტოკელაუელი უალეს პედრო იყო. მისმა ნათესავმა, ლიდიამ, რომელიც სპეციალურ პიონერად მსახურობდა ფიჯიზე, 1952 წელს უალესის უფროს ძმას დაუტოვა წიგნი „დაე, მართალი იყოს ღმერთი“. უალესმა ეს წიგნი თავისი ძმის სახლში ნახა და ყურადღებით წაიკითხა.

      1954 წელს რონიმ და დოლიმ პედროების ოჯახი გაიცნეს და უალესის უფროს და-ძმასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. უალესს სწამდა იეჰოვა ღმერთი, თუმცა რელიგიას ეჭვის თვალით უყურებდა, რის გამოც შესწავლის დაწყებისგან თავს იკავებდა. დროთა განმავლობაში ის დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტება იეჰოვას მოწმეებთან იყო და ფაგატოგოში რეგულარულად დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება. მან სულიერად სწრაფად წაიწია წინ და 1955 წლის 30 აპრილს პაგო-პაგოს ნავსადგურში მოინათლა.

      1955 წლის იანვარში, რონისა და დოლის ჩასვლიდან ზუსტად ერთ წელიწადში, ქალაქ ფაგატოგოს ერთ მოკრძალებულ სახლში შვიდი კაცი ესწრებოდა შეხვედრებს. ამ სახლში ავეჯი თითქმის არ იდგა და ყველა იატაკზე იჯდა. მალე რონის და დოლის სამი ახალი დაინტერესებული შეუერთდა სამქადაგებლო მსახურებაში. ეს „მცირე წამოწყების დღე“ იყო, რასაც საოცარი ზრდა უნდა მოჰყოლოდა.

  • სამოა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • [ჩარჩო⁄სურათი 87 გვერდზე]

      „ყოველი დღე სიხარული იყო ჩემთვის“

      რონალდ სელარსი

      დაიბადა: 1922 წელს

      მოინათლა: 1940 წელს

      მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: რონალდი და მისი მეუღლე, ოლივი (დოლი) 1953 წელს სამოაში სპეციალურ პიონერებად ჩავიდნენ. რონიმ 1961 წელს დაამთავრა სკოლა „გალაადი“. ის დღემდე სპეციალურ პიონერად მსახურობს ამერიკის სამოაში.

      როდესაც სამოაში ვიზის გაგრძელებაზე უარი გვითხრეს, მე და დოლი ამერიკის სამოაში გადავედით. გემმა პაგო-პაგოს მიყრუებულ ნავსადგურში დილის 3 საათზე მიგვიყვანა. პაგო-პაგოში ერთადერთი მაუწყებლები ჩვენ ვიყავით; ჯიბეში მხოლოდ 12 დოლარი გვედო. იმავე დღეს ერთმა კაცმა, რომლის შვილიც ადრე ბიბლიას სწავლობდა, თავშესაფარი მოგვცა. ყველას ერთ ოთახში გვეძინა, სადაც ფარდაც კი არ იყო. ძალიან გვინდოდა, სხვა სახლში გადავსულიყავით, მაგრამ საცხოვრებლის ძიების ნაცვლად, მეორე დღესვე მეზობელთან ქადაგება დავიწყეთ.

      რამდენიმე კვირის შემდეგ სოფელ ფაგატოგოს მაღაზიის თავზე ერთი დიდი ბინა ვიქირავეთ. იქიდან პაგო-პაგოს დაუსახლებელი სანაპიროსკენ შესანიშნავი ხედი იშლებოდა. ძმა ნორმა ერთხელ გვითხრა: „წყნარი ოკეანის კუნძულებზე კომფორტს არ ელოდოთ. შეიძლება საწოლის მაგივრად იატაკზე გაშლილ ლიტერატურის დაკეცილ ყუთებზე მოგიწიოთ ძილი“. მისი სიტყვები სიტყვასიტყვით აგვიხდა. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შევძელით ნორმალური საწოლის, მაგიდისა და სკამების შეძენა. ძალიან გვიხაროდა, რომ გვქონდა კუთხე, რომელსაც სახლს ვუწოდებდით.

      მეუღლე 1985 წელს გარდამეცვალა. დღემდე უმეტეს დროს ქადაგებას ვუთმობ. 50 წელზე მეტია, რაც სრული დროით ვმსახურობ. ვიხსენებ განვლილ ცხოვრებას და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველი დღე სიხარული იყო ჩემთვის.

  • სამოა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • მერე ერთგულ კანადელ პიონერ დაზე, კაროლაინ ჰინშიზე დავქორწინდი, რომელიც ფიჯიზე მსახურობდა, და ამერიკის სამოაში დავიწყეთ სპეციალურ პიონერებად მსახურება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება