საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bm ნაწილი 24 გვ. 27-28
  • ქრისტიანული კრებებისთვის მიწერილი პავლეს წერილები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ქრისტიანული კრებებისთვის მიწერილი პავლეს წერილები
  • რას გვამცნობს ბიბლია?
  • მსგავსი მასალა
  • რჩევები რწმენაზე, ქრისტიანულ საქციელსა და სიყვარულზე
    რას გვამცნობს ბიბლია?
  • ტიმოთე — „ჭეშმარიტი შვილი რწმენაში“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • პავლეს პატიმრობა რომში
    ბიბლიური მოთხრობები
  • ის, ვისზეც ყველა წინასწარმეტყველი მოწმობდა
    თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
იხილეთ მეტი
რას გვამცნობს ბიბლია?
bm ნაწილი 24 გვ. 27-28
პატიმრობაში მყოფი პავლე წერილს კარნახობს

ნაწილი 24

ქრისტიანული კრებებისთვის მიწერილი პავლეს წერილები

პავლეს წერილები ამხნევებს და აძლიერებს ქრისტიანულ კრებებს.

ახლად ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებებს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა იეჰოვას განზრახვაში. მაგრამ პირველი ქრისტიანები მალევე დიდ წინააღმდეგობას შეხვდნენ. როგორ შეხვდებოდნენ ისინი გარეშეებისგან დევნას ან თუნდაც ფარულ საფრთხეს კრების შიგნით? დარჩებოდნენ ღვთის ერთგულნი? ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში 21 წერილია, რომლებიც ერთ დროს ძალიან დაეხმარა ქრისტიანებს.

ამ წერილებიდან თოთხმეტი — „რომაელებიდან“ „ებრაელების“ ჩათვლით — მოციქულმა პავლემ დაწერა. წერილების სახელწოდებებიდან ჩანს, ვის მისწერა პავლემ ის — ცალკეულ ქრისტიანს თუ რომელიმე კრებას. განვიხილოთ ზოგიერთი საკითხი პავლეს წერილებიდან.

რჩევები ზნეობასა და ყოფაქცევაზე. მრუშები, მეძავები და სხვა მძიმე ცოდვის ჩამდენები „ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალატელები 5:19—21; 1 კორინთელები 6:9—11). ღვთის თაყვანისმცემლები ეროვნების მიუხედავად ერთსულოვნები უნდა იყვნენ (რომაელები 2:11; ეფესოელები 4:1—6). ისინი სიხარულით უნდა ეხმარებოდნენ გაჭირვებულ თანამორწმუნეებს (2 კორინთელები 9:7). „განუწყვეტლივ ილოცეთ“, — ეუბნებოდა პავლე ქრისტიანებს. მორწმუნე ადამიანები ყოველთვის გულს უნდა უშლიდნენ იეჰოვას ლოცვაში (1 თესალონიკელები 5:17; 2 თესალონიკელები 3:1; ფილიპელები 4:6, 7). თუ გვინდა, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები, რწმენით უნდა ვილოცოთ (ებრაელები 11:6).

როგორ შეიძლება, რომ ოჯახი ბედნიერი იყოს? ქმარს საკუთარი სხეულივით უნდა უყვარდეს ცოლი. ცოლი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს. შვილები მშობლებს უნდა ემორჩილებოდნენ, რადგან ეს მოსაწონია უფლისთვის. მშობლებმა შვილები სიყვარულით უნდა აღზარდონ და ღვთის პრინციპები ჩაუნერგონ (ეფესოელები 5:22—6:4; კოლოსელები 3:18—21).

ადგილები, სადაც პავლემ წერილები დაწერა

წერილების წყალობით ქრისტიანები უკეთ სწვდებიან ღვთის განზრახვას. ქრისტეს მოსვლამდე ისრაელებს მოსეს კანონი უწევდა ხელმძღვანელობას და ბევრი რამისგან იცავდა (გალატელები 3:24). მაგრამ ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მოსეს კანონის დაცვა. ებრაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლემ გარკვევით ახსნა მოსეს კანონის მნიშვნელობა და ის, თუ რა როლი შეასრულა ქრისტემ ღვთის განზრახვაში. პავლემ განმარტა, რომ ყველაფერს, რაც კანონით მოითხოვებოდა, წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, ცხოველების მსხვერპლშეწირვა განასახიერებდა იესოს მსხვერპლს, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ცოდვები მიეტევებათ (ებრაელები 10:1—4). იესოს სიკვდილით ღმერთმა გააუქმა კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება, რადგან ის მეტად აღარ იყო საჭირო (კოლოსელები 2:13—17; ებრაელები 8:13).

ახლად ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებაში პავლეს წერილს კითხულობენ

მითითებები კრების ორგანიზებისთვის. მამაკაცები, რომლებიც კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობებისკენ ისწრაფვიან, უნდა შეესაბამებოდნენ მაღალზნეობრივ ნორმებს და სულიერად მოწიფულნი უნდა იყვნენ (1 ტიმოთე 3:1—10, 12, 13; ტიტე 1:5—9). იეჰოვას თაყვანისმცემლები თანამორწმუნეებთან ერთად რეგულარულად უნდა იკრიბებოდნენ ერთმანეთის გასამხნევებლად (ებრაელები 10:24, 25). ეს შეხვედრები დასწავლებას და ერთმანეთის წახალისებას ემსახურება (1 კორინთელები 14:26, 31).

პავლემ რომში დაბრუნების შემდეგ ორი წერილი მისწერა ტიმოთეს. მოციქული ამ დროისთვის დაპატიმრებული იყო და სასამართლოს განაჩენს ელოდებოდა. მასთან მისვლა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მისი მონახულება მხოლოდ რამდენიმე გაბედულმა ქრისტიანმა მოახერხა. პავლემ იცოდა, რომ დრო ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი. მან თქვა: „ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი, სარბიელი ბოლომდე გავირბინე და რწმენა შევინარჩუნე“ (2 ტიმოთე 4:7). როგორც ჩანს, ამ წერილის დაწერიდან მალევე, პავლე სიკვდილით დასაჯეს. ღვთის ნამდვილი თაყვანისმცემლები დღესაც ხელმძღვანელობენ მისი წერილებით.

— რომაელები; 1 კორინთელები; 2 კორინთელები; გალატელები; ეფესოელები; ფილიპელები; კოლოსელები; 1 თესალონიკელები; 2 თესალონიკელები; 1 ტიმოთე; 2 ტიმოთე; ტიტე; ფილიმონი; ებრაელები

  • რას ამბობს პავლე თავის წერილებში ზნეობასა და ყოფაქცევაზე?

  • როგორ დაანახვა პავლემ თანამორწმუნეებს იესოს როლი ღვთის განზრახვაში?

  • რა მითითებები მისცა მან თანამორწმუნეებს კრების ორგანიზებისთვის?

ვინ არის აღთქმული შთამომავალი?

ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ, ღმერთმა ასეთი სიმბოლური მნიშვნელობის მქონე სიტყვები უთხრა გველს: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბადება 3:15). ბიბლია ეშმაკს „ძველ გველს“ უწოდებს (გამოცხადება 12:9). ღვთის მიერ აღთქმული შთამომავლის ანუ მხსნელის ვინაობას საუკუნეების მანძილზე წმინდა წერილებში თანდათანობით ეფინებოდა ნათელი.

ადამისა და ევას შეცოდებიდან დაახლოებით 2 000 წლის შემდეგ იეჰოვამ თქვა, რომ აღთქმული შთამომავალი აბრაამის საგვარეულო ხაზში მოვიდოდა (დაბადება 22:17, 18). საუკუნეების შემდეგ მოციქულმა პავლემ ნათელი მოჰფინა იმას, რომ შთამომავლის მთავარი წარმომადგენელი მესია ანუ იესო ქრისტე იყო (გალატელები 3:16). დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად, იესო „ქუსლში დაიგესლა“ ანუ სიკვდილით დასაჯეს. მაგრამ იესო „გაცოცხლდა სულში“, რადგან ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა ის (1 პეტრე 3:18).

ღმერთს ისიც ჰქონდა განზრახული, რომ აღთქმულ შთამომავალს სხვა წარმომადგენლებიც ჰყოლოდა. მათი რიცხვი განსაზღვრული იყო —144 000 ადამიანი (გალატელები 3:29; გამოცხადება 14:1). ისინი ზეციერი ცხოვრებისთვის უნდა აღმდგარიყვნენ და ქრისტეს თანამემკვიდრეები ყოფილიყვნენ ზეციერ სამეფოში (რომაელები 8:16, 17).

მალე იესო, ძლევამოსილი მეფე, გაანადგურებს ეშმაკის შთამომავლობას — ბოროტ ადამიანებსა და დემონებს, რომლებიც სატანას მიჰყვებიან (იოანე 8:44; ეფესოელები 6:12). იესოს მმართველობა ღვთის მორჩილ ადამიანებს მშვიდობასა და სიხარულს მოუტანს. საბოლოოდ, იესო „თავს გაუჭეჭყავს“ გველს და ამგვარად მას ბოლოს მოუღებს (ებრაელები 2:14).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება