-
ღვთის სამეფოს დაბადებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„დაინახა დრაკონმა, რომ გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე, და დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც ვაჟი შვა.
-
-
ღვთის სამეფოს დაბადებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
შეიძლება გვაინტერესებს, როგორ დევნის დედამიწაზე გადმოგდებული დრაკონი ზეცაში ქალს. ალბათ გვახსოვს, რომ ქალს დედამიწაზე შვილები ანუ შთამომავლობა ჰყავს. მოგვიანებით ამ ხილვაში ჩანს, რომ სატანა თავის რისხვას ანთხევს ქალზე და დევნის მის შთამომავლობას (გამოცხადება 12:17). შეიძლება ითქვას, რომ იმას, რასაც ქალის შთამომავლობა განიცდის დედამიწაზე, სინამდვილეში ქალიც განიცდის (შეადარეთ მათეს 25:40). დედამიწაზე იდევნებიან ქალის შთამომავლობის მხარდამჭერებიც, რომელთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდება.
ახალი ერი
24. რა გადახდათ ბიბლიის მკვლევარებს, რაც ისრაელების ეგვიპტიდან გამოყვანას ჰგავდა?
24 პირველი მსოფლიო ომის დროს იესოს ძმები თავს არ ზოგავდნენ დამოწმების საქმის ერთგულად შესასრულებლად. სატანისა და მისი გაშმაგებული მხარდამჭერებისგან გაძლიერებული დევნის მიუხედავად, ისინი მაინც განაგრძობდნენ მსახურებას, თუმცა საბოლოოდ, ბიბლიის მკვლევართა დამოწმების საქმიანობა ფაქტობრივად შეჩერდა (გამოცხადება 11:7—10).
-