-
იეჰოვა არ მიატოვებს თავის ერთგულებსსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 აგვისტო
-
-
იეჰოვა არ მიატოვებს თავის ერთგულებს
„[იეჰოვა] არ მიატოვებს თავის ერთგულებს. ისინი მარადიულად იქნებიან დაცულნი“ (ფსალმ. 37:28).
1, 2. ა) როგორ გამოიცადა ღვთის მსახურთა ერთგულება ძვ. წ. X საუკუნეში? ბ) რა და რა ვითარებაში დაიცვა იეჰოვამ თავისი ერთგული მსახურები?
ძველი წელთაღრიცხვით X საუკუნეში იეჰოვას მსახურები არჩევანის წინაშე დადგნენ. მანამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელი სამოქალაქო ომს გადაურჩა, რადგან ისრაელის მეფე რობოამმა ჩრდილოეთ ისრაელის ტომებს თავისუფლება მისცა. ჩრდილოეთ ისრაელში გამეფებულმა იერობოამმა უმალვე მიიღო ზომები თავისი ძალაუფლების გასამყარებლად და ახალ რელიგიას ჩაუყარა საფუძველი. მან თავისი ქვეშევრდომებისგან სრული მორჩილება მოითხოვა. როგორ მოიქცეოდნენ იეჰოვას მსახურები? დარჩებოდნენ ღვთის ერთგულნი? ერთგულება ათასობით ისრაელმა შეინარჩუნა. იეჰოვა კი, თავის მხრივ, მზრუნველობას არ აკლებდა მათ (1 მეფ. 12:1—33; 2 მატ. 11:13, 14).
-
-
იეჰოვა არ მიატოვებს თავის ერთგულებსსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 აგვისტო
-
-
5, 6. რა მოჰყვა სოლომონის ღალატს?
5 სიბერეში სოლომონმა უღალატა იეჰოვას და ცრუ ღმერთებს დაუწყო თაყვანისცემა (1 მეფ. 11:4—6). იგი არღვევდა იეჰოვას კანონებს და სულ უფრო და უფრო ჩაგრავდა ხალხს. ისრაელი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ სოლომონის სიკვდილის შემდეგ მის მემკვიდრეს, რობოამს თხოვნით მიმართეს, რომ მათთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა (1 მეფ. 12:4). რა რეაქცია ჰქონდა იეჰოვას, როცა სოლომონმა უღალატა?
6 ბიბლიაში ნათქვამია: „განრისხდა იეჰოვა სოლომონზე, რადგან დაშორდა მისი გული . . . ისრაელის ღმერთს, რომელიც ორჯერ ეჩვენა“. იეჰოვამ სოლომონს უთხრა: „რადგან . . . არ შეასრულე ჩემი შეთანხმება და წესები, რაც დაგიწესე, გამოგგლეჯ სამეფოს და შენს მსახურს მივცემ“ (1 მეფ. 11:9—11).
7. როგორ იზრუნა იეჰოვამ თავის ერთგულ მსახურებზე მიუხედავად იმისა, რომ სოლომონმა დაკარგა ღვთის კეთილგანწყობა?
7 იეჰოვამ ახია წინასწარმეტყველს დაავალა, მეფედ ეცხო ის, ვინც ისრაელს ჩაგვრისგან გაათავისუფლებდა. ეს იყო იერობოამი, გამოცდილი მამაკაცი, რომელიც ერთ დროს სოლომონის სამეფო კარზე მსახურობდა. თუმცა იეჰოვას არ დაურღვევია დავითთან დადებული შეთანხმება სამეფოსთვის, მან დაუშვა, რომ ისრაელის 12 ტომი ორ ნაწილად გაყოფილიყო. 10 ტომზე იერობოამი იმეფებდა, ორი ტომი კი დავითის საგვარეულო ხაზის წარმომადგენელს, რობოამს დარჩებოდა (1 მეფ. 11:29—37; 12:16, 17, 21). იეჰოვამ იერობოამსაც იგივე უთხრა: „თუ დაიცავ ყველაფერს, რასაც გიბრძანებ, ჩემი გზით ივლი, სიმართლეს გააკეთებ ჩემს თვალში, დაიცავ ჩემს წესებსა და მცნებებს, როგორც ჩემი მსახური დავითი იცავდა, შენთან ვიქნები და მტკიცე სახლს აგიშენებ, როგორც დავითს ავუშენე, და შენ მოგცემ ისრაელს“ (1 მეფ. 11:38). იეჰოვამ თავისი ხალხის საკეთილდღეოდ იმოქმედა და ჩაგვრისგან გაათავისუფლა.
-
-
იეჰოვა არ მიატოვებს თავის ერთგულებსსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 აგვისტო
-
-
11. როგორ განუდგა იერობოამი ღმერთს?
11 იერობოამის მეფობის დროს ღვთის ხალხს შვებით უნდა ამოესუნთქა. მაგრამ მეფის გადაწყვეტილებამ ისინი სერიოზული განსაცდელის წინაშე დააყენა. ამ დროს მათი ერთგულება გამოიცადა. იერობოამი არ დასჯერდა პატივსა და დიდებას და ძალაუფლების განსამტკიცებლად სხვადასხვა გზის ძებნა დაიწყო. „თუ ივლის ეს ხალხი იერუსალიმში იეჰოვას სახლში მსხვერპლის შესაწირავად, თავიანთი ბატონის, რობოამისკენ, იუდას მეფისკენ გაუწევთ გული, მე მომკლავენ და იუდას მეფეს, რობოამს დაუბრუნდებიან“, — ფიქრობდა იერობოამი. ამიტომ მან თაყვანსაცემად ორი ოქროს ხბო ჩამოასხა და ამგვარად ჩაუყარა ახალ რელიგიას საფუძველი. „ერთი ბეთელში დადგა და მეორე — დანში. სცოდავდა ხალხი; დანშიც კი ჩადიოდნენ ხბოს თაყვანსაცემად. ააშენა მან მაღლობების სახლები და დანიშნა იქ მღვდლებად ჩვეულებრივი ხალხი; ისინი არ იყვნენ ლევის შთამომავლები“. იერობოამმა დღესასწაულიც კი დაუწესა „ისრაელის ძეებს“ და „შესაწირავი შესწირა სამსხვერპლოზე, რომ შესაწირავი აებოლებინა“ (1 მეფ. 12:26—33).
12. როგორ მოიქცნენ ჩრდილოეთ სამეფოში მცხოვრები ერთგული მსახურები, როდესაც იერობოამმა ხბოს თაყვანისმცემლობა დააწესა?
12 როგორ მოიქცეოდნენ ღვთის ერთგული მსახურები, რომლებიც ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში ცხოვრობდნენ? ლევიანებმა ერთგული წინაპრების მსგავსად დაუყოვნებლივ იმოქმედეს და დატოვეს ის ქალაქები, რომლებიც მათ ეკუთვნოდათ (გამ. 32:26—28; რიცხ. 35:6—8; კან. 33:8, 9). მათ თავიანთი ქონებაც დატოვეს და ოჯახებთან ერთად იუდაში გადავიდნენ, სადაც იეჰოვას თაყვანისცემაში ხელს არავინ შეუშლიდათ (2 მატ. 11:13, 14). ზოგი ისრაელი კი, რომლებიც იუდაში დროებით ცხოვრობდნენ, აღარ დაბრუნებულა ჩრდილოეთ სამეფოში (2 მატ. 10:17). იეჰოვამ იზრუნა იმაზე, რომ ვისაც მომავალი თაობებიდან სურვილი ექნებოდა, ჭეშმარიტი ღმერთისთვის ეცა თაყვანი, ჩრდილოეთ სამეფოდან იუდაში გადასულიყო (2 მატ. 15:9—15).
-
-
იეჰოვა არ მიატოვებს თავის ერთგულებსსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 აგვისტო
-
-
16. რა დავალება მიიღო იუდაში მყოფმა წინასწარმეტყველმა?
16 იეჰოვამ ღალატისთვის იერობოამს განაჩენი გამოუტანა. მან ბეთელში მყოფ იერობოამთან თავისი წინასწარმეტყველი გაგზავნა იუდადან. როცა წინასწარმეტყველი მასთან მივიდა, იერობოამი სამსხვერპლოსთან იდგა შესაწირავის ასაბოლებლად. წინასწარმეტყველს იერობოამისთვის განაჩენი უნდა გაეცხადებინა. რა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა ადვილი დავალება (1 მეფ. 13:1—3).
17. როგორ დაიცვა იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველი?
17 იერობოამმა იეჰოვას განაჩენი რომ გაიგო, ძალიან განრისხდა. მან ხელი გაიწოდა ღვთის წინასწარმეტყველისკენ და ბრძანა: „შეიპყარით!“. მაგრამ სანამ მის ბრძანებას შეასრულებდნენ, იერობოამს „გაუხმა მისკენ გაწვდილი ხელი და უკან ვეღარ მიჰქონდა. დაიშალა სამსხვერპლო და გადაიყარა ქონნარევი ნაცარი სამსხვერპლოდან“. იერობოამი იძულებული გახდა, წინასწარმეტყველისთვის ეთხოვა, რომ მას გული მოელბო იეჰოვასთვის და ელოცა, რომ მეფეს ხელი მორჩენოდა. წინასწარმეტყველმაც შეუსრულა თხოვნა და იერობოამს ხელი მოურჩა. ასე დაიცვა იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველი (1 მეფ. 13:4—6).
-