-
ქრისტიანობის გავრცელება პირველი საუკუნის იუდეველთა შორისსაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ოქტომბერი
-
-
იერუსალიმის კრება და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ებრაელები
იაკობი, რომელიც სხვებთან ერთად ესწრებოდა შეხვედრას, სადაც სამქადაგებლო ტერიტორიები დაყვეს, იმ დროს იერუსალიმის კრებაში ზედამხედველად მსახურობდა (საქმეები 12:12, 17; 15:13; გალატელები 1:18, 19). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ის თავად იყო იმის თვითმხილველი, თუ როგორ გამოეხმაურა სამშობლოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ათასობით იუდეველი სასიხარულო ცნობას და მოინათლა (საქმეები 1:14; 2:1, 41).
მაშინ და მას შემდეგაც ათიათასობით იუდეველი ჩადიოდა იერუსალიმში ყოველწლიურ დღესასწაულებზე. ამ დროს ქალაქი ხალხით ივსებოდა და ჩასულებს მახლობლად მდებარე სოფლებში ან კარვებში უწევდათ ცხოვრება. „იუდაური ენციკლოპედიის“ თანახმად, ამ დროს პილიგრიმები არა მარტო მეგობრებს ხვდებოდნენ, არამედ თაყვანსაცემად შედიოდნენ ტაძარში, აღავლენდნენ მსხვერპლს და სწავლობდნენ თორას.
ცხადია, იაკობი და იერუსალიმის კრების სხვა წევრები იყენებდნენ ამ შესაძლებლობას და სტუმრად ჩასულ ემიგრანტ ებრაელებთან ქადაგებდნენ. შესაძლოა, მოციქულები ამას დიდი სიფრთხილით აკეთებდნენ მაშინ, როდესაც სტეფანეს მოკვლის შემდეგ „იერუსალიმის კრების საშინელი დევნა დაიწყო“ (საქმეები 8:1). ბიბლიური ცნობის თანახმად, ამ მოვლენამდე და მის შემდეგ, ქრისტიანთა გულმოდგინე ქადაგების შედეგად კრებები რიცხობრივად იზრდებოდა (საქმეები 5:42; 8:4; 9:31).
-
-
ქრისტიანობის გავრცელება პირველი საუკუნის იუდეველთა შორისსაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ოქტომბერი
-
-
ათიათასობით იუდეველი პილიგრიმი იერუსალიმში ყოველწლიურად ჩადიოდა დღესასწაულებზე. ამას ცხადყოფს საქმეების 2:9—11–ში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შესახებ ჩაწერილი ცნობა. პილიგრიმები იერუსალიმში ჩადიოდნენ პართიიდან, ელამიდან, მესოპოტამიიდან, კაპადოკიიდან, პონტოდან, აზიიდან, ფრიგიიდან, პამფილიიდან, ეგვიპტიდან, ლიბიიდან, რომიდან, კრეტიდან და არაბეთიდან.
-