საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 9. აღწერეთ სიონის გარდაქმნა.

      9 ახალი სახელის დარქმევა ზეციერი სიონის სასურველ გარდაქმნასთან არის დაკავშირებული — სიონისა, რომლის წარმომადგენლებიც მისი მიწიერი შვილები არიან. «აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება ჩემი სასურველი და შენს ქვეყანას — [„როგორც ცოლს“, აქ] დაპატრონებული, რადგან შენ ჰსურხარ უფალს და ქვეყანას [„როგორც ცოლს“, აქ] პატრონი ეყოლება» (ესაია 62:4). მიწიერი სიონი თავისი განადგურების დღიდან — ძვ. წ. 607 წლიდან — გაუკაცრიელებულია. მაგრამ იეჰოვას ნათქვამი სიტყვები არწმუნებს სიონს, რომ აღდგება და მისი ქვეყანა კვლავ დასახლებული იქნება. ერთ დროს გაპარტახებული სიონი აღარასოდეს დაემსგავსება მიტოვებულ ქალს და მისი ქვეყანა აღარასოდეს გაუკაცრიელდება. ძვ. წ. 537 წელს იერუსალიმის აღდგენა სიონის ახალ მდგომარეობაზე მიუთითებს; ეს კი აბსოლუტურად განსხვავდება მაშინდელი მდგომარეობისგან, როცა გაპარტახებული იყო. იეჰოვა აცხადებს, რომ სიონს ეწოდება „ჩემი სასურველი“, ხოლო მის ქვეყანას — „ცოლივით დაპატრონებული“ (ესაია 54:1, 5, 6; 66:8; იერემია 23:5—8; 30:17; გალატელთა 4:27—31).

      10. ა) როგორ მოხდა ღვთის ისრაელის გარდაქმნა? ბ) რა არის ღვთის ისრაელის „ქვეყანა“?

      10 ღვთის ისრაელმაც 1919 წლიდან მსგავსი ცვლილება განიცადა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ცხებული ქრისტიანები ღვთისგან უარყოფილნი ჩანდნენ. მაგრამ 1919 წელს მათი საპატიო მდგომარეობა აღდგენილ იქნა, მათი თაყვანისმცემლობა კი — განწმენდილი. ამან გავლენა მოახდინა მათ სწავლებებზე, ორგანიზაციასა და საქმიანობაზე. ღვთის ისრაელი თავის „ქვეყანაში“, სულიერ ადგილ-მამულში, ანუ მოღვაწეობის სფეროში შევიდა (ესაია 66:7, 8, 20—22).

      11. რა გაგებით ეპატრონებიან იუდაელები თავიანთ დედას, როგორც ცოლს?

      11 იეჰოვა კვლავ ხაზს უსვამს თავისი ხალხის საპატიო მდგომარეობას და აცხადებს: «როგორც ყმაწვილი ეპატრონება ქალწულს [„როგორც თავის ცოლს“, აქ], ასე [„როგორც ცოლს“, აქ] დაგეპატრონებიან შენი შვილები [„ვაჟები“, აქ]; როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ასე გაიხარებს შენით შენი ღმერთი» (ესაია 62:5). როგორ დაეპატრონებიან იუდაელები — სიონის „ვაჟები“ — თავიანთ დედას, როგორც ცოლს? სიონის ვაჟები, რომლებიც ბაბილონის ტყვეობიდან ბრუნდებიან, ეპატრონებიან თავიანთ ძველ დედაქალაქს და კვლავ იქ სახლდებიან. ამ დროს სიონი უკაცრიელი კი აღარ არის, არამედ — ვაჟებით დასახლებული (იერემია 3:14).

      12. ა) როგორ ცხადყო იეჰოვამ, რომ ცხებული ქრისტიანები იმ ორგანიზაციის ნაწილი არიან, რომელიც მასთან არის შეკრული ქორწინების კავშირით? ბ) დღეს ქორწინების რა ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევს იეჰოვას ურთიერთობა თავის ხალხთან? (იხილეთ ჩარჩო 342-ე გვერდზე).

      12 მსგავსად ამისა, 1919 წლიდან ზეციერი სიონის შვილები დაეპატრონნენ თავიანთ ქვეყანას, სულიერ ადგილ-მამულს, რომლის წინასწარმეტყველური სახელია „ცოლივით დაპატრონებული“. ამ ქვეყანაში მათმა ქრისტიანულმა მოღვაწეობამ ცხადი გახადა, რომ ეს ცხებული ქრისტიანები არიან „ხალხი [იეჰოვას] სახელისთვის“ (საქმეები 15:14). მათ მიერ სამეფოს ნაყოფის გამოღებით და იეჰოვას სახელის შესახებ ქადაგებით ნათელი გახდა, რომ ეს ქრისტიანები სასურველნი არიან იეჰოვასთვის. ღმერთმა ცხადი გახადა, რომ ისინი მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ორგანიზაციის ნაწილი არიან. იეჰოვამ ეს ქრისტიანები სულიწმიდით სცხო, გაათავისუფლა სულიერი ტყვეობიდან და ახლა მათ კაცობრიობისთვის სამეფოს იმედის შესახებ ქადაგებაში იყენებს; ყოველივე ამით ის ნათელყოფს, რომ ხარობს მათით, ისევე როგორც სიძე — დედოფლით (იერემია 32:41).

      „ნუ დაიდუმებთ“

      13, 14. ა) როგორ უზრუნველყოფდა იერუსალიმი თავის მცხოვრებლებს უსაფრთხოებით ძველ დროში? ბ) როგორ იქცა დღეს სიონი „სადიდებლად ქვეყანაზე“?

      13 იეჰოვას მიერ დარქმეული ახალი სახელი, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს, ღვთის ხალხს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ღმერთი მათ აღიარებს და მათი პატრონია.

  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • [სურათი 339 გვერდზე]

      იეჰოვა ზეციერ სიონს ახალ სახელს დაარქმევს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება