საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • წუთისოფელს არ შეუძლია დახმარება
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • 18. რა გაფრთხილებას აძლევს რაბშაკე ხიზკიაჰუს?

      18 აშურელები თავიანთ ღმერთებს განადიდებენ ბრძოლებში გამარჯვებებისთვის. წიგნში „ძველი ახლო აღმოსავლეთის ტექსტები“ მოცემულია ასურბანიფალის, აშურის მეფის, სიტყვები, სადაც ის თავის წინამძღოლებად აღიარებს ‘აშურს, ბელსა და ნებოს, დიდებულ ღმერთებს, [თავის] მეუფეთ, რომლებიც (ყოველთვის) [მის] მხარეს არიან, [როდესაც ის] (გამოცდილ) მეომრებს ამარცხებს... დიდ ხელჩართულ ბრძოლებში’. ესაიას დღეებში აშურის მეფე სანხერიბის მიერ მეფე ხიზკიაჰუსთან გაგზავნილი რაბშაკეც ასეთივე რწმენას ამჟღავნებს. მისი აზრითაც, ღმერთები მონაწილეობენ ადამიანთა ომებში. ის აფრთხილებს იუდას მეფეს, რომ ვერაფერს მოუტანს იეჰოვაზე ხსნის იმედის დამყარება და ეუბნება, რომ ძლევამოსილი აშურისგან სხვა ერები ვერ დაიცვეს მათმა ღმერთებმა (მეოთხე მეფეთა 18:33—35).

      19. როგორ რეაგირებს მეფე ხიზკიაჰუ რაბშაკეს გესლიან სიტყვებზე?

      19 როგორ რეაგირებს მეფე ხიზკიაჰუ? ბიბლიაში ნათქვამია: „როცა გაიგონა ეს ხიზკიამ (ხიზკიაჰუმ), ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში მივიდა“ (მეოთხე მეფეთა 19:1). მას ესმის, რომ მხოლოდ ერთადერთი პიროვნება არსებობს, ვინც ამ საზარელ მდგომარეობაში მის დახმარებას შეძლებს. ის ხელმძღვანელობისთვის თავმდაბლად მიმართავს იეჰოვას.

      20. რას გააკეთებს იეჰოვა იუდას მცხოვრებთათვის და რა უნდა ისწავლონ მათ აქედან?

      20 იეჰოვა სათანადოდ ხელმძღვანელობს მას. წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით ის ამბობს: „მოისვრის იმ დღეს ყოველი კაცი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, რომლებიც თქვენმა ცოდვილმა ხელებმა გააკეთეს“ (ესაია 31:7). როდესაც იეჰოვა თავისი ხალხისთვის იბრძოლებს, გამოაშკარავდება სანხერიბის ღმერთების უსარგებლობა. ეს გაკვეთილი ყურად უნდა იღონ იუდაელებმა. მეფე ხიზკიაჰუს ღვთისადმი ერთგულების მიუხედავად, იუდა, ისევე როგორც ისრაელი, კერპებით არის სავსე (ესაია 2:5—8). იეჰოვასთან ურთიერთობის აღსადგენად, იუდას მცხოვრებლებმა ცოდვები უნდა მოინანიონ და „ყოველმა კაცმა“ თავისი უსარგებლო „კერპები“ უნდა უარყოს (იხილეთ გამოსვლა 34:14).

      21. როგორ აღწერს ესაია წინასწარმეტყველურად იეჰოვას მიერ აშურის დასჯას?

      21 ახლა ესაია წინასწარმეტყველურად აღწერს, როგორ დაისჯება იეჰოვას მიერ იუდას თავზარდამცემი მტერი: „არკაცური მახვილით დაეცემა აშური და არაადამიანური მახვილი შეჭამს მას; მახვილს გაექცევა, მის ჭაბუკებს კი დაიმონებენ“ (ესაია 31:8). მტერთან შესაბრძოლებლად იერუსალიმის მკვიდრთ ქარქაშიდან მახვილის ამოღებაც კი არ მოუწევთ. აშურის ჯარების უძლიერეს ნაწილს არა ადამიანის მახვილი, არამედ იეჰოვას მახვილი ანადგურებს. აშურის მეფე სანხერიბი ‘მახვილს გაურბის’ და სამშობლოში ბრუნდება ანგელოზის მიერ 185 000 მეომრის გაწყვეტის შემდეგ. მოგვიანებით მას საკუთარი შვილები კლავენ, როდესაც თავისი ღმერთის, ნისროქის, სახლში ლოცულობს (მეოთხე მეფეთა 19:35—37).

      22. რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიანებს იქიდან, რაც ხიზკიაჰუსა და აშურის ჯარს გადახდა?

      22 არც ხალხმა იცის და არც ხიზკიაჰუმ, როგორ იხსნის იეჰოვა იერუსალიმს აშურელთა ჯარისგან. მიუხედავად ამისა, ხიზკიაჰუ საუკეთესოდ იქცევა რთულ ვითარებაში, რითაც შესანიშნავ მაგალითს აძლევს მათ, ვინც დღეს ვარდება განსაცდელში (2 კორინთელთა 4:16—18). გასაგებია, რომ ხიზკიაჰუ შეშინებული იქნებოდა, როდესაც სისასტიკით ცნობილი აშურელები იერუსალიმზე გასალაშქრებლად მიდიოდნენ (მეოთხე მეფეთა 19:3). მაგრამ მას იეჰოვასადმი რწმენა ჰქონდა, და ამიტომაც მის ხელმძღვანელობას ეძებდა და არა ადამიანისას. რა დიდი კურთხევა იყო იერუსალიმისთვის მისი საქციელი! ღვთისმოშიში ქრისტიანებიც დღეს შეიძლება ძლიერ ღელავდნენ, როდესაც რთულ ვითარებაში არიან. შიშის გრძნობა ხშირად სრულიად გასაგებია. მაგრამ, თუ ‘ჩვენს ყველა საზრუნავს იეჰოვას მივანდობთ’, ის იზრუნებს ჩვენზე (1 პეტრე 5:7). იეჰოვა დაგვეხმარება შიშის დაძლევაში და გაგვაძლიერებს, რათა შევძლოთ რთულ მდგომარეობასთან გამკლავება.

  • წუთისოფელს არ შეუძლია დახმარება
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • [სურათი 326 გვერდზე]

      ხიზკიაჰუმ იეჰოვას სახლს მიაშურა, ღმერთი რომ დახმარებოდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება