-
იერუსალიმი ბიბლიურ დროში — რას გვიჩვენებს არქეოლოგია?საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ივნისი
-
-
მაგალითად, „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ (ინგლ.) მიხედვით, დავითმა უთხრა თავის ხალხს, რომ ‘იებუსელებთან ყოველი მებრძოლი წყლის გვირაბით მივიდეს’ მტერთან (მეორე მეფეთა 5:8, აქ). დავითის ჯარის მეთაური იოაბი ასეც მოიქცა. კერძოდ, რა იგულისხმება გამოთქმით „წყლის გვირაბი“?
-
-
იერუსალიმი ბიბლიურ დროში — რას გვიჩვენებს არქეოლოგია?საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ივნისი
-
-
სწავლულები დიდი ხანია აღიარებენ, რომ ძველი ქალაქი ძირითადად გიხონის წყაროდან საზრდოობდა წყლით. ის ქალაქის კედლებს გარეთ, მაგრამ საკმაოდ ახლოს მდებარეობდა, რომ საშუალება მიეცა არხისა და 11 მეტრიანი შახტის ამოსათხრელად, რომელიც გაუადვილებდა მოსახლეობას დამცავი კედლების გარეთ გაუსვლელად წყლის აღებას. ის უორენის შახტადაა ცნობილი, რადგან ჩარლზ უორენის სახელი ეწოდა, რომელმაც სისტემა 1867 წელს აღმოაჩინა. მაგრამ როდის გაიყვანეს გვირაბი და ამოთხარეს შახტი? არსებობდნენ თუ არა ისინი დავითის პერიოდში? ეს წყალსადენი გვირაბი ხომ არ გამოიყენა იოაბმა? დან გილი პასუხობს: „უორენის შახტში ნამდვილად ბუნებრივი ღრუს არსებობის შესამოწმებლად ჩვენ მისი უსწორმასწორო კედლების კირიანი დანალექის ნატეხში ნახშირბადი–14-ის (14C) აღმოსაჩენად ის ქიმიურად დავშალეთ. ელემენტი ვერ აღმოვაჩინეთ, რაც მიუთითებდა, რომ კირის ასაკი 40 000 წელს აღემატებოდა: ეს კი იმის ნათელ მტკიცებას წარმოადგენს, რომ შახტი ადამიანს არ ამოუთხრია“.
-