-
უშვილო დედაკაცი ხარობსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
2. რით არის ჩვენთვის საინტერესო ესაიას 54-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველება?
2 სარას გასაჭირი ესაიას 54-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველების გაგებაში გვეხმარება. მასში იერუსალიმი უშვილო დედაკაცად არის მოხსენიებული, რომელიც მოგვიანებით მრავალი შვილის შეძენით ხარობს. იეჰოვა ცოლად იხსენიებს ძველ დროს მცხოვრებ თავის ხალხს, რითაც მათდამი ნაზ გრძნობებს ავლენს.
-
-
უშვილო დედაკაცი ხარობსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
3. სიხარულის რა მიზეზი ექნება უშვილო „დედაკაცს“?
3 ესაიას 54-ე თავი სასიხარულო ცნობით იწყება: „გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი“ (ესაია 54:1). რა გრძნობით უნდა წარმოთქვამდეს ესაია ამ სიტყვებს! რა დიდი ნუგეში იქნება ბაბილონში მყოფი ტყვეებისთვის ამ წინასწარმეტყველების შესრულება! იმ დროს იერუსალიმი კვლავაც უკაცრიელი იქნება. ადამიანის თვალსაზრისით, არავითარი იმედი არ იარსებებს, რომ ის ოდესმე კვლავ დასახლდება, ისევე როგორც უშვილო ქალს არ აქვს, ჩვეულებრივ, სიბერეში შვილის შეძენის იმედი. მაგრამ ეს „დედაკაცი“ კურთხეულ იქნება მომავალში — მას შვილები შეეძინება. იერუსალიმი უზომოდ გაიხარებს. ის კვლავ გაივსება „შვილებით“, ანუ მცხოვრებლებით.
-