საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბიბლიური წინასწარმეტყველებისადმი რწმენას სიცოცხლის ხსნა მოაქვს
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აპრილი
    • საბოლოოდ, ახ. წ. 66 წელს არაკეთილსინდისიერი რომაელი მმართველი ფლორუსი, რომელსაც რომის მთავრობის ვალი ჰქონდა, 17 ტალანტს იღებს წმინდა ტაძრის საგანძურიდან. ამის გამო განრისხებული იუდეველები ჯანყდებიან. ებრაელი აჯანყებულების, ანუ ზილოტების ჯგუფი იერუსალიმში რომაელ ჯარისკაცებს ხოცავს. ამბოხებულებმა იუდეა რომისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს. რომი და იუდეა ერთმანეთს ომში უპირისპირდება.

      სამი თვის შემდეგ სირიის რომაელი მმართველი ცესტიუს გალუსი 30 000-იანი ჯარით სამხრეთისკენ ამბოხების ჩასახშობად მიემართება. მისი ჯარი კარვობის დღესასწაულზე შედის იერუსალიმში და სწრაფად იპყრობს ქალაქის გარეუბნებს. ზილოტები, რომლებიც ცესტიუს გალუსის ჯართან შედარებით მცირერიცხოვანნი არიან, ტაძარს აფარებენ თავს. მალე რომაელი ჯარისკაცები ტაძარსაც უტევენ. იუდეველები თავზარდაცემულნი არიან — წარმართი ჯარისკაცები მათ უწმინდეს ადგილს ბილწავენ! ამ დროს ქალაქში მყოფ ქრისტიანებს იესოს სიტყვები ახსენდებათ, რომ ‘როცა დაინახავდნენ, გამაპარტახებელი სისაძაგლე წმინდა ადგილზე იდგა, მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში უნდა გაქცეულიყვნენ’ (მათე 24:15, 16). გამოავლენენ ქრისტიანები რწმენას იესოს წინასწარმეტყველური სიტყვებისადმი და იმოქმედებენ შესაბამისად? მათი სიცოცხლე მათივე მოქმედებაზეა დამოკიდებული. მაგრამ როგორ გაიქცევიან ისინი?

      უეცრად, გაურკვეველი მიზეზით ცესტიუს გალუსი ხსნის ალყას და ჯარი სანაპიროსკენ მიჰყავს. მათ ზილოტები მისდევენ. საოცარია, მაგრამ ქალაქში მალე მდგომარეობა უმჯობესდება. ქრისტიანები, რომლებმაც რწმენა გამოავლინეს იესოს წინასწარმეტყველური სიტყვებისადმი, იერუსალიმიდან პელაში გარბიან (ეს ნეიტრალური ქალაქი მდინარე იორდანის გადაღმა მთიან რეგიონში მდებარეობს). ისინი დროულად გარბიან. მალე ზილოტები იერუსალიმში ბრუნდებიან და დარჩენილ მოსახლეობას აიძულებენ, რომ აჯანყებაში შეუერთდნენa.

  • ბიბლიური წინასწარმეტყველებისადმი რწმენას სიცოცხლის ხსნა მოაქვს
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აპრილი
    • მდგომარეობის გაუარესება და ანარქია

      რამდენიმე თვის შემდეგ რომაელთა ახალი ჯარი იერუსალიმისკენ დაიძრა. ახ. წ. 67 წელს 60 000-კაციან ჯარს გენერალი ვესპასიანე და მისი ძე ტიტუსი ჩაუდგნენ სათავეში. რომის ძლიერი ჯარი ორი წლის განმავლობაში იერუსალიმისკენ მიიწევს და გზად ყველა მოწინააღმდეგეს ანადგურებს. ამ დროს კი იერუსალიმში იუდეველთა დაჯგუფებები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ქალაქში საკვების მარაგი ნადგურდება, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია მიწასთან სწორდება და 20 000-ზე მეტი ებრაელი კვდება. ვესპასიანე არ ჩქარობს იერუსალიმში შესვლას. ის ამბობს: „ჩვენი ღმერთი რომაელ გენერალზე უკეთ იბრძვის. მტრები საკუთარი ხელით ხოცავენ ერთმანეთს“.

      რომის იმპერატორის ნერონის სიკვდილის შემდეგ ვესპასიანე რომში ბრუნდება, რომ მისი ადგილი დაიკავოს, ტიტუსს კი ბრძოლის ველზე ტოვებს, რათა იუდეა მთლიანად ხელში ჩაიგდოს. პასექის დღესასწაულია მოახლოებული, როცა ტიტუსს ახ. წ. 70 წელს იერუსალიმზე იერიში მიაქვს. ის ქალაქის მოსახლეობასა და პილიგრიმებს ალყაში აქცევს. ტიტუსის ჯარი წვეტიანი ბოძებით ალყაში მოქცეულ დედაქალაქს 7-კილომეტრიან კედელს ავლებს. სწორედ ეს იწინასწარმეტყველა იესომ: „შენი მტრები წვეტიანი ბოძებით სიმაგრეს შემოგავლებენ, გარს შემოგერტყმიან და ყოველი მხრიდან შეგავიწროებენ“ (ლუკა 19:43).

      მალე მთელ ქალაქში შიმშილობა იწყება. შეიარაღებული ბრბო დახოცილთა და მომაკვდავთა სახლებს ძარცვავს. ცნობილია სულ მცირე ერთი შემთხვევა, როდესაც სასოწარკვეთილმა ქალმა თავისი ჩვილი ბავშვი მოკლა და მისი ხორცი ჭამა; ამით ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველება სრულდება: „შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს . . . რადგან შეგავიწროებს და გაჭირვებაში ჩაგაგდებს შენი მტერი“ (კანონი 28:53—57).

      საბოლოოდ, ხუთთვიანი ალყის შემდეგ იერუსალიმი ეცემა. ქალაქსა და მის დიდებულ ტაძარს ძარცვავენ, წვავენ და ქვას ქვაზე არ ტოვებენ (დანიელი 9:26). მთლიანობაში დაახლოებით 1 100 000 ადამიანი კვდება, ხოლო 97 000 ტყვეობაში მიჰყავთb (კანონი 28:68). იუდეაში ებრაელები თითქმის აღარ რჩებიან. იუდეველებისთვის ეს მართლაც რომ დიდი უბედურებაა, რომლის მსგავსი ერს არ ახსოვს; ეს უდიდეს გავლენას ახდენს იუდეველთა პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაზეc.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება