-
ბიბლიური წინასწარმეტყველებისადმი რწმენას სიცოცხლის ხსნა მოაქვსსაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აპრილი
-
-
რომის იმპერატორის ნერონის სიკვდილის შემდეგ ვესპასიანე რომში ბრუნდება, რომ მისი ადგილი დაიკავოს, ტიტუსს კი ბრძოლის ველზე ტოვებს, რათა იუდეა მთლიანად ხელში ჩაიგდოს. პასექის დღესასწაულია მოახლოებული, როცა ტიტუსს ახ. წ. 70 წელს იერუსალიმზე იერიში მიაქვს. ის ქალაქის მოსახლეობასა და პილიგრიმებს ალყაში აქცევს. ტიტუსის ჯარი წვეტიანი ბოძებით ალყაში მოქცეულ დედაქალაქს 7-კილომეტრიან კედელს ავლებს. სწორედ ეს იწინასწარმეტყველა იესომ: „შენი მტრები წვეტიანი ბოძებით სიმაგრეს შემოგავლებენ, გარს შემოგერტყმიან და ყოველი მხრიდან შეგავიწროებენ“ (ლუკა 19:43).
მალე მთელ ქალაქში შიმშილობა იწყება. შეიარაღებული ბრბო დახოცილთა და მომაკვდავთა სახლებს ძარცვავს. ცნობილია სულ მცირე ერთი შემთხვევა, როდესაც სასოწარკვეთილმა ქალმა თავისი ჩვილი ბავშვი მოკლა და მისი ხორცი ჭამა; ამით ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველება სრულდება: „შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს . . . რადგან შეგავიწროებს და გაჭირვებაში ჩაგაგდებს შენი მტერი“ (კანონი 28:53—57).
საბოლოოდ, ხუთთვიანი ალყის შემდეგ იერუსალიმი ეცემა. ქალაქსა და მის დიდებულ ტაძარს ძარცვავენ, წვავენ და ქვას ქვაზე არ ტოვებენ (დანიელი 9:26). მთლიანობაში დაახლოებით 1 100 000 ადამიანი კვდება, ხოლო 97 000 ტყვეობაში მიჰყავთb (კანონი 28:68). იუდეაში ებრაელები თითქმის აღარ რჩებიან. იუდეველებისთვის ეს მართლაც რომ დიდი უბედურებაა, რომლის მსგავსი ერს არ ახსოვს; ეს უდიდეს გავლენას ახდენს იუდეველთა პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაზეc.
-