საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გადარჩები თუ არა ღვთის მოქმედებისას?
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 სექტემბერი
    • დაუყოვნებლივ სიკვდილით დასაჯეს 97 000 გადარჩენილი; სხვები ტყვედ წაასხეს. იოსები წერს: „ჩვიდმეტზე მეტს ბორკილები დაადეს და მძიმე სამუშაოზე ეგვიპტეში გაგზავნეს, იმ დროს, როდესაც ტიტუსმა უამრავი გაგზავნა პროვინციებში, რათა ამფითეატრებში ხმლით დაეხოცათ ან მხეცებს დაეგლიჯათ“. ამ მოვლენების დროს, რომლებმაც განსაზღვრა მათი საბოლოო შედეგი, კიდევ 11 000 პიროვნება მოკვდა შიმშილით.

  • გადარჩები თუ არა ღვთის მოქმედებისას?
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 სექტემბერი
    • 10. როგორ იხსნებოდა ადრე მათეს 24:22?

      10 წარსულში იხსნებოდა, რომ ‘გადარჩენილი ძე ხორციელი’, იყვნენ ის ებრაელები, რომლებიც ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს იერუსალიმის დიდ გასაჭირს გადაურჩნენ. ქრისტიანები გაიქცნენ, ასე რომ, ღმერთმა დაუშვა რომაელთაგან სწრაფი განადგურება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ ‘რჩეულებს’ საფრთხე არ ემუქრებოდათ, გასაჭირის დღეები შეიძლებოდა, შემოკლებულიყო, რათა ზოგი ებრაელი, „ძე ხორციელი“, გადარჩენილიყო. ფიქრობდნენ, რომ გადარჩენილი ებრაელები ასიმბოლოებდნენ ჩვენს დროს მოახლოებულ დიდ გასაჭირში გადარჩენილებს (გამოცხადება 7:14).

      11. რატომ არის მათეს 24:22-ის ახსნა ხელახლა გადასახედი?

      11 მაგრამ შეესაბამება თუ არა ეს ახსნა ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს მომხდარს? იესომ თქვა, რომ „ძე ხორციელი“ „გადარჩებოდა“, თავს დააღწევდა გასაჭირს. გამოიყენებდი თუ არა სიტყვას ‘გადარჩენილი’ იმ 97 000 გადარჩენილთან დაკავშირებით, როდესაც, სინამდვილეში, ათასობით მათგანი ცოტა ხანში შიმშილით დაიღუპა ან ამფითეატრებში ამოხოცეს? იოსებ ფლავიუსი კესარიის ერთ-ერთი ამფითეატრის შესახებ წერს: „გარეულ მხეცებთან ან ერთმანეთთან ორთაბრძოლაში დახოცილთა და ცოცხლად დამწვართა რიცხვმა 2 500-ს გადააჭარბა“. მიუხედავად იმისა, რომ ალყის დროს ცოცხლები გადარჩნენ, რა თქმა უნდა, ისინი ‘გადარჩენილები’ არ იყვნენ. და ნუთუ იესო მომავალში ‘დიდი გასაჭირის დროს’ ბედნიერ გადარჩენილთა მსგავსად მიიჩნევდა მათ გადარჩენას?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება