-
„ეს უნდა მოხდეს“საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მაისი
-
-
6. რა მოხდა რომაელებსა და იუდეველებს შორის ახ. წ. 66 წელს?
6 ახ. წ. 66 წელს, ზაფხულის პაპანაქება სიცხეში იუდეველი ზელოტები ციხე-სიმაგრეში, იერუსალიმის ტაძრის მახლობლად, თავს დაესხნენ რომაელ ჯარისკაცებს, რამაც მთელ ქვეყანაში ძალადობის გაჩაღებას შეუწყო ხელი. წიგნში „იუდეველთა ისტორია“ პროფესორი ჰაინრიხ გრეტსი ყვება: „ცესტიუს გალუსი, სირიის მმართველი, რომლის მოვალეობა იყო, დაეცვა რომის ჯარების ღირსება . . . მშვიდად ვეღარ უყურებდა ამ აჯანყების გავრცელებას, რაღაც უნდა ეღონა მის შესაჩერებლად. გალუსმა თავი მოუყარა თავის მხედრობას, მეზობელმა მმართველებმა კი ნებაყოფლობით შეაშველეს თავიანთი ჯარები“ და ამ 30 000-იანმა ჯარმა იერუსალიმი ალყაში მოაქცია. ხანმოკლე შებრძოლების შემდეგ იუდეველებმა უკან დაიხიეს და ტაძრის მახლობლად მდებარე კედლებთან გამაგრდნენ. „მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში რომაელები კედლებს უტევდნენ, მაგრამ იუდეველთა წინააღმდეგობამ ისინი უკუაქცია. რომაელებმა მხოლოდ მეექვსე დღეს შეძლეს ტაძრის წინ მდებარე, ჩრდილოეთ კედლისთვის ძირის გამოთხრა“.
-
-
„ეს უნდა მოხდეს“საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მაისი
-
-
9, 10. როგორ „შემოკლდა“ რომაელების შემოტევის დღეები და რა შედეგი მოჰყვა ამას?
9 „შეამოკლა“ ღმერთმა ის დღეები და გადარჩნენ იერუსალიმში მყოფი ცხებული რჩეულები? პროფესორი გრეტსი ვარაუდობს, რომ „[ცესტიუს გალუსმა] მიზანშეწონილად არ ჩათვალა თავზეხელაღებულ, თავგამოდებულ მეომრებთან ბრძოლის გაგრძელება და ხანგრძლივი ბრძოლების გაჩაღება წელიწადის იმ დროისთვის, როდესაც მალე დაიწყებოდა შემოდგომის წვიმები . . . რასაც შეიძლება ჯარის უზრუნველყოფა დაებრკოლებინა. ამიტომ ალბათ იფიქრა, რომ უკან დაბრუნება უფრო გონივრული იქნებოდა“. ცესტიუს გალუსი ასე ფიქრობდა თუ სხვაგვარად, ფაქტი ის არის, რომ რომაელთა ჯარები ქალაქს გაეცალნენ, უკან დადევნებულმა იუდეველებმა კი მათ ჯარს დიდი ზარალი მიაყენეს.
-