-
როგორ ადასტურებს არქეოლოგია ბიბლიის უტყუარობასგამოიღვიძეთ! — 2007 | ნოემბერი
-
-
2005 წელს არქეოლოგებმა ის ადგილი გათხარეს, სადაც, მათი ვარაუდით, მეფე დავითის სასახლე მდებარეობდა და იპოვეს ქვის დიდი ნაგებობა. მათი აზრით, ეს ნაგებობა მაშინ დაინგრა, როცა 2 600 წელზე მეტი ხნის წინათ, ღვთის წინასწარმეტყველ იერემიას დროს ბაბილონელებმა იერუსალიმი აიღეს. უცნობია, არის თუ არა ეს დავითის სასახლის ნაშთი. არქეოლოგმა ეილატ მაზარმა გაშიფრა ერთი სანტიმეტრი სისქის თიხის ფირფიტაზე [5] ამოტვიფრული წარწერა, რომელიც ბეჭდით იყო დასმული: „ეკუთვნის იეჰუქალს, შოვის ძის შელემიაჰუს ძეს“. ეს წარწერა, როგორც ჩანს, თავისი ბეჭდით დასვა იუდეველმა მმართველმა იეჰუქალმა, იგივე იუქალმა, რომელიც ბიბლიაში მოხსენიებულია, როგორც იერემიას მტერი (იერემია 37:3; 38:1—6).
როგორც ეილატ მაზარი ამბობს, შაფანის ძის გემარიას შემდეგ იეჰუქალი სამეფო კარზე „პირველი მსახური“ იყო, რომლის სახელიც დავითის ქალაქში აღმოჩენილ ბეჭდით დასმულ წარწერაში გვხვდება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰუქალი, შელემიას (შელემიაჰუ) ძე იუდას მთავარი იყო. ამ წარწერის აღმოჩენამდე იეჰუქალი ბიბლიის გარდა არც ერთ წყაროში არ იყო მოხსენიებული.
-
-
როგორ ადასტურებს არქეოლოგია ბიბლიის უტყუარობასგამოიღვიძეთ! — 2007 | ნოემბერი
-
-
5: Gabi Laron/Institute of Archaeology/Hebrew University © Eilat Mazar
-