-
საოლქო კონგრესი — სიხარულით თაყვანისცემის დროსამეფო მსახურება — 2010 | აპრილი
-
-
1. რით ჰგავს ძველი ისრაელის დღესასწაულები საოლქო კონგრესს?
1 იოსები, მარიამი, მათი შვილები და სხვა იუდეველები რეგულარულად დადიოდნენ იერუსალიმში ყოველწლიურ დღესასწაულებზე. ამ განსაკუთრებული მოვლენების დროს ისინი ივიწყებდნენ ყოველდღიურ საზრუნავს და ფიქრობდნენ უფრო მნიშვნელოვანზე — სულიერ საკითხებზე. დღესასწაულების დროს მათ შესაძლებლობა ეძლეოდათ, ელაპარაკათ იეჰოვას სიკეთეზე და მის კანონებზე ეფიქრათ. მსგავსად, მოახლოებული საოლქო კონგრესი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ სიხარულით ვცეთ თაყვანი იეჰოვას.
2. როგორ უნდა მოვემზადოთ მომავალი საოლქო კონგრესისთვის?
2 მომზადება: ნაზარეთიდან იერუსალიმში მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად იესოს ოჯახს დაახლოებით 200 კილომეტრის გავლა უწევდა. ზუსტად არ ვიცით, რამდენი და- ძმა ჰყავდა იესოს, მაგრამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა ძალისხმევის ფასად დაუჯდებოდათ იოსებსა და მარიამს შვილებთან ერთად დღესასწაულებზე დასწრება.
-
-
საოლქო კონგრესი — სიხარულით თაყვანისცემის დროსამეფო მსახურება — 2010 | აპრილი
-
-
3. როგორ აძლევდა დღესასწაულები ისრაელებს გამამხნევებელი ურთიერთობის შესაძლებლობას?
3 გამამხნევებელი ურთიერთობა: დღესასწაულები იუდეველებს გამამხნევებელი ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევდა. იესოს ოჯახს ალბათ ერთი სული ჰქონდა, როდის შეხვდებოდნენ დიდი ხნის მეგობრებს. მათ აგრეთვე შეეძლოთ ახალი მეგობრები შეეძინათ იუდეველებსა და პროზელიტებს შორის, რომლებიც იერუსალიმიდან ან სხვა მხარეებიდან იყვნენ.
-
-
საოლქო კონგრესი — სიხარულით თაყვანისცემის დროსამეფო მსახურება — 2010 | აპრილი
-
-
5. რა დაგვეხმარება, რომ სრულად ვისარგებლოთ კონგრესის პროგრამით?
5 სწავლის დრო: იესო პატარაობიდანვე ესწრებოდა დღესასწაულებს და ზეციერი მამისგან სწავლობდა (ლუკ. 2:41—49).
-
-
საოლქო კონგრესი — სიხარულით თაყვანისცემის დროსამეფო მსახურება — 2010 | აპრილი
-
-
6. რა უნდა გვახსოვდეს ჩაცმულობასა და გარეგნობასთან დაკავშირებით?
6 ჩაცმულობა და გარეგნობა: გზად მიმავალი უცხოელი ვაჭრები ადვილად მიხვდებოდნენ, ვინ იყვნენ იესოს ოჯახი და სხვა იუდეველი მორწმუნეები, რომელთაც ტანსაცმლის კალთის ბოლოებზე ფოჩები და ლურჯი თასმა ჰქონდათ გაკეთებული და იერუსალიმში მიდიოდნენ ან უკან ბრუნდებოდნენ (რიცხ. 15:37—41).
-
-
საოლქო კონგრესი — სიხარულით თაყვანისცემის დროსამეფო მსახურება — 2010 | აპრილი
-
-
9. იესოს ოჯახის მსგავსად, როგორ შეგვიძლია დავაფასოთ სულიერი ღონისძიებები?
9 ძველ დროს იუდეველები, რომლებსაც უნდოდათ, იეჰოვას შესახებ მეტი გაეგოთ, სულმოუთქმელად ელოდებოდნენ ამ სასიხარულო დღესასწაულებს (კან. 16:15). იესოს ოჯახი სიხარულით იღებდა ნებისმიერ მსხვერპლს, რათა ამ ღონისძიებებს დასწრებოდა.
-