-
იხარეთ ბედნიერ ღმერთთან ერთადსაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 მაისი
-
-
6, 7. რა ფაქტორები დაეხმარა იესოს სიხარულის შენარჩუნებაში?
6 რა შეიძლება ითქვას იესოს შესახებ? როგორ შეინარჩუნა მან სიხარული? როგორც ზეცაში მცხოვრებ ძლიერ სულიერ ქმნილებას, იესოს ყოველგვარი შესაძლებლობა ჰქოდნა, დედამიწაზე კაცებისა და ქალების მოქმედებებს დაკვირვებოდა. ადამიანთა არასრულყოფილება აშკარა იყო, მაგრამ იესოს მაინც უყვარდა ისინი (იგავნი 8:31). არც მოგვიანებით, როდესაც დედამიწაზე მოვიდა და ადამიანთა ‘შორის დაემკვიდრა’, შეცვლილა კაცობრიობის შესახებ მისი თვალსაზრისი (იოანე 1:14). რამ შეაძლებინა ღვთის სრულყოფილ ძეს ცოდვილ ადამიანებზე ასეთი დადებითი თვალსაზრისის შენარჩუნება?
7 უპირველეს ყოვლისა, იესო როგორც საკუთარი თავისგან, ისე სხვებისგან რაღაც არაჩვეულებრივს არ მოელოდა, არამედ ამ საკითხში გონიერებას ავლენდა. მან იცოდა, რომ მთელი წუთისოფელი ჭეშმარიტ რწმენაზე არ მოექცეოდა (მათე 10:32—39). ამიტომ ხარობდა მაშინაც კი, როდესაც ერთი გულწრფელი ადამიანი მაინც დადებითად გამოეხმაურებოდა სამეფოს შესახებ ცნობას. თუმცა თავისი მოწაფეების საქციელი და აზროვნება ზოგჯერ დამაკმაყოფილებელი არ იყო, იესომ იცოდა, რომ გულში მათ ნამდვილად სურდათ ღვთის ნების შესრულება და ამის გამო ძალიან უყვარდა ისინი (ლუკა 9:46; 22:24, 28—32, 60—62). აღსანიშნავია, რომ ზეციერი მამისადმი წარმოთქმულ ლოცვაში იესომ მოწაფეების დადებითი მოქმედება, საბოლოო ჯამში, შემდეგნაირად შეაფასა: „შენი სიტყვა დაიცვეს მათ“ (იოანე 17:6).
-
-
იხარეთ ბედნიერ ღმერთთან ერთადსაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 მაისი
-
-
შეგვიძლია თუ არა, უფრო კარგად მივყვეთ იესოს ნაკვალევს და შევინარჩუნოთ დადებითი თვალსაზრისი იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით და ამასთანავე გონიერება გამოვავლინოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოველით როგორც საკუთარი თავისგან, ისე სხვებისგან?
-