-
„ახალი სახელი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
დროშა აღუმართეთ ხალხებს!» (ესაია 62:10). პირველად ეს მოწოდება იერუსალიმში დაბრუნების მიზნით ბაბილონის სამეფო კარიბჭეებიდან გამოსვლას ეხებოდა. იერუსალიმში დაბრუნებულებს გზა ქვებისგან უნდა გაეწმინდათ, რათა მგზავრობა გაეადვილებინათ და გზა ეჩვენებინათ ხალხისთვის (ესაია 11:12).
-
-
„ახალი სახელი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
21, 22. რა ნიშანი მისცა იეჰოვამ მათ, რომლებიც ცრუ რელიგიას ტოვებენ, და საიდან ვიცით ეს?
21 ძვ. წ. 537 წელს იერუსალიმმა დასაბრუნებლად და ტაძრის აღსადგენად ნიშანი მისცა დარჩენილ იუდაელებს (ესაია 49:22). 1919 წელს, როცა ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ცრუ რელიგიის ტყვეობიდან გათავისუფლდა, უმიზნოდ ხეტიალი არ დაუწყიათ. მათ იცოდნენ თავიანთი დანიშნულება, რადგან იეჰოვასგან ნიშანი მიიღეს. რა ნიშანი? ეს ნიშანი ესაიას 11:10-შია ნაწინასწარმეტყველები: «იმ დღეს ხალხთა დროშად [„ნიშნად“, აქ] იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი». პავლე მოციქული ამ სიტყვებს იესოს უკავშირებს (რომაელთა 15:8, 12). დიახ, ნიშანი იესო ქრისტეა, რომელიც ზეციერი სიონის მთაზე მეფობს! (ებრაელთა 12:22; გამოცხადება 14:1).
22 ცხებული ქრისტიანებიც და სხვა ცხვრებიც იესო ქრისტესთან არიან შეკრებილი, რათა გაერთიანებული იყვნენ უზენაესი ღვთისადმი თაყვანისცემაში. მისი მმართველობა გაამართლებს იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას და აკურთხებს გულწრფელ ადამიანებს ყველა ერიდან. განა ეს მიზეზი არ არის ყოველი ჩვენგანისთვის, რომ ჩვენც ხოტბა შევასხათ მას?
-