საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღირსეული, მზრუნველი და თავგანწირული მამა
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • 10 მანამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ ასტროლოგები იოსების ოჯახს დაემშვიდობებოდნენ, იეჰოვას ანგელოზმა იოსები გააფრთხილა: „ადექი, წაიყვანე ბავშვი და დედამისი, გაიქეცი ეგვიპტეში და იყავი იქ, სანამ რამეს გეტყოდე, რადგან ჰეროდე ბავშვის მოძებნასა და მოკვლას აპირებს“ (მათ. 2:13). როგორც დასაწყისში მოვიხსენიეთ, იოსები უმალვე დაემორჩილა ღმერთს. მან თავისი შვილის უსაფრთხოება ყველაფერზე წინ დააყენა და ოჯახი ეგვიპტეში წაიყვანა. ვინაიდან ასტროლოგებმა იოსების ოჯახს ძვირფასი საჩუქრები მიართვეს, მათ საკმარისი სახსრები ექნებოდათ, რაც მგზავრობისას და ეგვიპტეში ცხოვრების პირველ ხანებში წაადგებოდათ.

      ღამის სიბნელეში იოსები პატარა იესოს აწვდის მარიამს; ისინი გასამგზავრებლად ემზადებიან

      იოსებმა შვილის დასაცავად უკან არაფერზე დაიხია

      11 მოგვიანებით დაწერილ აპოკრიფულ მითებსა და ლეგენდებში მათი მგზავრობა ისეა აღწერილი, რაც სინამდვილისგან შორს არის. მაგალითად, ამ მითებში ნათქვამია, რომ პატარა იესომ სასწაული მოახდინა და გზა შეამოკლა, ყაჩაღები გააკეთილშობილა და ფინიკის პალმებს ტოტები დაბლა დაახრევინა, დედამისს რომ ნაყოფი მოეკრიფა.c

      ოჯახი საფრთხისგან რომ დაეცვა, იოსებმა უარი თქვა საკუთარ კეთილდღეობაზე

  • ღირსეული, მზრუნველი და თავგანწირული მამა
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • c ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იესომ პირველი სასწაული მონათვლის შემდეგ მოახდინა (იოან. 2:1—11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება