საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვინ იქნება მსოფლიოს მმართველი?
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • მარადიული მმართველობა

      36, 37. ა) ვინ არის „კაცის ძის მსგავსი“ და როდის და რა მიზნით წარსდგა ის ზეციერი სამსჯავროს წინაშე? ბ) რა მოხდა 1914 წელს?

      36 „ჩემს ღამის ხილვაში ვნახე, — ამბობს დანიელი, — აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე“ (დანიელი 7:13). დედამიწაზე ცხოვრებისას იესო ქრისტე თავს „კაცის ძეს“ უწოდებდა, რაც კაცობრიობასთან მის სიახლოვეზე მეტყველებდა (მათე 16:13; 25:31). სინედრიონის ანუ იუდეველთა უზენაესი სასამართლოს წინაშე იესომ განაცხადა: „იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს“ (მათე 26:64). ასე რომ, დანიელის ხილვაში ცის ღრუბლებზე მომავალი და ღვთის წინაშე ადამიანის თვალთათვის უხილავად წარმდგარი „კაცის ძის მსგავსი“ მკვდრეთით აღმდგარი და განდიდებული იესო ქრისტე იყო. მაგრამ როდის შესრულდა ეს წინასწარმეტყველური ხილვა?

      37 ღმერთმა სამეფოს კავშირი დადო იესო ქრისტესთან, ისევე როგორც დავით მეფის შემთხვევაში გააკეთა ეს (მეორე მეფეთა 7:11—16; ლუკა 22:28—30). „წარმართთა ჟამის“ დასასრულს, 1914 წელს, იესო ქრისტეს, როგორც დავით მეფის მემკვიდრეს, სამეფო ძალაუფლების ხელში აღების სრული უფლება ჰქონდა. დანიელის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (დანიელი 7:14). ამგვარად, 1914 წელს ზეცაში მესიანურმა სამეფომ დაიწყო მმართველობა. მაგრამ იესო ქრისტე ერთპიროვნულად არ მართავს ამ სამეფოს.

  • ვინ იქნება მსოფლიოს მმართველი?
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • [მთელი 147 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება