საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვამ დაიცვა იესო
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • იოსებს ვირით მიჰყავს მარიამი და პატარა იესო.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 71

      იეჰოვამ დაიცვა იესო

      ისრაელის აღმოსავლეთით ცხოვრობდა ხალხი, რომელსაც სჯეროდა, რომ ვარსკვლავებს მათთვის ხელმძღვანელობის გაწევა შეეძლოთ. ერთხელ ღამით ამ მხარეში მცხოვრებმა რამდენიმე კაცმა კაშკაშა ვარსკვლავის მსგავსი რამ შენიშნა, რომელიც ცაზე მოძრაობდა. ისინი იქით წავიდნენ, საითაც „ვარსკვლავი“ მიდიოდა. „ვარსკვლავმა“ ეს კაცები იერუსალიმამდე მიიყვანა. მათ იქაურებს ჰკითხეს: სად არის ბავშვი, რომელიც იუდეველთა მეფე უნდა გახდეს? მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ.

      ახალი მეფის დაბადების შესახებ იერუსალიმის მეფემ, ჰეროდემაც გაიგო. ამან ის ძალიან ააფორიაქა. ჰეროდემ ჰკითხა უფროს მღვდლებს, თუ სად უნდა დაბადებულიყო მეფე. მათ უპასუხეს: წინასწარმეტყველების თანახმად, ის ბეთლემში უნდა დაბადებულიყო. ამიტომ ჰეროდემ დაიბარა ის კაცები, რომლებმაც „ვარსკვლავი“ ნახეს და უთხრა მათ: წადით ბეთლემში და მოძებნეთ ბავშვი. მერე დაბრუნდით ჩემთან და მითხარით, სად არის ის. მინდა, რომ მეც ვცე თაყვანი მას. მაგრამ, სინამდვილეში, მეფე ჰეროდე ტყუილს ამბობდა.

      „ვარსკვლავმა“ კვლავ დაიწყო მოძრაობა ცაზე. მან ეს კაცები ბეთლემში მიიყვანა. იქ „ვარსკვლავი“ ერთ-ერთი სახლის თავზე გაჩერდა; კაცებიც შევიდნენ ამ სახლში და იესო და მარიამი ნახეს. მათ თაყვანი სცეს ბავშვს და საჩუქრად მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და სმირნა. როგორ ფიქრობ, მართლა ღმერთმა გაგზავნა ეს კაცები იესოსთან? არა.

      იმ ღამით იოსებს იეჰოვას ანგელოზი ეჩვენა სიზმარში და უთხრა: ჰეროდეს იესოს მოკვლა უნდა. მოჰკიდე ხელი შენს ცოლ-შვილს და ეგვიპტეში გაიქეცი. იქ დარჩი, სანამ მე არ გეტყვი. იოსებიც იმ ღამესვე გაიქცა ეგვიპტეში.

      იეჰოვამ გააფრთხილა აღმოსავლეთიდან მოსული კაცები, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან. როცა ჰეროდე მიხვდა, რომ ის კაცები უკან აღარ აპირებდნენ დაბრუნებას, ძალიან გაბრაზდა. ვინაიდან იესო ვერ იპოვა, ჰეროდემ ბრძანება გასცა, მოეკლათ იესოს ასაკის ყველა ბიჭი ბეთლემში. თუმცა იესო უსაფრთხოდ იყო შორეულ ეგვიპტეში.

      გავიდა დრო და მოკვდა ჰეროდე. იეჰოვამ უთხრა იოსებს: საშიში აღარაფერია, შეგიძლია დაბრუნდე უკან. იოსები, მარიამი და იესო დაბრუნდნენ ისრაელში და ქალაქ ნაზარეთში დასახლდნენ.

      „ასევე იქნება ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც … მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:11).

      კითხვები: როგორ აღმოჩნდა იესო საფრთხეში? როგორ დაიცვა იეჰოვამ იესო?

      მათე 2:1–23; მიქა 5:2

  • იესო მოზარდობის ასაკში
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • 12 წლის იესო ტაძარში ზის მასწავლებლებს შორის.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 72

      იესო მოზარდობის ასაკში

      იოსები და მარიამი ცხოვრობდნენ ქალაქ ნაზარეთში იესოსთან და თავიანთ სხვა შვილებთან ერთად. იოსები დურგალი იყო და ოჯახს ამით არჩენდა. ის თავის ცოლ-შვილს იეჰოვას კანონებს ასწავლიდა. მათი ოჯახი ხშირად დადიოდა სინაგოგაში, სადაც იეჰოვას სცემდნენ თაყვანს. აგრეთვე, ისინი ყოველ წელს დადიოდნენ იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე.

      ერთხელ, როცა იესო 12 წლის იყო, ის და მისი ოჯახი იერუსალიმში წავიდნენ პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად. ქალაქი ხალხით იყო სავსე. როცა დღესასწაული დამთავრდა, იოსები და მარიამი სახლისკენ მიმავალ გრძელ გზას დაადგნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ იესოც უკან მიჰყვებოდა მათ. მაგრამ როდესაც ნათესავებში მისი ძებნა დაიწყეს, ვერსად ნახეს ის.

      იოსები და მარიამი უკან დაბრუნდნენ იერუსალიმში და სამი დღე ეძებდნენ თავიანთ ვაჟს. ბოლოს ტაძარში შევიდნენ. იესო მასწავლებლებს შორის იჯდა, ყურადღებით უსმენდა მათ და ბრძნულ შეკითხვებს უსვამდა. მასწავლებლები ისეთი გაკვირვებულები იყვნენ, რომ თვითონაც უსვამდნენ იესოს შეკითხვებს. მისი პასუხები ყველას აოცებდა. ისინი ხედავდნენ, რომ იესოს კარგად ესმოდა იეჰოვას კანონები.

      იოსები და მარიამი ძალიან შეწუხებულები იყვნენ. მარიამმა ჰკითხა იესოს: სად იყავი, შვილო? სად აღარ გეძებდით! იესომ უპასუხა: არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში ვიქნებოდი?!

      იესო დაბრუნდა ნაზარეთში თავის მშობლებთან ერთად. იოსები მას დურგლობას ასწავლიდა. შენი აზრით, როგორი პიროვნება იქნებოდა იესო მოზარდობის ასაკში? იზრდებოდა იესო და ემატებოდა სიბრძნე. ღვთისა და ხალხის თვალში ის დიდ მოწონებას იმსახურებდა.

      იოსები და მარიამი მაგიდასთან სხედან იესოსთან და სხვა შვილებთან ერთად.

      „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი“ (ფსალმუნი 40:8).

      კითხვები: სად ნახეს იოსებმა და მარიამმა იესო? რატომ იყო იესო ტაძარში?

      მათე 13:55, 56; მარკოზი 6:3; ლუკა 2:40–52; 4:16; კანონი 16:15, 16

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება