საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იესოს განსაკუთრებული როლი იეჰოვას განზრახვაში
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 დეკემბერი
    • „ახალი შეთანხმების შუამავალი“

      11, 12. რით არის განსაკუთრებული იესოს, როგორც შუამავლის როლი?

      11 წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:5, 6. იესო არის „ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი“ და „ახალი შეთანხმების შუამავალი“ (ებრ. 9:15; 12:24). ბიბლიაში მოსესაც ეწოდება კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმების შუამავალი (გალ. 3:19). მაშ, რით არის განსაკუთრებული იესოს, როგორც შუამავლის როლი?

      12 „შუამავლად“ ნათარგმნი დედნისეული სიტყვა სამართლებრივი ტერმინია და მიუთითებს იმაზე, რომ იესო ახალი შეთანხმების ოფიციალური შუამავალია, რის შედეგადაც წარმოიშვა ახალი ერი, „ღვთის ისრაელი“ (გალ. 6:16). ამ ერს მიეკუთვნებიან სულითცხებული ქრისტიანები, რომლებიც ქმნიან ზეციერ „სამეფო სამღვდელოებას“ (1 პეტ. 2:9; გამ. 19:6). მოსე არ ყოფილა ისეთი შეთანხმების შუამავალი, რომლის შედეგადაც ასეთი ერი წარმოიშვებოდა.

      13. რა გაგებით არის იესო შუამავალი?

      13 რა გაგებით არის იესო შუამავალი? იეჰოვა იესოს დაღვრილ სისხლს იყენებს მათ სასარგებლოდ, ვისთანაც ახალი შეთანხმება უნდა დადოს. ამის წყალობით იეჰოვა მათ მართლებად აღიარებს (რომ. 3:24; ებრ. 9:15). შედეგად, ისინი ხდებიან ახალი შეთანხმების მონაწილენი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მომავალში მეფეები და მღვდლები იქნებიან ზეცაში. როგორც შუამავალი, იესო ეხმარება მათ, სიწმინდე შეინარჩუნონ იეჰოვას თვალში (ებრ. 2:16).

      14. რატომ უნდა დააფასოს ყველა ქრისტიანმა იესოს, როგორც შუამავლის როლი?

      14 რა შეიძლება ითქვას მათზე, ვინც ამ ახალი შეთანხმების მონაწილე არ არის და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვს? თუმცა ისინი არ მონაწილეობენ ახალ შეთანხმებაში, ეს შეთანხმება მათ სასიკეთოდაც მოქმედებს. ღმერთი მათ პატიობს ცოდვებს და მართლებად აღიარებს, როგორც მეგობრებს (იაკ. 2:23; 1 იოან. 2:1, 2). ჩვენ უნდა დავაფასოთ იესოს, როგორც შუამავლის როლი, იმისდა მიუხედავად, ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე.

  • იესოს განსაკუთრებული როლი იეჰოვას განზრახვაში
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 დეკემბერი
    • ◼ ახალი შეთანხმების შუამავალი (1 ტიმ. 2:5, 6). იესო ახალი შეთანხმების ოფიციალური შუამავალია, რის შედეგადაც წარმოიშვა ახალი ერი, „ღვთის ისრაელი“. ის შედგება ქრისტიანებისგან, რომლებიც შექმნიან ზეციერ „სამეფო სამღვდელოებას“ (გალ. 6:16; 1 პეტ. 2:9).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება